Help - Search - Member List - Calendar
Full Version: აპარატი შუქს აპარებს
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > ითხოვე დახმარება კლუბისგან
tavadi
მოკლედ რაშია საქმე..
დავტესტე ჩემი ჰორიზონტი და ყველა კადრზე ასეთი უბედურება მივიღე..(ფოტოები იხილეთ ქვევით)
მე მივქარავ რამეს, ფირი, აპარატი, თუ გამამჟღავნებელ-დამკაბადონებლები?

tavadi
ჩაასწორეთ წინა პოსტი..

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
Sofio Gokhelashvili
ჩემი მოკრძალებული აზრით დიაფრაგმის ბრალია, აპარებს შუქს..
Nika Pkhakadze
დიაფრაგმა კი არა ყუთი აპარებს, და მგონი შუაში.
უკან ფირს რომ ჩადებ და დახურავ, დააკარი რამე შუქგაუმტარი, მაგალითად ქაღალდი და მერე ზევიდან სკოჩი.
tavadi
Nika Pkhakadze,
ანუ უკანა მხარე მთლიანად დავფარო?
Nika Pkhakadze
მთლიანად არაა აუცილებელი, აი კარები რომ მიიკეტება "ღრიჭოები" რომ არ დარჩეს ნაპირები დაფარე
tavadi
კარგი ვსინჯავ
tavadi
კარგად გემრიელად შევფუთე და ისე გადავიღე, შედეგი იგივეა, არავითარი ცვლილება.. ზუსტად იგივე ადგილებზე, იგივენაირი ზოლები.. შეიძლება პრობლემა ის იყოს, რომ რამეს არასწორად ვაყენებ? არადა დასაყენებელი დიაფრაგმა და სიჩქარე აქვს მხოლოდ
User-Nikala
ფაქტია,რომ შუქი იპარება
Nika Pkhakadze
არა ასწორად დაყენების ბრალი არამგონია,

ეს სამჯერ იღებს ხომ ფოტოს? ანუ ობიექტვის სამ სხვადასხვა პოზიცაში იღება "შათერი", შეიძლება შათერის მუშაობაში იყოს რამე შეფერხება ან წინიდან სადღაც იპარება შუქი.

ისე ამ ფოტოებს თუ დააკვირდები და სიგრძეზე სამ ტოლ ნაწილად გაყოფ, თეთრი ხაზი თითოელი ნაწილის დაახლოებით შუაშია რის გამოც მგონია რომ შუქი იპარება სადღაც წინიდან, სადაც ობიექტივის ჭრილია
tavadi
Nika Pkhakadze,
3ჯერ არ ხსნის შათერს.. ერთხელ ხსნის და ტრიალებს გახსნილი შათერით მარცხნიდან მარჯვნივ 120 გრადუსით..
წინიდან რომ იპარებოდეს მაშინ ალბათ სიმაღლეზე კი არა მთელს სიგრძეზე ექნებოდა გადანათება..
დავუშვათ წინიდან იპარება შუქი. ამ შემთხვევაში რით ვუმკურნალო?
Nini Mamaladze
იგივეს აკეთებდა ჩემი ზენიტი, აღმოჩნდა რო შუქს აპარებდა აპარატი მაგრამ მარტო 1 ლინზაზე, მეორეზე არა. ნიკომ გამიკეთა მერე.

user posted image
xviara
აშკარად წინიდან აპარებს შუქს

ნიკოს მიუტანე wick.gif
Nika Pkhakadze
tavadi,
ყველა ვარიანტში ნიკოს მიუტანე,
ერთხელ ხსნის და ღია შატერით ტრიალებს? მაშინ ძაან სწრაფად უნდა ტრიალებდეს...მოკლედ ეგ ზუსტად არ ვიცი
Added @ [mergetime]1271519295[/mergetime]
ხო გაფუჭებული ფირიც მიუტანე და უთხარი რომ უკნიდან რაღაცეების დაკვრამ არ უშველა
tavadi
ბარემ ისიც მითხარით ნიკო სად ვიპოვო smile.gif
Nika Pkhakadze
უზნაძის 19, ვორონცოვიდან უზნაძეზე რომ ჩაუხვევ იქვეა, ფანჯარაშია გამოკრული სახლის ნომერი ხოდა იმ ფანჯრის მარჯვენა ფანჯარაში დააკაკუნე.
tavadi
გაიხარე wick.gif
Guja
აი ობიექტივი რომ ტრიალდება შესაძლოა ამუხრუჭებს რამოდენიმე ადგილას, თვალით შეუმჩნეველია მაგრამ ფირი გრძზნობს ზედმეტ შუქს.
არ ვიცი, ეს ისე ვთქვი, სანახავია . მეც მაქ სტუდიაში და დავაკვირდები ერთი რა და როგორ
tandila
ზადერჟკაა ეგ
ატორმუზებს ობიექტიბი, დასაზეთია
pepillota
მარტო ერთ ფირზე აკეთებს თუ სხვებზეც იქნებ ფირის ბრალია? სხვა ფირით გიცდია?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.