ჩვენს ფირმაში ყველა მოგზაურობის მოყვარულნი ვართ, შესაბამისად ხშირად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვიწევს ხეტიალი დასახლებულ თუ დაუსახლებელ ადგილებში.
ხშირად გვინატრია დაღლილ დაქანცულებს თბილ ოთახსა და ცხელ ვანაზე...
წამოვიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა საქართველოში არსებული ყველა სასტუმროსა თუ სასტუმროს ტიპის სახლების აღწერა.
ჯერ ჯერობით აღვწერეთ და განვათავსეთ ქალაქის სასტუმროები და სურვილი გვაქვს ისეთ მიუდგომელ ადგილებში როგორიცაა ვარძია, ყაზბეგი, სვანეთი, რაჭა ლეჩხუმი და სხვა მთიანი ადგილები, მათ ახლომახლო ღამის გასათევი ადგილებიც აგვეღნიშნა.
ჩვენი თხოვნა იქნება მათკენ მიმართული ვინც კი წაწყდომია ასეთი ტიპის "სასტუმროებს"- გაგვიადვილეთ საქმე და ფოტომასალასთან ერთად თქვენი შთაბეჭდილებაც დაწერეთ რომ ეს ჩვენს ვებ გვერდზე განვათავსოთ და დავეხმაროთ სხვა მოგზაურებსაც.
საქართველოში მოგზაურობის დროს ისეთ ლამაზ ადგილებს წააწყდები კაცი რომ ამის ენითა ფოტოთი გადმოცემა რთულია ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეკვეთა 360 გრადუსიანი გადაღების ფოტო ტექნიკა უახლოე მომავალში შევთავაზებთ ჩვენს ყველა მომხმარებელს იმ საოცარი ადგილების 3 განზომილებიან ვირტუალურ ტურებს (აპარატურა უკვე საქართველოსკენ მოემართება) ეს იქნება გუგლის სთრით ვიუს მსგავსი რამ, დარწმუნებული ვარ სთრით ვიუ საქართველოს დიდხანს ვერ ეღირსებოდა გუგლისგან მითუმეტეს რომ ჯერ ქუჩებიც კი არ არის შეყვანილი.
ვებ გვერდზერ გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს - სასტუმროები საქართველოში