Bidzia Babua
Mar 8 2006, 00:15
ფორუმში - "ციფრული ფოტოგრაფია" - "სტატია გაფრთხილება" ასე დავამთავრე:
"-მგონი ძალიან გავცდით თემას, მითუმეტეს რომ თემაც კი არ იყო. იყო მხოლოდ გაფრხილება ციფრული აპარათების მფლობელთათვის, რომ ბრმად არ შეეძინათ ფართეკუთხიანი ოპტიკა თავიანთი "სუპერ ბოლიდებისათვის". დამიჯერეთ ეს არ არის ბოღმიანი კაცის სარკაზმი - მე თქვენ ყველას დიდ პატივს გცემთ თქვენი აპარატებიანად.
სამაგიეროდ ასევე მოვითხოვ თქვენგან პატივი სცეთ "უმცირესობის უფლებებს" რომ გვიყვარდეს ჩვენი უპრეტენზიო დისკრეტნიკები და არ გვეზარებოდეს ტრ....ის განძრევა to meter, to compose ... და ასე შემდეგ
ასე რომ რადგან თემა მე გავხსენი და როგორც ჩანს ასევე ჩემს გამო "გაოფტოპიკდა", თავს უფლებას მივცემ გავხსნა ახალი თემა სადაც შევეცდები:
1) პირველ რიგში მე თვითონ გავერკვე რატომ "ჩამოვრჩი ასე ცხოვრებას"
&
2) რა არის ჩვენთვის ფოტოგრაფია და რატომ ვახარჯავთ მას დროს
არ ვიცი რას დავარქმევ ახალ ტოპიკს..."
მოკლედ, ასე დავარქვი - "რატომ ვიღებთ ხელში კამერას?"
რა სულელური კითხვაა

არ შეგვიძლია ბატონო სხვაგვარად და მიტომ!
იქნებ ვინმემ უფრო ჭკვიანური ახსნა მოძებნოს
Gottfried Lenz
Mar 8 2006, 00:30
ამ შეკითხვას (ან გამოკითხვას) მილიონი სხვადასხვა პასუხი გააჩნია... მე პირადად ვერ ვუპასუხებ ამ შეკითხვას, რადგან რთულია ამზე საუბარი როცა უბრალო ლამერი ხარ
P.S. რაიმე წიგნს ხომ არ წერ ფოტოგრაფიის შესახებ?
Bidzia Babua,
შენი რა მაინტერესებს იცი (არამარტო შენი )
ძალიან ბევრს წერ.
შენს ნაწერს რო ვკითხულობ, ბრესონის ძმაკაცი, ან ახლობელი მაინც მგონიხარ. გადაღებით კი არაფერს იღებ...
Gogia,
QUOTE
Bidzia Babua,
შენი რა მაინტერესებს იცი (არამარტო შენი )
ძალიან ბევრს წერ.
შენს ნაწერს რო ვკითხულობ, ბრესონის ძმაკაცი, ან ახლობელი მაინც მგონიხარ. გადაღებით კი არაფერს იღებ...
თემა გადამაქ ფლეიმში. ფირის ოფოტოგრაფიასთან კავშირში ნაკლებადაა.
general
Mar 8 2006, 00:51
Gogia,
დამანახე ინტრიგაო შენზეა ნათქვამი
Bidzia Babua,
მე ალბათ იმიტომ უფრო რომ დოკუმენტური მიზნებიდან გამომდინარე.......ანუ მინდა რაღაც საინტერესო წამები საყინულეში შევინახო ფორევა
რომ დავიწყო წერა რატომ ვიღებ კამერას ხელში... გამოვა რამოდენიმე გვერდი!!!

უბრალოდ ვიტყვი მიყვარს ფოტოს გადაღება! "წამების გაშეშება"!
Liza Niniashvili
Mar 8 2006, 00:59
რატომ ვიღებთ ხელში ჩანგალს, ან კოვზს ???
general
Mar 8 2006, 01:04
PsixOdino4ka,
მაგ არ ვიცოდი, მოიცა ცოტა დავფიქრდე
Bidzia Babua
Mar 8 2006, 01:20
"Gogia"
ოჰო! ეგ უკვე საინტერესოა!
მადლობის მეტი რა მეთქმის ბრესონებში რომ გამიყვანე

2 კვირაც არაა რაც დავრეგისტრირდი და 4 ფოტო დავდე, მეტის საშუალებას მაძლევთ როო?!

არ მეგონა ბევრს თუ ვწერდი. სხვათა შორის დამაფიქრებელი და შეიძლება გამაღიზიანებელი კითხვები დავსვი.
კითხვები ცხოვრებაში ხშირად და ბევრი ჩნდება, აი პასუხებში მოვისუსტებთ
"Gottfried Lenz"
მე და ფოტოგრაფიაზე წიგნი?!

სად ვიცი მაგდენი...
მინდა ყველა დაფიქრდეს ჩემს დასმულ კითხვაზე. სასარგებლო კითხვაა.
შენი პასუხიც გასაგებია - "რთულია პასუხი..." - რატომ გიყვარს დედა, მამა? აბა თუ ბიჭი ხარ უპასუხე

შენ ასე გაიგე ეს კითხვა და ცამდე მართალი ხარ, იმიტომ რომ გიყვარს.
მაგრამ არის მაინც რაღაც მთავარი.
მაგალითად ერთი შეიძლება ის, რომ უბრალოდ მოდურია ფოტოგრაფიით გატაცება... ან რაღაც გამოუცნობი გაწუხებს, სულში გიღიტინებს, გინდა სხვებს გაუზიარო, მაგრამ თვითონაც ვერ გაგიგია და უცბად აღმოაჩენ რომ ბოლო გადაღებულ კადრში შენდა უნებურად გითქვამს სათქმელი;... ან მთელი შენი "ფოტოამუნიციით" სარკეში საკუთარი თავს რემბოს შეადარებ და ამაყი ხარ... შეიძლება ანსელ ადამსის ფოტომ მოგხიბლა და გინდა შეეჯიბრო, თანაც ვაჟკაცურად - ფოტო ფირი + როდინალი....
რა ვიცი, შენ მართალი ხარ... ათასნაირი პასუხია
სანამ ამას ვწერდი რამდენს გიპასუხიათ?!
ka_ta_rina
Mar 8 2006, 01:34
მე მგონი ყველა ხელოვნების დარგს მოვეპოტინე იმიტომ რომ მაგრად მიყვარს ხელოვნება ესეც მათში შედის
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ფოტოგრაფიის დაუფლების ძლიერმა სურვილმა სიცოცხლე შემინარჩუნა, პირდაპირი გაგებით! ამიტომ, მიხვდებით ალბათ, რომ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს!
ყველას თავისი მიზეზი აქვს! გადაღების უფლებაც, ჯერჯერობით, არავის ჩამოურთმევია ჩვენთვის!

მთავარია ამბიციები მოვთოკოთ და რეალურად მივუდგეთ საქმეს!
ka_ta_rina
Mar 8 2006, 01:43
არავითარი მოთოკვა ჩემი აზრით აუცილებელია აბიცია თუ გინა ცხოვრებაში რამეს მიაღწიო უბრალოდ უზრდელი და უტაქტო არ უნდა იყო
უზრდელობას და უტაქტობას რაც შეეხება, ეგ უდავოდ მასეა!
ka_ta_rina
Mar 8 2006, 01:51
გააჩნია როგორია კამერე შოკოლადის რო იყოს დაუფიქრებლად შევჭამდი,ისე რაღაც ძაან უცნაური კამერა მაქვს რომელსაც ვერაფერი ვერ გავუგე მართკუთხედის ფორმაა და მგონი ფირიც არ იდება სახლში აღმოვაჩინე ადრე და შევინახე
archigio
Mar 8 2006, 01:51
ჩემთვის გრძნობის გადმოცემის ერთერთი საშვალებაა!!! თანაც სასიამოვნო პროცესია როდეასაც წამს სამუდამოდ აშეშებ!!!! ეს ხომ ძაან მაგარია!!!
საინტერესო ტოპიკია.
ფოტოგრაფიას ადარებენ მკვლელობას, ანუ შენ შენი SHOT -ით სილამაზეს კლავ, აკონსერვებ.. ისევე როგორც კოლექციონერობას. აქედან გამომდინარე ყველა ფოტოგრაფი ქვეცნობიერად მკვლელია
Added @ [mergetime]1141768668[/mergetime] კატარინა მეც ეგრე, ხელოვნება ძაან მიყვარს. მეორეს მხრივ არ ვარ დარწმუნებული, რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა
archigio
Mar 8 2006, 02:02
n.n.n.,---- საინტერესო შედარებაა!!!! რატომღაც უცებ ერთი კ/ფ სათაური გამახსენდა "მომკალი ნაზად" ჰუმანისტი მკვლელები ვართ
ka_ta_rina
Mar 8 2006, 02:03
მე ვფიქრობ რომ ხელოვნებაა. იმედი მაქვს რომ კინოსთანაც მექნება ოდესმე შეხება ახლო .გმირები გადასაღებად უკვე დიდიხანია არჩეული მყავს.და საერთოდ ვფიქრობ(ვიცი რომ დას წინ წერტილი არ იწერება)რომ ყველაფრის დაყვანა შეიძლება ხელოვნების დონემდე ანუ ყველა დარგის
archigio
Mar 8 2006, 02:04
n.n.n.,-----მა რა ჯანდაბააა????
Added @ [mergetime]1141769150[/mergetime]
ka_ta_rina,___ განურჩევლად ყველასი????
Added @ [mergetime]1141769256[/mergetime]
რაც არ უნდა მაგარი სანტეხნიკი იყო ,როგორ შეძლებ მილების გადაბმას ისე რომ ვიგაცამ იმაში ხელოვნება დაინახოს????
ka_ta_rina
Mar 8 2006, 02:12
შეიძლება დაფიქრდი და მიხვდები როგორც ოღონდ ეს ჩემი სუბიექტური აზრია ეხლა მაგი რო ავხსნა ძაან ბევრი უნდა ვწერო
Bidzia Babua
Mar 8 2006, 02:16
ka_ta_rina,
თუ მართკუთხაა და თანაც არც ფირი იდება შიგ, ესე იგი შოკოლადისაა! გემო არ გაუსინჯე?

დაპოსტე კამერის იმიჯი, საინტერესოა. გეტყვი რა არის და "რასთან ერთად იჭმევა".
Nata,
ო, რა დამაინტრიგებელია! იქნებ მოგვიყვე კიდეც?
archigio,
n.n.n.,
რატომ არის წამის გაშეშება საინტერესო? ეგ ხომ სასწაული აღარაა უკვე 100 წელზე მეტია?! იმიტომ ხომ არა, რომ იმ გაშეშებული წამის სილამაზეა სწორედ მთავარი? ცხოვრება რომ კინოფირივით წამში 24 კადრით გარბის, სად გვცალია თითოეულ კადრს გამოვეკიდოთ. აი 36 კადრში რომ დავიჭერთ იმ ერთს და განუმეორებელს და დავასამუდამოფიქსირებთ ესაა მკვლელობა?!
archigio
Mar 8 2006, 02:18
ოკ არ ახსნა მარა მაინც ვერ დაგენთანხმები!!! ყველაფერის ხელოვნებამდე აყვანა "აფსურდამდე" მიგვიყვანს! ------ ეს კი ჩემი სუბიექტური აზრია!
ka_ta_rina
Mar 8 2006, 02:21
შოკოლადის არაა დიდიხანია მიდევს და არ დადნა

,შოკოლადისაც რომ იყოს ვადა ექნება გასული

,ეხლა ძაან მეზარება უზრდელობაში არ ჩამითვალოთ და მერე აუცილებლად მოვწერ რა არის თუ რამე ციფრის ან სახელის მაგვარი ეწერა
არა ბატონო! ეგ ჩემთვის მეტად ღირებული განცდაა და არ ვაპირებ მაგაზე ნებისმიერთან ვისაუბრო! ეს ირონიული ტონიც არაა, მგონი, საჭირო!
ka_ta_rina
Mar 8 2006, 02:22
მე პატივს ვცემ სუბიექტურ აზრებს, ის კი ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ ამას სრულიად გაანალიზებულს ვამბობ ანუ ამაზე მართლა მიფიქრია და მისაუბრია კიდეც
archigio
Mar 8 2006, 02:24
Bidzia Babua,--- მერე რა რომ 100 წელია წამის გაშეშება ვისწავლეთ! მასე რომ მივუდგეთ მაშინ ჭადრაკი რამდენი ხანია არსებობს მაგრამ დგემდე საინტერესოა !!! არის რაგაც რაგაცეები რაც ყოველტვის საინტერესო იქნება! და ადამიანს მიიზიდავს!!
Bidzia Babua
Mar 8 2006, 02:26
Nata
ვწუხვარ თუ ჩემს რეპლიკაში ირონია გამოჩნდა.
მჯერა რომ ეს ძალიან სერიოზულია
archigio
Mar 8 2006, 02:27
ka_ta_rina,,--- ასევე მეც !!! ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას თავის ხედვ აქ!!!! ეგრეა მაგრამ Zნელია ადამიანს აზრი შეაცვლევინო!!
მე პირადად მსიამოვნებს ჩემი ინტერესი, იმიტომ რომ ყველაფერი მალე მბეზრდება.
ნატა მეც ძალიან მაინტერესებს ყველანაირი ირონიის გარეშე მაგრამ მართალი ხარ პირადულ განცდებზე აქ არ გინდა დაწერა.
თუ მისი აზრი საზოგადოდ მიუღებელია, მაშინ გაქვს უფლება, რომ შეაცვლევინო! (პრინციპში, არც მაშინ არა გაქვს!) დღესდღეობით ფოტოგრაფია საკმაოდ ხელმისაწვდომ დარგია ხელოვნებისა, ამიტომ ვერავის ვერაფერს დაუშლი, და, ეგ, მგონი, კარგიცაა!
Bidzia Babua
Mar 8 2006, 02:33
ოკ, ჯერჯერობით ასეთი აზრი გამოიკვეთა:
კამერას ხელში ვიღებთ იმისათვის რომ გავაშეშოთ კადრი, ჩავიდინოთ მკვლელობა, გავუსინჯოთ გემო, ვიცოცხლოთ ბოლოს და ბოლოს...
ეხლა წავალ და დავიძინებ. ეგეც საჭიროა

დროებით!
Nino Tabutsadze
Mar 8 2006, 02:35
კარგი დისკუსია გაგიჩაღებიათ

სანამ პასუხს გასცემ კითხვაზე, რატომ აიღე კამერა ხელში, ჯერ იმ მიზეზებზე უნდა იფიქრო, რამ მიგიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ კამერა აიღე ხელში. მაგის თქმა კი თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ იმის შემდეგ შეძლებ გასცე პასუხი კითხვაზე - რამ ამაღებინა კამერა ხელში, როცა შენი Fოტოები რაღაცას მოგცემს. ეს რაღაცა კი უნდა იყოს საწყისი - რა დევს შიგ. როცა ადამიანის შემოქმედება მის სულთან ერთიანდება [და არა, როცა მისი სულის ნაწილი ხდება], მხოლოდ მაშინ სწვდება ის ამის გამომწვევ მიზეზს, როგორც დაავადების ეტიოლოგიის დადგენაა შეუძლებელი კულმინაციამდე, სანამ საინკუბაციო პერიოდი გავა. ყველაზე მაგარი FოტოგრაFებიც და არა მარტო, ხომ თითქმის "პერედ სმერტი" ხვდებოდნენ თავისი არსებობის მიზანს და შედეგს...
ka_ta_rina
Mar 8 2006, 02:35
მე არ ვცდილობ ვინმეს აზრი შევაცვლევინო
archigio
Mar 8 2006, 02:36
Nata,----- egre rom ar yofiliyo sheileba ar c momekida am saqmistvis xeli!!! kargia magi kargi!!!
მე ვფიქრობ ადმიანი თავის უსუსურობას გაურბის, თავს აფარებს რაღაც-რუღაცეებს იქნება ეს აინშტაინის თეორია თუ ფოტოგრაფია თუ სანტეხნიკობა, რომ თავისი არსებობა გაამართლოს და აზრი შესძინოს და ასე შემდეგ.
ზოგი კამერით ხელში გრძნობს ალბათ თავს დაცულად ზოგი იარაღით.
კარგად რომ დაფიქრდე ეს კამერით სრბილი არ არის ჯანსაღი, რაღაც მანიის მსგავსია მგონი ჯობია დროზე შევეშვა
ოჰო, ნინოც მოსულააა!
მართალი ხარ, ჩემო კარგო!
თუმცა ერთი გამონაკლისი არსებობს, რომელმაც მანამდე იცოდა, რატომ იღებდა ხელში აპარატს, სანამ აიღებდა !
პ.ს. როგორ ხარ? გავიგე ქუთეისშე ,,საწარმოო ტრავმა" მიუღიაო? რიგზეა ყველაფერი?
archigio
Mar 8 2006, 02:45
კამერით სირბილს რაც შეეხება მანიაა რაგაც ასპექტში!!! ყველა მანიაკიც სიამოვნებას ღებულობს ამისგან და შენ თუ მართლა დაავადებული ხარ ფოტოგრაფიით მაშინ ასე ადვილად ვერ დაანებებ თავს
Nino Tabutsadze
Mar 8 2006, 02:47
კი კი გადავრჩი, სლავა ბოგუ

ეგეთი აღმოჩნდა ჩემი დოსკონალნოე ზნაკომსტვო ს კუტაისი

ხვალ იქნება რეპორტაჟი

მე როგორც ყოველთვის, აბდაუბდა შემოვაგდე და იჩხუბოს ეხლა ხალხმა
წავედი აბა მე, თქვენ იცით, დამხვდება ხვალ დილით ეს თემა გატენილი
არა, რატომ აბდაუბდა! მართალი ნათქვამი იყო ეგ! ღმერთმა დაიფაროს ყველა შემოქმედი, რომ მალევე ჩასწვდეს თავისი ნამოქმედარის და ,,სამოქმედარის" არსს, თორემ უნდა დაიკრიფოს გულზე ხელი და ეგაა!
archigio
Mar 8 2006, 02:53
აქ რაც არ უნდა ვიჯაბაასოთ მაინც ვერავინ ვერ მიხვდება რატომ ავიგე ფოტოაპარატი!! არც მე არ ვიცი და იმიტომ!!
Added @ [mergetime]1141772089[/mergetime] არაა ეგრე??? ------------------ ეგრეა!!!
Added @ [mergetime]1141772207[/mergetime] მემგონი ამ ფრაზით თემაც მივასტოპე !!!! ბოდიში არ მინდოდა
archigio
Mar 8 2006, 03:00
მეც მანდავარ!!! ერთია ძალიან მაგარი რომ ბოკეზე ყველას ერთი რაგაც გვამოძრავებს!!! ერთი ინტერესი გვაქ და ერთმანეთსაც ადვილად ვუგებთ!!!! ეს შეუფასებელია!!!
,,აიყარენიიით!...თორმეტი ზარბაზანი ქუხს და მძვინვარებს!' (ნაწყვეტი კ/ფ ,,მაია წყნეთელი")
დავიშალეთ, თორემ ....
archigio
Mar 8 2006, 03:06
archigio
Mar 8 2006, 03:11
ai mesamec ________ n.n.n

mokled bidzia babua aai ra gamovida ----- imitorom yvela chventagans tavisi cxovrebis garkveul etapze dagvainteresa photografiam!!! zogi adre dainteresda zogi gvian !!!( amas arcaaq mnishvneloba)
MAGRAM ERTI CXADIA BOKE CHEMTVIS PIRADAD DIDI STIMULI IYO DA ARIS DA IQNEBA!!!
მე პროფესიით მომავალი რეჟისორი ვარ და ფოტო კამერა მეხმარება ვისწავლო!
ვისწავლო კადრი, დავინახო! ვცდილობ ყოველთვის შინაარსიანი ფოტოები გადავიღო და არა უბრალო გაცვეთილი და შაბლონური!
არ მაქვს კარგი კამერა და ამიტომ არაა მარალი ხარისხიც!
მაგრამ მაინც მიუხედავად ყველაფრისა მე ჩემი ნამუშევრები იდეურად საკმაოდ გამართული და არც თუ ურიგო მგონია! ამიტომ ვაგრძელებ გადაღებას და აქ ატვირთვას!
nachkebia
Mar 8 2006, 12:24
კაცი ხელში კამერას რო დაიჭერ ის სხვა რამესაც დაიჭერსოო ამბობენ
შენ რისთვის იჭერ ეგ გვანახე თორე ფეტიშისტების მეტი რა ვართ!
archigio
Mar 8 2006, 13:35
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.