ყოჩაღ ლომებო!!! განვიცადე შომმა რომ მამცნო, შემოკრბაო მტრის ლაშქარი კვირაძალს: მთაში ვიყავ და ვერ ჩამოგისწრებდით. ვიჭმუნე მცირეჟამს, მაგრამ მსწრაფლ უკუვყარე ნაღველი, რადგან მარცხენა ფერდობზე ომარ სივორის ლანდი გამომეცხადა (მარჯვენა ფეხზე გეტრი ჰქონდა ჩაჩაჩული ცხონებულს, როგორც უყვარდა ხოლმე..

) და მითხრა: "იყუჩე, რაულ! შენი ბიჭები დღეს ითამაშებენ ისე, როგორც არასდროს! დიდი ჯახი იქნება და მე იქ ვიქნები, მარჯვენა ფრთაზე!"... ჰოდა დავმშვიდდი, ვუთხარი ჩემს თავს: "დიდი ომარი ჩვენთანაა! ბიჭებს ჩაჰბერავს ჰეროიზმს გულ-გვამში! გამარჯვება დასტურ ჩვენი იქნება..", ვჰკარი ფეხი და დავეშვი ფირნზე..
ისე აგიცხადდათ ყოლიფერი!