შიომღვიმეში წასვლის იდეა ბექას გაუჩნდა.როგორც ყოველთვის, ქალაქიდან გასვლის და საერთო ინტერესების და ჭკუის მქონე ხალხთნ ერთდ ერთი დღის გატერების იდეა ბევრმა მოიწონა.სულ რაღაც ერთ კვირაში წამომსვლელთა სიაში 46 ბოკელი ჩაეწერა.
24 სექტემბერს დილის 9 სათიდან დავიწყეთ შეკრება კოლმეურნეობის მოედანზე. ტრადიციაისამებრ დათქმულ ადგილას 12 კაცით ნაკლები გამოცხადაა. ბოკელებმა არც დაგვიანების ტრადიცია დავარღვიეთ და ერთი საათი ერთმანეთის ლოდინში გავატარეთ.თუმცა ამით დიდად არავინ შეწუხებულა, პირიქით საკმაოდ ვიხალისეთ,თან საქმეც ბევრი იყო მოსაგვარებელი: ტრანსპორტი, სურსათი, სასმელი და ა.შ.....
არჩიგიო დაფაცურდა და ორი სამარშრუტო ტაქსი 10 საათისთვის უკვე ჩვენს განკარგულებაში იყო, თარხანმა და მისმა მეგობარმა ღვინოზე იზრუნეს, ბექა და სხვა ბიჭები სურსათით მომარაგებას შეუდგნენ და დასაწყისისთვის იქვე ახლოს მდებარე თონეში დიდი რაოდენობით თონის პური იყიდეს.
საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ გადავნაწილდით მანქანებში. ერთი მარშრუტკა პირდაპირ შიომღვიმისკენ, მეორე კი საბურთალოს ბაზრისკენ დაიძრა.
წასვლამდე წინასწარ გადავქექეთი ინტერნეტში სხვადასხვა საიტები და მათი პროგნოზის მიხედვით ამინდი კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცა დილიდანვე მოიღრუბლა და უკვე წინასწარ ვიცოდით გაწვიმდებოდა.მაგრამ ისე გვინდოდა ყველას სადმე ერთად წასვლა რომ ცას და ამინდს ყურადღებას არავინ აქცევდა. შიომღვიმეს რომ მივუახლოვდით რამდენჯერმე გაიელვა და ზუსტად 10-15 წუთში წვიმაც წამოვიდა. ამას არავისთვის არ გაუფუჭებია ხასიათი და გზა ისევ მხიარულად გავაგრძელეთ.
მეორე მანქანა რომელსაც ამ ,,ექსპედიციის” სურსათით მომარაგება ევალებოდა საკამოდ ჩამოგვრჩა.არც მანქანა ჩანდა, არც ბოკელები და არც სურსათი. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად ადარდებდათ ზოგიერთებს. პური კი გვქონდა დიდი რაოდენობით, მაგრამ 13 დამშეულ ბოკელს ეგ რას ეყოფოდა, ამიტომ მისაყოლებელის ძიება დავიწყეთ, თან იქვე, მანქანაში.არჩევანი ზეკ-ზე შევაჩერეთ. ლუდის მოყვარულები განსაკუთრებით ზეკის ნეკნებით მოიხიბლნენ, წარმოიდგინეს შებოლილი ზეკის ნეკნები ლუდთნ ერთდ.საბედნიეროდ ეს ხუმრობა კანიბალიზმით არ დამთვრებულა და ზეკი ცოცხალი და ხელუხლებელი ჩავიყვანეთ შიომღვიმეში.
ჩავედით შიომღვიმეში.
წვიმის გამო 1 საათი მარშუტკაში ჯდომა მოგვიწია.მაგრამ ეს ერთი საათი ისე კარგად გავერთეთ რომ არც კი შევწუხებულვართ უამონდობით, ზოგიერთს შიმშილიც კი გადაავიწყდათ. ჯერ ერთმანეთის ღუტუნით და ძილში ხელის შეშლით ვიყავით დაკავებულნი ფოტოზე სმაზები არ შეიმჩნიოთ...სიცილის ბრალია
მერე წეროები ვითამაშეთ, მერე კიდევ რაღაც თამაში რომლის სახელსაც ვერ დავწერ ....... სესილი კი ამ პროცესს სარკიდან აფიქსირებდა....
სანამ ჩვენ მანქანაში ვთამაშობდით , მიშამ გამოიჭირა ბავშვები, დააყენა ხის ქვეშ და რაზე ელაპარაკებოდა კაცმა არ იცის, შორიდან კი სცენა ასე გამოიყურებოდა: ,,ლენინი და ბავშვები". სამწუხაროდ ეს არავის დაუფიქსირებია. მალე თამაში მოგვწყინდა და ნელნელა წვიმამაც გადაიღო... თამრი ესე ამოწმებდა წვიმდა თუ არა....
ამინდის მიუხედავად შიომღვიმეს იმ დღეს ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ყავდა. ჩვენს იქ ყოფნაში ორი დიდი ავტობუსი, ორი სამარშრუტო ტაქსი და რამდენიმე მსუბუქი მანქანა მოვიდა. იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და საკამოდ ასაკოვანი ხალხიც....
ლიკა ავტობუსების და არაბოკელი დამთვალიერებლების ფონზე
1 საათში მეორე მანქანაც გამოჩნდა. წვიმამაც საბოლოოდ გადაიღო და მზეც გამოვიდა.
გადმოვედით მანქანებიდან, ზოგი მაშინვე ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გაიქცა, მაგრამ დიდი რიგში მოუწია დგომა, ბევრნი ვართ ეს ბოკელები
დანარჩენებმა კი აპარატები მოიმარჯვეს და გადაღებებისთვის დაიწყეს მზადება....
ეს ყმაწვილი ამ ფოტოზე მე და ირაკლის რომ გვესაუბრება მგონი მომავალი ბოკელია როგორც მივხვდით მეგობრებთან ერთად იყო ჩამოსული საქეიფოდ. თქვა ჩვენ მარტო სურსათი გვაქცს წამოღებულიო და ფოტოაპარატი კი არავის გაგვხსენებიაო. მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვა და შიომღვიმის მონასტერს მობილურით გადაუღო ფოტო. მერე ეს ფოტო ჩვენ გვაჩვენა და გვეკითხებოდა გამოვა ჩემგან რამე თუ არაო ისე ჩვენში დარჩეს და კადრი კარგად ჰქონდა აწყობილი და ამიტომ იმედი არ გავუცრუეთ და მომავალი ფოტოგრაფიხართქო ვუთხარით
ეს ყვითელი ტაქსი ჩვენი ტრანსპორტია, მეორე კი სხვა დამთვალიერებლების
როგორც ვთქვი ყველამ გადღებებისთვის დაიწყო მზადება, მარგამ რა უნდა გადაიღო 34 კაცში, ყველაზე კარგი გამოსავალი პაპარაცობაა. ნინოს ახალი ლინზაც სწორედ ამისთვის აქვს და თავის სტიქიაშია
მაგრამ მალე მგონი თვითონ გახდა პაპარაცის მსხვერპლი
ლამა და აკაკიარჩი მარშრუტის გეგმას აწყობდნენ.
კიდევ ერთხელ წამოიჭრა შიომღვიმედან წეროვანში ფეხით გადასვლის იდეა
აი აქ:
სადაც უნდა გვენახა წეროვნის სამება და წეროვნის კვირაცხოველი. მაგრამ მარშრუტის სირთულის და ჩვენი მოუმზადებლობის გამო გადავიფიქრეთ და დავრჩით შიომღვიმეში.
ვანიჩკას აქ ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი ღიმილი აქვს რომ მგონი იმ ადგილიდან ბრუნდება, სადაც მეფეები თავისი ფეხით დადიან
ყველა სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა ზოგი ათვალიერებდა, ზოგი ფოტოებს იღებდა, ზოგიც ბერებს ესაუბრებოდა და მონასტრის ისტორიას იკვლევდა, ზოგიც სანთლებს ანთებდა და ა.შ.....
არქიგიო არ გიშველის ეგ სანთელი
ეს ადგილობრივი ბერები და ეკლესიის მსახურნი
ირაკლიმ კარებიდანვე დაიწყო ფოტოების გადაღება მაგრამ სანამ 34 კაცი ავიდა მონასტერში და ხედი გაანთავისუფლა დიდი დრო გავიდა
არც ბქეა და მიშა მდგარან უსაქმოდ და იქვე პორტრეტების გადაღებაც სცადეს, შედეგი რა გამოვიდა ჯერ არ ვიცი, არ მინახავს ის ფოტოები და ამიტომ ჩემ გადარებულ ფოტოს დავდებ
პორტრეტების გადაღებისას მიშა ნინოს ლინზას ტესტავს და კადრში მეც მოვხვდი ისე რამხელა ბლენდა აქვს ამ ლინზას რომ მიშას თავი თითქმის მთილიანად დაფარა
ირაკლის კიევმა დიდი ინტერესი გამოიწვია... ყველა მის ,,შახტაში" იყურებოდა. მე კი ამ პროცესს შორიდან ვაფიქსირებდი
sandriko ამ კაცის ხმა არ გამიგია მთელი დღე ან მე ვიჯექი ძალიან შორს ან მართლა ძალიან ჩუმია
Xmliani
შემოვიარეთ მონასტრის ტერიტორია, დავათვალიერეთ ტაძრები, გადავიღეთ ფოტოები, ერთმანეთც ცოდნა გავუზიარეთ და ნელნელა ჩამოვედით ისევ ქვევით, იქ სადაც ჩვენი მარშრუტკები და სურსათი გველოდებოდა.
ბარგი თან რომ არ გვეტარებინა მონასტერში რიგრიგობით შევდიოდით და სურსათთან ყოველთვის ვიღაც რჩებოდა სადარაჯოდ.
ლამა ძალიან კარგია დამიანია, ძალიან კეთილი, სულ მხიარულია, მომღიმარი სახით, მაგრამ შიმშილი თუ ესე უცვლიდა ადამიანს სახის გამომეტყველებას და ესე აბოროტებდა ნამდვილად არ ვიცოდი. ესეთი მცველის ხელში ვინ გაბედავდა ჩვენს სურსათთან მიკარებას
როგორც ზემოთ ვთქვი გადავიფიქრეთ წეროვანში ფეხით გადასვლა და იქვე მონასტრის ახლოს დაბანაკება გადავწყვიტეთ. მანქანების სადგომიდან პატარა ბილიკს მთის წვერზე მდებარე მცირე ეკლესიასთან მივყავართ.
აი ის ეკლესიაც
ტაძართან პატარა მინდორია სადაც თავისუფლად დაეტევა 34 კაცი. ამიტომ ამ ვერსიას უყოყმანოდ დავთანხმდით და ავუყევით ბილიკს.
იF იF რა კარგია, აღმართზე სიარულში და სიცხეში დაღლილი ცხელ ფანტას რომ დალევ
კახას თქმით მცირე ტაძრამდე სულ 400-500 მეტრი უნდა გვევლო, მაგრამ ეტყობა ამ 400-500 მეტრში სიმაღლე იგულისხმა და არა სიგრძე. გზა საკამოდ გრძელი და ზოგისთვის დამღლელი აღმოჩნდა
რა მამისმკვლელი სახით იყურება ფანტაზია,რას უშვება ხალხს შიმშილი
ავღწიეთ მთის წვერზე სადაც პატარა ეკლესია მცირე სამრეკლოთი და ულამაზესი ხედები დაგვხვდა. ეს ფოტოები თარხანმა გადაიღო სიფხიზლეში
ასვლისთანავე ჩვენთან ერთერთი ბერი მოვიდა და რჩევა-დარიგება მოგვცა. გვითხრა ტაძართან სიგარეტს ნუ მოსწევთო და სასმელსაც ძალიან ნუ მიაძალებითო. ცოტა დალიეთ, დაილოცეთ, მაგრამ ნუ დათვრებითო...
აი ის ბერიც
ცოტა ხანში სუფრაც გაიშალა და დაიყწო ქეიფი ფოტოები უკომენტაროდ..
არა.....მცირე კომენტარებს მაინც დავწერ
ნუ მიშამ იმ დღეს იხალისააააა, არ ვიცი რააა, შემოიჯინა გარშმო გოგოები და იყო განცხრომაში. ამ ფოტოში კი უზის გვერდით აკაკიარქი (თუ აკაკიარჩი ვერ გავიგე ამ არქიტექტორების ვერაფერი) მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა
რამდენიმე ჭიქაში ლამა შეიჭრა როლებში, გაიღვიძა პატრიოტულმა სულმა და დასჭექა ლექსები....
მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრნი ვიყავით, პარალონის წამოღება მარტო ერთ ადამიანს გაახსენდა,ერთ პარალონზე კი სულ ხუთნი დავეტიეთ.ვინც პირდაპირ დაჯდა მიწაზე, ნაწვიმარზე, მერე წუწუნებდა დამისველდა დამისველდააააა.მაგრამ ზოგიერთები უფრო მოხერხებულები აღმოჩნდბენ და დასაჯდომად აი ასეთი ორიგინალური ადგილი აარჩიეს.
მაინც რამდენი ვართ ეს ბოკელები
აი ამ ჭიქის მერე ლექსებს სიმღერა ჩაენაცვლა.....
სანამ მარტო მღეროდა ლამა კიდე არაუშავს, მაგრამ ვანიჩკა რომ ჩაერია მერეეეე...........დაყრუვდა ძროხები
წავიდა განსხვავებულები
პეი და დნა პეი და დნა პეი და დნა
ერთმა ბოკელმა მანდილოსანმა ღვინოს დიაგნოზი დაუსვა:გრადუსისთვის არაყი აქვს გარეულიო და მალე დათვრებიანო.თავიდან ეჭვი შეგვეპარა, მაგრამ ფაქტი საზეხეა
მალე ისევ მოიღრუბლა, ცოტა წამოწვიმა, ქარიც ამოვარდა და ცოტა არ იყოს შეგვცივდა. ირაკლიმ და ჭიპომ ცეცხლი დაანთეს და ვინც სიცივემ შეაწუხა ცოტა გათბობის საშუალება მიეცა. მერე ირაკლიმ სარდელკებიც შეგვიწვააააა
ვჭამეთ ვსვით და მერე დასვენებაც მოგვინდა ეს ფოტო ჩემი სიამაყეა ამ ფოტოს დავარქვი - ,,აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდე ვარსკვლავები" ზის შეიხივით, უფრო სწორად წევს შეიხივით სამი მანდილოსანის გარემოცვაში და ჭკუაზე არ არის. აი ლამას რა უნდა იქ ცოტა ვერ გავიგე
პ.ს. ეს ფოტო პანორამაა, ორი კადრი გადავაბი, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მიშა კადრში არ დამეტია
მოკლედ ყველა ისვენებს
ვატო კი ვერ ისვენებს და ნინოს აპაპარაცებს
გუკამ რა დააშავა და რატო უღუტუნებენ ესე გამეტებით სამწუხაროდ არ ვიცი.....
ამ კაცის მოსვენება ხო არ იქნა, არ დატოვა ერთი წერტილიც კი რომ არ შემოევლო და არ გადაეღო.გახსნა შტატივი და დაიწყო პორტრეტების გადაღება, მერე პორტრეტები არ ეყო და გარშემო მოიარა ყველაფერი, ხარაჩოებზე და კედლებზეც კი იძრომიალა
ბოკელების ერთმა მცირე ნაწილმა მოახერხა გვერდით მთის წვერზე მდებარ ჯვართან ასვლა.....ამ ჯვართან მისასვლელად რაღაც გვირაბშიც კი მოუწიათ გაძრომა.ამ ყველაფერს ფოტოებზე ნახავთ....
იმდენი ფოტოა, ბევრი აღარაა საჭირო სოფოჯან, სპასიბო!
სანამ ავიდოდით რებეკა სოფო უკვე ავედით რებეკა და სესილი მიშა
ეს ორი ფოტო გადავიღე თვითონ შიო მღვიმელი საფლავთან, სადაც, როგორც ისტორიულად არის და იქაური ბერები ამბობენ, 15 წლის მანძილზე ჰყავდათ შიო გამოკეტილი. ესაა მიწური, პატარა მრგვალი საკანი, მთლად დილეგიც არ არის. ნუ, პირველ ფოტოზეა მამა შიოს (მონასტერში ესე უწოდებენ) ხატი, მეორეზე - მლოცველი მის საფლავზე