Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფირზე დეფექტი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > ფოტო საქონელი
Oto Gordeladze
მოკლედ, რამდენი ფირიც არ გავამჟღავნებინე და მერე დავასკანირებინე თითქმის ყველა ფირიზე დაახლოებით 2-3 კადრს მაინც აქვს რაღაც ლაქა თუ ვერ ვხვდები რა არის.... ფირს რომ დავაბრალო დავიჯერო , რომ ფუჯის , კოდაკსაც აქვს ეგ დეფექტი ყველ ფირზე და კონიკასაც? აპარატსაც დიდათ ვერ ვაბრალებ .... არც შუქის შემოპარებაა არც ნახაზი ან ნაჩხაპნი.... ანუ რჩება გამჭღავნება და დასკანირება.... გეგონება წვეთი აქვს დაცემული ან რაღაც მაგნაირი.... მოკლედ, თუ იცით რისი ბრალია...

user posted image

user posted image

user posted image

აი ზომა დაახლოებით რამხელაზე ჩნდება ფოტოზე

user posted image
Nika Pkhakadze
გამჟღავნების ბრალი უნდა იყოს უფრო სწორად გამჟღავნების მერე გავლება და გაშრობა ჭირდება და ალბათ მაგ დროს ემართება...

ყველა ფირზე და ყველა ლაბში ეგრეა?
Oto Gordeladze
ნიკა როგორ ხარ? ხო მეც ეგრე ვიფიქრე, სამსახურთან არის კოდაკი და იქ ვამჟღავნებინებ უმეტესად ხოდა, აი არ მახსოვს სხვაგან გამჟღავნებულსაც ესე მოუვიდა..... ვაიდა სხვაგანაც ესე ქნა... მაშინ აპარატი რჩება... მაგრამ აპარატი ესეთ დეფექტს ვერ ვხვდები როგორ უნდა ტოვებდეს
Nika Pkhakadze
კარგად, თავად?
არა, არა აპარატის ბრალი არ იქნება ნამდვილად,
dave111
თუ დახურულ დიაფრაგმაზე გადაღებულ კადრებზე უფრო ეტყობა ლინზის ბრალია (ნუ რა თქმა უნდა გამჟღავნებისას თუ არ ზიანდება ფირი)
Oto Gordeladze
ძველებურად.. ნორმალურად...

dave111 - 2-ვე ლიზას არ შეიძლება ერთი და იგივე სჭირდეს..... ისე მოხურულ დიფრაგმაზე სენსორის ან ფირზე არსებული მტვერი ან დეფექტი ჩნდება როგორც ვიცი... ლინზაზე ზუსტად ვერ გეტყვი განახებს თუ არა... და ლინზის ესეთი დეფექტის შემთხევაში ვიზირშიც უნდა ჩანდეს ალბათ

მადლობა
dave111
ორ ლინზას მართლა ნაკლებად შეიძლება ერთი და იგივე ჭირდეს, ისე 11+ დიაფრაგმებზე ლინზაში თუ რამე არის გამოჩენას იწყებს განსაკუთრებით უკანა ბლოკზე როცაა მტვერი ან დეფექტი, ნახატით დაორთქლების ან სოკოს კვალს გავდა ანაბეჭდი და იმიტომ ვიფიქრე ლინზაზე
Magdu
თითის ანაბეჭდებს გავს, ნიკას აზრს ვიზიარებ... მეც ლაბის ბრალი მგონია.
Oto Gordeladze
ხო შეიძლება, ვცადე მაგრამ ვუზირი სუფთაა..... )))

მოკლედ ფირის გარეცხვის ამბავია მგონი
Magdu
ნამდვილьად
dave111
ისე მაგ მავნე ლაბორატორიის კოორდინატებიც დაწერე, ხალხი ფხიზლად რომ იყოს smile.gif
Oto Gordeladze
კოდაკი ვაჟა-ფშაველაზე რუსთავის შენობის მოპირდაპირე მხარეს ჩაყოლებაზე...ნუ თუ მაგათი ბრალია მაშინ ეს ლაბია...
Guja
opeople,
მიდი რა ზაზასთAნ, გაამჟღავნე და დაისვენე

ეგ ფირი გარეცხე, ჩამოკიდე და სიმძიმეც მიაკიდე ზედ, ეგებ უშველოს
avtopapa
ეს უფრო ვადაგასული ფირი უნდა იყოს. როცა ფირი ეწებება ერთმანეთს. ან სინესტეა შეპარული
Oto Gordeladze
Guja

კი, ისედაც სულ ზაზასთან დავდივარ და უბრალოდ ეს ბოლო ფირები მომიწია "იმ" კოდაკში... )) ესე ფირების გარეცხვა შეიძლება? ))

avtopapa

ვადის გასვლაც ვიფიქრე მაგრამ, ყველას ვადა 2012 ქონდა.. ნესტი უფრო შეიძლება...
Guja
opeople,
შეიძლება, ახლა თლათ კაი საქმე ვერ არის ეგ მაგრამ მაინც შეიძლება
თვითონ გარეცხვით ჩვეულებრივ წყალში სასურველია გამდინარე, მაგრამ დიდი შანსია ქვიშამ რიმელიც მოყვება და არ ჩანს დაფხაჭოს. ამიტომ აიღე ბამბა და ჩადე წყალში ფირი და ძალიან ფაქიზად გაუსვი ორივე მხარეს, არ დააწვე.
ძნელი პროცესია შრობა, შეიძლება დაიგრიხოს ფირი ამიტომაც გითხარი ჩამოკიდე და ქვემოთ თანაბრად რაიმე სიმძიმე მიაკიდეთQო.
Oto Gordeladze
მადლობა, ვცდი იქნებ ეშველოს.... )))
dave111
გამოხდილი წყალი რომ აიღო აფთიაქში ჯობია, ლიტრიანი ბოთლი ლარია მგონი
Kapo
ჩვენთან რაც ფირები იყიდება ყველა ვადაგასულია.. განვითარებად ქვეყნებს მეორეხარისხოვანს აჩეჩენებ.. შენახვის წესები და პირობები ხშირ შემთხვევაში ირღვევა... მე მაინც მგონია, რომ ნესტის ბრალი უნდა იყოს... ან გამჟღავნებისას ვადაგასული/უხარისხო ქიმია (აპარატურა) გამოიყენეს.
ramaz
ობიექტივი გამორიცხე, ლენტის გადამყვანი მექანიზმი ტოვებს ჰორიზონტალურ ხაზებს, სინესტის შემთხვევაში ფირზე დეფექტი ჩნდება 1-4 კადრში (ნაკლებად სავარაუდოა), გამჟღავნების წამალი საერთოდ ცვლის ფერს ან ფონს, რჩება გამჟღავნებული ლენტის ფიქსაცია, ფიქსაჟმა იცის მაგდაგვარი ლაქები, მსგავსი თვითონ რომ ვამჟღავნებდი მაშინ მახსოვს რამოდენიმე ფირზე. ეტყობა ნახმარი ფიქსაჟით დაამუშავეს ლენტა, თან ტემპერატურა იქნებოდა არეული.
ramaz
ყველაზე მთავარი სკანერის შუშა (ლინზა)
როგორია, შეამოწმე??
Oto Gordeladze
მე არ დამისკანერებია.... ლაბში დავასკანირე.... ვცდი იქ აღარ გავამღავნო.... მადლობა ყურადღებისთვის....
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.