ჩვენს ფირმაში ყველა მოგზაურობის მოყვარულნი ვართ, შესაბამისად ხშირად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვიწევს ხეტიალი დასახლებულ თუ დაუსახლებელ ადგილებში. ხშირად გვინატრია დაღლილ დაქანცულებს თბილ ოთახსა და ცხელ ვანაზე... წამოვიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა საქართველოში არსებული ყველა სასტუმროსა თუ სასტუმროს ტიპის სახლების აღწერა. ჯერ ჯერობით აღვწერეთ და განვათავსეთ ქალაქის სასტუმროები და სურვილი გვაქვს ისეთ მიუდგომელ ადგილებში როგორიცაა ვარძია, ყაზბეგი, სვანეთი, რაჭა ლეჩხუმი და სხვა მთიანი ადგილები, მათ ახლომახლო ღამის გასათევი ადგილებიც აგვეღნიშნა. ჩვენი თხოვნა იქნება მათკენ მიმართული ვინც კი წაწყდომია ასეთი ტიპის "სასტუმროებს"- გაგვიადვილეთ საქმე და ფოტომასალასთან ერთად თქვენი შთაბეჭდილებაც დაწერეთ რომ ეს ჩვენს ვებ გვერდზე განვათავსოთ და დავეხმაროთ სხვა მოგზაურებსაც. საქართველოში მოგზაურობის დროს ისეთ ლამაზ ადგილებს წააწყდები კაცი რომ ამის ენითა ფოტოთი გადმოცემა რთულია ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეკვეთა 360 გრადუსიანი გადაღების ფოტო ტექნიკა უახლოე მომავალში შევთავაზებთ ჩვენს ყველა მომხმარებელს იმ საოცარი ადგილების 3 განზომილებიან ვირტუალურ ტურებს (აპარატურა უკვე საქართველოსკენ მოემართება) ეს იქნება გუგლის სთრით ვიუს მსგავსი რამ, დარწმუნებული ვარ სთრით ვიუ საქართველოს დიდხანს ვერ ეღირსებოდა გუგლისგან მითუმეტეს რომ ჯერ ქუჩებიც კი არ არის შეყვანილი. ვებ გვერდზერ გადასასვლელად დააჭირეთ ბმულს - სასტუმროები საქართველოში
გმადლობთ Zaza Gabaidze, მე მეგონა ამ თემაზე მეტი მსჯელობა იქნებოდა, რადგან ადრე როცა აქტიური "ბოკელი" ვიყავი სულ ვმოგზაურობდით და ყოველ კვირას გასვლები გვქონდა. ისე ცოტა არ იყოს და მომენატრა ძველი სასტავი, დავიკარგეთ რაღაც
აპრილის ბოლოს ქობულეთის გასაქირავებელი ბინების აღწერა გადავწყვიტეთ. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ იყო გაუთვალისწინებელი ხარჯები (ამინდების გამო) რამაც შეაფერხა მთლიანი მასალის აღწერა. და ავსახეთ მხოლოდ აღმაშენებლის გამზირი, წარმოდგენილია ქობულეთის ბინის ტიპის სასტუმროები მათი ფასები და პირობები. მაგრამ ინფორმაციის დაცვის მიზნით სეზონამდე საბოლოო ინფორმაცია არ დაიდება(ვგულისხმობ შიდა ფოტოებს, ტელეფონის ნომრებს, სერვისსა და ფასებს რადგან ბევრი ძალიან ბოროტად სარგებლობს ამ იმფორმაციებით ) საცხოვრებელი სახლის ტიპის სასტუმროები ქობულეთში
ვარძიას რაც ეხება არის ერთი სასტუმრო ეძახიან ვალოდიას სასტუმროს. სურვილის შემთხვევაში 10 ადამიანს დაიტევს, თავად მფლობელი ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა. მე არ ვიცი რა ჯდება იქ გაჩერება კვებით მაგრამ კვების გარეშე ერთი ღამე 20 ლარი ჯდება. არის მშვნეიერი შესაძლებლობა მიირთვათ ადგილობრივი კალმახი და არა მარტო. ნომერი არ ვიცი მაგრამ რომ ჩახვიდე ეგ ერთადერთია იქ ვისთანაც გაჩერება შეძლება. Added @ კიდევ გავიხსენებ მახსოვს კიდე ერთი პიროვნების შესახებ რომელსაც ადამიანები დაყავდა თუშეთში თავისი ნივით. მაგრამ მგონი ასეთი ინფორმაცია არ გენდომებათ