QUOTE
"რატომ ვიღებთ ხელში კამერას?"
სხვისი არ ვიცი და მე ასე მახსოვს:
ბავშვობიდან საშინლად მიყვარდა კინო (თეატრი - არა, ჩემთვის გადაჭარბებული არტისტიზმის გამოვლინებაა და უმრავლეს შემთხვევაში მაღიზიანებს, თუმცა ეს ცალკე განხილვის თემაა).
კინო იმდენად მიყვარდა (და დღესაც მიყვარს), რომ კარგა ხანს სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება. თუმცა მერე მივხვდი, რომ ჩემში არ იყო საკმარისი რესურსები


კინოს სიყვარულმა ფოტოგრაფიითაც დამაინტერესა. არ ვთვლი, რომ მე განსაკუთრებული პრეტენზია შეიძლება მქონდეს ფოტოგრაფიაში, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების შემადგენელ ნაწილია, რაც სიამოვნებას მანიჭებს. და ბედნიერი ვარ რომ როგორღაც, შემთხვევით თუ არაშემთხვევით მოვხვდი BOKE-ზე და იმას რაც მანამდე მხოლოდ სურვილი იყო, ცოტათი მაინც ვისრულებ

რატომ ვიღებ ხელში ფოტოაპარატს - პრინციპში პასუხგაუცემელი დამრჩა.
ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრება გავიხანგრძლივო.
წამის შეჩერება მოკვლას კი არა, პირიქით, მისთვის სიცოცხლის სამუდამოდ შენარჩუნებას ნიშნავს ჩემი აზრით
