მოკლედ რაშია საქმე.. დავტესტე ჩემი ჰორიზონტი და ყველა კადრზე ასეთი უბედურება მივიღე..(ფოტოები იხილეთ ქვევით) მე მივქარავ რამეს, ფირი, აპარატი, თუ გამამჟღავნებელ-დამკაბადონებლები?
კარგად გემრიელად შევფუთე და ისე გადავიღე, შედეგი იგივეა, არავითარი ცვლილება.. ზუსტად იგივე ადგილებზე, იგივენაირი ზოლები.. შეიძლება პრობლემა ის იყოს, რომ რამეს არასწორად ვაყენებ? არადა დასაყენებელი დიაფრაგმა და სიჩქარე აქვს მხოლოდ
ეს სამჯერ იღებს ხომ ფოტოს? ანუ ობიექტვის სამ სხვადასხვა პოზიცაში იღება "შათერი", შეიძლება შათერის მუშაობაში იყოს რამე შეფერხება ან წინიდან სადღაც იპარება შუქი.
ისე ამ ფოტოებს თუ დააკვირდები და სიგრძეზე სამ ტოლ ნაწილად გაყოფ, თეთრი ხაზი თითოელი ნაწილის დაახლოებით შუაშია რის გამოც მგონია რომ შუქი იპარება სადღაც წინიდან, სადაც ობიექტივის ჭრილია
Nika Pkhakadze, 3ჯერ არ ხსნის შათერს.. ერთხელ ხსნის და ტრიალებს გახსნილი შათერით მარცხნიდან მარჯვნივ 120 გრადუსით.. წინიდან რომ იპარებოდეს მაშინ ალბათ სიმაღლეზე კი არა მთელს სიგრძეზე ექნებოდა გადანათება.. დავუშვათ წინიდან იპარება შუქი. ამ შემთხვევაში რით ვუმკურნალო?
tavadi, ყველა ვარიანტში ნიკოს მიუტანე, ერთხელ ხსნის და ღია შატერით ტრიალებს? მაშინ ძაან სწრაფად უნდა ტრიალებდეს...მოკლედ ეგ ზუსტად არ ვიცი Added @ ხო გაფუჭებული ფირიც მიუტანე და უთხარი რომ უკნიდან რაღაცეების დაკვრამ არ უშველა
აი ობიექტივი რომ ტრიალდება შესაძლოა ამუხრუჭებს რამოდენიმე ადგილას, თვალით შეუმჩნეველია მაგრამ ფირი გრძზნობს ზედმეტ შუქს. არ ვიცი, ეს ისე ვთქვი, სანახავია . მეც მაქ სტუდიაში და დავაკვირდები ერთი რა და როგორ