24 სექტემბერს დილის 9 სათიდან დავიწყეთ შეკრება კოლმეურნეობის მოედანზე. ტრადიციაისამებრ დათქმულ ადგილას 12 კაცით ნაკლები გამოცხადაა. ბოკელებმა არც დაგვიანების ტრადიცია დავარღვიეთ და ერთი საათი ერთმანეთის ლოდინში გავატარეთ.თუმცა ამით დიდად არავინ შეწუხებულა, პირიქით საკმაოდ ვიხალისეთ,თან საქმეც ბევრი იყო მოსაგვარებელი: ტრანსპორტი, სურსათი, სასმელი და ა.შ.....
არჩიგიო დაფაცურდა და ორი სამარშრუტო ტაქსი 10 საათისთვის უკვე ჩვენს განკარგულებაში იყო, თარხანმა და მისმა მეგობარმა ღვინოზე იზრუნეს, ბექა და სხვა ბიჭები სურსათით მომარაგებას შეუდგნენ და დასაწყისისთვის იქვე ახლოს მდებარე თონეში დიდი რაოდენობით თონის პური იყიდეს.
საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ გადავნაწილდით მანქანებში. ერთი მარშრუტკა პირდაპირ შიომღვიმისკენ, მეორე კი საბურთალოს ბაზრისკენ დაიძრა.
წასვლამდე წინასწარ გადავქექეთი ინტერნეტში სხვადასხვა საიტები და მათი პროგნოზის მიხედვით ამინდი კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცა დილიდანვე მოიღრუბლა და უკვე წინასწარ ვიცოდით გაწვიმდებოდა.მაგრამ ისე გვინდოდა ყველას სადმე ერთად წასვლა რომ ცას და ამინდს ყურადღებას არავინ აქცევდა. შიომღვიმეს რომ მივუახლოვდით რამდენჯერმე გაიელვა და ზუსტად 10-15 წუთში წვიმაც წამოვიდა. ამას არავისთვის არ გაუფუჭებია ხასიათი და გზა ისევ მხიარულად გავაგრძელეთ.
მეორე მანქანა რომელსაც ამ ,,ექსპედიციის” სურსათით მომარაგება ევალებოდა საკამოდ ჩამოგვრჩა.არც მანქანა ჩანდა, არც ბოკელები და არც სურსათი. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად ადარდებდათ ზოგიერთებს. პური კი გვქონდა დიდი რაოდენობით, მაგრამ 13 დამშეულ ბოკელს ეგ რას ეყოფოდა, ამიტომ მისაყოლებელის ძიება დავიწყეთ, თან იქვე, მანქანაში.არჩევანი ზეკ-ზე შევაჩერეთ. ლუდის მოყვარულები განსაკუთრებით ზეკის ნეკნებით მოიხიბლნენ, წარმოიდგინეს შებოლილი ზეკის ნეკნები ლუდთნ ერთდ.საბედნიეროდ ეს ხუმრობა კანიბალიზმით არ დამთვრებულა და ზეკი ცოცხალი და ხელუხლებელი ჩავიყვანეთ შიომღვიმეში.
ჩავედით შიომღვიმეში.

წვიმის გამო 1 საათი მარშუტკაში ჯდომა მოგვიწია.მაგრამ ეს ერთი საათი ისე კარგად გავერთეთ რომ არც კი შევწუხებულვართ უამონდობით, ზოგიერთს შიმშილიც კი გადაავიწყდათ. ჯერ ერთმანეთის ღუტუნით და ძილში ხელის შეშლით ვიყავით დაკავებულნი
ფოტოზე სმაზები არ შეიმჩნიოთ...სიცილის ბრალია

მერე წეროები ვითამაშეთ, მერე კიდევ რაღაც თამაში რომლის სახელსაც ვერ დავწერ

სესილი კი ამ პროცესს სარკიდან აფიქსირებდა....

სანამ ჩვენ მანქანაში ვთამაშობდით , მიშამ გამოიჭირა ბავშვები, დააყენა ხის ქვეშ და რაზე ელაპარაკებოდა კაცმა არ იცის, შორიდან კი სცენა ასე გამოიყურებოდა: ,,ლენინი და ბავშვები".
სამწუხაროდ ეს არავის დაუფიქსირებია.
მალე თამაში მოგვწყინდა და ნელნელა წვიმამაც გადაიღო...
თამრი ესე ამოწმებდა წვიმდა თუ არა....

ამინდის მიუხედავად შიომღვიმეს იმ დღეს ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ყავდა.
ჩვენს იქ ყოფნაში ორი დიდი ავტობუსი, ორი სამარშრუტო ტაქსი და რამდენიმე მსუბუქი მანქანა მოვიდა.
იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და საკამოდ ასაკოვანი ხალხიც....
ლიკა ავტობუსების და არაბოკელი დამთვალიერებლების ფონზე


1 საათში მეორე მანქანაც გამოჩნდა.
წვიმამაც საბოლოოდ გადაიღო და მზეც გამოვიდა.
გადმოვედით მანქანებიდან, ზოგი მაშინვე ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გაიქცა,
მაგრამ დიდი რიგში მოუწია დგომა, ბევრნი ვართ ეს ბოკელები

დანარჩენებმა კი აპარატები მოიმარჯვეს და გადაღებებისთვის დაიწყეს მზადება....


ეს ყმაწვილი ამ ფოტოზე მე და ირაკლის რომ გვესაუბრება მგონი მომავალი ბოკელია

როგორც მივხვდით მეგობრებთან ერთად იყო ჩამოსული საქეიფოდ.
თქვა ჩვენ მარტო სურსათი გვაქცს წამოღებულიო და ფოტოაპარატი კი არავის გაგვხსენებიაო.
მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვა და შიომღვიმის მონასტერს მობილურით გადაუღო ფოტო.
მერე ეს ფოტო ჩვენ გვაჩვენა და გვეკითხებოდა გამოვა ჩემგან რამე თუ არაო

ისე ჩვენში დარჩეს და კადრი კარგად ჰქონდა აწყობილი და ამიტომ იმედი არ გავუცრუეთ და მომავალი ფოტოგრაფიხართქო ვუთხარით


ეს ყვითელი ტაქსი ჩვენი ტრანსპორტია, მეორე კი სხვა დამთვალიერებლების
