აპაჩის მიწვევით ახალი ფოტოკლუბის პრეზენტაციაზე 3 მანქანა ბოკელები დავეწყვეთ და გავემგზავრეთ ქუთაისისკენ.
ნიკას ნივა: ნიკა, გუჯა, ნიკას მამა, რებეკა.
შომის რენო: მიშა (shom), შოთა, ლიკა, ნინო და შოთას მეგობარი თინა.
მაგდუს სივიკი: მაგდუ, სოფო და მაგდუს მეგობარი ნიკო.
მართალია გზადაგზა მანქანები გვეკარგებოდა, მაგრამ სურამთან მაინც მოვახერხეთ ორი მანქანის თავმოყრა და პირველი გაჩერებაც და საუზმეს სწორედ იქ შედგა. ნუ რა თქმა უნდა ,,ბუფეტჩიცა" მე ვიყავი

[attachmentid=11562]
მეორე გაჩერება უკვე გვირაბის მეორე მხარე, ერთერთ რესტორანში იყო. დილის 9 საათზე 12 კაცი შევცვივდით რესტორანში და მწვადი მოვითხოვეთ

[attachmentid=11563][attachmentid=11564]
კარგად დანაყრებულები როგორც იქნა ჩავედით ქუთაისში.ცოტა გზა აგვერია და ერთი წრე შემოვარტყით ქუთაისის ცენტრს. ბოლოს მივაგენით ფოტოსამყაროს სადაც აპაჩი დაგვხვდა

აპაჩი ქუთაისურად გადაგვყვა და ძალიან კარგი დრო გვატარებინა. დავათვალიერეთ ქუთაისის ცენტრალური პარკი (სადაც ზოგმა ფოტოს გადაღებაც მოასწრო)
[attachmentid=11566]
და მერე გავეშურეთ ბაგრატის ტაძრისკენ.
[attachmentid=11567]