მოკლედ, რამდენი ფირიც არ გავამჟღავნებინე და მერე დავასკანირებინე თითქმის ყველა ფირიზე დაახლოებით 2-3 კადრს მაინც აქვს რაღაც ლაქა თუ ვერ ვხვდები რა არის.... ფირს რომ დავაბრალო დავიჯერო , რომ ფუჯის , კოდაკსაც აქვს ეგ დეფექტი ყველ ფირზე და კონიკასაც? აპარატსაც დიდათ ვერ ვაბრალებ .... არც შუქის შემოპარებაა არც ნახაზი ან ნაჩხაპნი.... ანუ რჩება გამჭღავნება და დასკანირება.... გეგონება წვეთი აქვს დაცემული ან რაღაც მაგნაირი.... მოკლედ, თუ იცით რისი ბრალია...
ნიკა როგორ ხარ? ხო მეც ეგრე ვიფიქრე, სამსახურთან არის კოდაკი და იქ ვამჟღავნებინებ უმეტესად ხოდა, აი არ მახსოვს სხვაგან გამჟღავნებულსაც ესე მოუვიდა..... ვაიდა სხვაგანაც ესე ქნა... მაშინ აპარატი რჩება... მაგრამ აპარატი ესეთ დეფექტს ვერ ვხვდები როგორ უნდა ტოვებდეს
dave111 - 2-ვე ლიზას არ შეიძლება ერთი და იგივე სჭირდეს..... ისე მოხურულ დიფრაგმაზე სენსორის ან ფირზე არსებული მტვერი ან დეფექტი ჩნდება როგორც ვიცი... ლინზაზე ზუსტად ვერ გეტყვი განახებს თუ არა... და ლინზის ესეთი დეფექტის შემთხევაში ვიზირშიც უნდა ჩანდეს ალბათ
ორ ლინზას მართლა ნაკლებად შეიძლება ერთი და იგივე ჭირდეს, ისე 11+ დიაფრაგმებზე ლინზაში თუ რამე არის გამოჩენას იწყებს განსაკუთრებით უკანა ბლოკზე როცაა მტვერი ან დეფექტი, ნახატით დაორთქლების ან სოკოს კვალს გავდა ანაბეჭდი და იმიტომ ვიფიქრე ლინზაზე
opeople, შეიძლება, ახლა თლათ კაი საქმე ვერ არის ეგ მაგრამ მაინც შეიძლება თვითონ გარეცხვით ჩვეულებრივ წყალში სასურველია გამდინარე, მაგრამ დიდი შანსია ქვიშამ რიმელიც მოყვება და არ ჩანს დაფხაჭოს. ამიტომ აიღე ბამბა და ჩადე წყალში ფირი და ძალიან ფაქიზად გაუსვი ორივე მხარეს, არ დააწვე. ძნელი პროცესია შრობა, შეიძლება დაიგრიხოს ფირი ამიტომაც გითხარი ჩამოკიდე და ქვემოთ თანაბრად რაიმე სიმძიმე მიაკიდეთQო.
ჩვენთან რაც ფირები იყიდება ყველა ვადაგასულია.. განვითარებად ქვეყნებს მეორეხარისხოვანს აჩეჩენებ.. შენახვის წესები და პირობები ხშირ შემთხვევაში ირღვევა... მე მაინც მგონია, რომ ნესტის ბრალი უნდა იყოს... ან გამჟღავნებისას ვადაგასული/უხარისხო ქიმია (აპარატურა) გამოიყენეს.
ობიექტივი გამორიცხე, ლენტის გადამყვანი მექანიზმი ტოვებს ჰორიზონტალურ ხაზებს, სინესტის შემთხვევაში ფირზე დეფექტი ჩნდება 1-4 კადრში (ნაკლებად სავარაუდოა), გამჟღავნების წამალი საერთოდ ცვლის ფერს ან ფონს, რჩება გამჟღავნებული ლენტის ფიქსაცია, ფიქსაჟმა იცის მაგდაგვარი ლაქები, მსგავსი თვითონ რომ ვამჟღავნებდი მაშინ მახსოვს რამოდენიმე ფირზე. ეტყობა ნახმარი ფიქსაჟით დაამუშავეს ლენტა, თან ტემპერატურა იქნებოდა არეული.