nodari82
Apr 7 2010, 13:01
მოკლეთ 8 აპრილს 19 სათზე ქორთიარდ მერიოტში გაიმართება ირაკლი გედენიძის პერსონალური გამოფენა
User-Nikala
Apr 7 2010, 14:50
აი თურმე რატომ გადააყირავეს ამდენი ხალხი
Sofio Gokhelashvili
Apr 7 2010, 18:21
როგორ უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. ჩვენ ბედს კი დავიზღვევთ, მაგრამ ესენი რა გზით დაიზღვევენ რეპუტაციას საინტერესოა.
გამოფენას ვერ ვნახავ (სამწუხაროდ), მანამდე ვერ ავდგები...
რეპორტაჟი ხმამაღალი ნათქვამია და ვერავის შევაწუხებ ამიტომ იქნებ ვინც მივა ერთი ან ორი ფოტოს მაინც გადაუღოს რომ წარმოდგენა მაინც შეგვექმნას როგორი ფოტოები იყო იმათ ვინც ვერ ვნახავთ გამოფენას
DIKARKA
Apr 8 2010, 15:59
-)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
DIKARKA
Apr 8 2010, 21:49
ვიყავი (თ)
მთელი "გათვლა" ( ასე ვთქვათ) ცნობადი ადამიანების შეკრულ ღვედში იყო,თავის მანქანაში ,ასე რომ...
-))
ვნახე... ნეტა არ მენახა... ძალიან არ მომეწონა... არც ის ხალხი არ მიმაჩნია ავტორიტეტებად ვინც ფოტოებზე იყო( დარწმუნებული ვარ დიდად ღვედშეკრულები არ დადიან)არც შჰაბლონური რაკურსი(თნ ყველა ფოტოზე ერთი და იგივე) არც ჭუჭყიანი ძვირფასი მანქანები...ერთი იყო კიდევ- სამი 3 წლამდე ბავშვი უკანა სავარძელძე მიბმული ერტმანეთის გვერდიგვერდ...ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს...მაგრამ ტყუილად კი არაა საზღვარგარეთ კანონებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ 12 წლამდე(ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით) ბავშვები სპეციალურ სკამებში ზიან...
ჩემს შვილებს ყველა ასაკზე და წონაზე რომ ვუყიდე,ძალიანაც ტყუილადო მეუბნება ეს გამოფენა...მიაბიო პირდაპირო...ბედი დაიზღვიეო...მოკლედ მთავარია შეკრა... და მთავარია იყო ბობოლა...უხ დავიტვირთე რაღაც და მაპატიეთ...
Added @ [mergetime]1270751268[/mergetime]
...რა კარგი დარბაზი გაცდა...
მაგას ფოტოგამოფენას ვერ დავარქმევდი..
Anna Sulaberidze
Apr 8 2010, 23:43
მარაზმ
D_A_D_A
Apr 9 2010, 00:44
ვააა დამაინტერესა ასეთი რა იყო

ამას ქვია ანტი რეკლამისა და შავი პიარის ძალა

ხვალ არ იქნება ნეტავ?
აი თურმე სად მივდიოდი

კიდე კაი დამირეკეს და ლუდზე დამპატიჟეს
stringer
Apr 9 2010, 01:11
ძალიან კარგი გამოფენა იყო, მე მომეწონა!
DIKARKA
Apr 9 2010, 02:08
-)))))))))
რომელიმეს განსაკუთრებით ხომ არ გამოარჩEვდი?!
LOOSER,
არა და როგორ გამიკვირდა რომ არ იყავი,შენები იყვნენ -P
პ.ს გაგიმართლა ვერ მნახე
-))))))))))))))))))
TIHIRO,
ზუსტად მაგ აზრზე ვარ მეც!
stringer
Apr 9 2010, 12:36
ეს გამოფენა საქართველოში ერთერთი საუკეთესო რეპორტიორის იყო და ცუდიც რომ ყოფილიყო თქვენი ვითომ ღვედის ფოტოების მერე თავს შევიკავებდი ცინიზმისგან

ოღონდ სალაპარაკო მოგეცეთ და აიიიიიიიიიტტტტტტტ გადავუარეთ!

facebook ზე თემა გახსენით არ დაგავიწყდეთ, ჯგუფიც შექმენით "ანტი-დაიზღვიე-ღვედი-შეიკარი-ღვედი!"
Sofio Gokhelashvili
Apr 9 2010, 12:51
რამდენი აგრესიაა
ერთმანეთი ხომ მაინც ნახეთ და გაგიხარდათ...
nodari82
Apr 9 2010, 17:33
აუ აქ ნახე რა ხდება
რაიკოთ ხალხო რაარი საიდან ამდენი ბოღმა?

ეს ისე შთაბეჭდილებებიდან

)
მე არ ვყოფილვარ გამოფენაზე და ვერაფერს ვერ დავწერ

)
ისე არავის არ ვიცავ მარა ჟერ უკეთესი უნდა შექმნა ან გააკეთო და მერე აკრიტიკო
რავიცი მე ესეთი აზრი მაქვს

)
გადაგეღოთ მაინც რამე ჩვენც ვნახავდით

)
Lasha Ghughunishvili
Apr 9 2010, 18:06
სერიოზული გამოფენა იყო
Avtandil Mamulia
Apr 10 2010, 01:11
ჩვენ არაფრის გაკეთებასაც არ ვაპირებთ ძმაო...

ჯასთ ჯეირნები KრიტიKოსები ვართ მაშა მაშა....
stringer,
ენას კბილკი დააჭირე და პატივისცემა იქონიე თორე იმდენ სალაპარაკოს მოგცემ შენთვითონ მოიმტვრევ მაგ თითებს, რა მინდოდა რას ვწერდი ამ სისულელესო.
დამღლელი ცინიკოსი ხარ და ხალხის პატივისცმა არ იცი, ან მათი აზრის...თან ისეთი ხალხის ვისაც არ იცნობ. სად გაიზარდე...
"...თქვენი ვითომ ღვედის ფოტოების მერე თავს შევიკავებდი ცინიზმისგან..."
უკულტურო!
TIHIRO
Apr 10 2010, 11:26
მე ძალიან ვისურვებდი ზემოტნახსენები ვითომღვედის ფოტოების გამოფენა ყოფილიყო,არა საქართველოში ერთერთი ყველაზეგამოჩენილი რეპორტიორის.გული მაინც არ დამწყდებოდა შვილები აქეთ-იქეთ ბებიებთან რომ მივატოვე.
პ.ს- მეფე შიშველი იყო...
Liza Niniashvili
Apr 11 2010, 00:23
1 დღიანი იყო ?
error404
Apr 13 2010, 07:36
გამოფენაზე არ ვყოფილვარ და ნამდვილად არ ვიცი რა გადაიღო ირაკლიმ.
ამ კაცს დიდ პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს, თუმცა გული მიგრძნობს რომ მაინც "სასტავის" პონტში გაკეთებული გამოფენა და პროექტი იქნებოდა.
გული უფროპ ორგანიზატორების უპასუხისმგებლობაზე მწყდება, თუ ირაკლის აკეთებინებდნენ ამ ხალხს რას ერჩოდნენ კონკურსი რომ გამოუცხადეს?
".მაგრამ ტყუილად კი არაა საზღვარგარეთ კანონებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ 12 წლამდე(ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით) ბავშვები სპეციალურ სკამებში ზიან..."
ეს საერთოდ გლიჯავს. კარგი, ფოტოები ფოტოებად, მაგრამ ხალხი თურმე იმაშიც ვერ ერკვევა რაშიც ჭკუას გვარიგებს

)
საქართეველოა რა !
TIHIRO
Apr 13 2010, 11:33
...ეგ თუ გლიჯავს- კარგია.სხვა მეტი რო არაა მანდ დამგლეჯველი.არც მიფიქრია ჭკუის სწავლება არავისთვის, მაგრამ რახან შენ ამბობ, ეტყობა ეგრე გამომივიდა.error404-ბოდიშს გიხდი.
მაინც ვიტყვი რომ არ მომეწონა.და ვისაც არ უნახავს,მარტო იმით თუ არ შეაფასებს რომ ავტორი "საქართველოში ცნობილი,პატივსაცემი რეპორტიორია'' უფრო გამიხარდებოდა...მაგრამ ხომ საქართველოა და...
პ.ს.შელახული ავტორიტეტის შესამსუბუქებლად დავაზუსტო ასაკობრივი ზღვარი?
error404
Apr 13 2010, 11:51
TIHIRO,
შენზე არ მითქვამს

)
ორგანიზატორებზე ვთქვი, რომ ისეთი სურათი გამოფინეს სადაც ბავშვები უსკამოდ იყვნენ მეთქი,სვარაუდოდ არც იციან რომ ასე არ შეიძლება

))
მეც სპეციალური სავარძელი მაქვს მანაქნაში და ქალაქშიც კი ღვედით დავდივარ

))
სხვა საგზაო კანონმორჩილებით ვერ დავიკვეხნი თუმცა
TIHIRO
Apr 13 2010, 12:39
...ააა ბოდიში მაშინ კიდევ ერთხელ...არასწორად გავიგე, რომ გაიგე არასწორად...
erekle1978
Apr 13 2010, 22:08
ღვედების შემოღება აუცილებელია
მე ორი წელია ღვედით დავდივარ. სამწუხაროა რომ მანამდე ასეთ ყურადღებას არ ვაქცევდი (თუმცა მადლობა ღმერთს ჩეპეების გარეშე გამოვძვერი იმ წლები).
ღვედი დიდი კომფორტია, რომ შეეჩვევი უიმისოდ მანქანაში უგემურად იგრძნობ თავს
TATI
+1

მეც უკვე დიდი ხანია, ღვედს ყოველთვის ვიკრავ, კომფორტია, ერთგვარად.
archigio
Apr 15 2010, 14:45
მე კიდე ვერ ვეგუები და მომჭერიტ ეხლა საქვეყნოთ თავი!!!
მირჩევნია ველოსიპეტით ვისარგებლო ))
Liza Niniashvili
Apr 15 2010, 20:02
ხვალ გავტესტავ მეგობრის მანქანის ღვედს : )
Mikheil Samkharadze
Apr 21 2010, 16:15
ვერ ვხვდები რატომ გააქრეს ეს კონკურსი და რატომ გადაიქცა ირაკლი გედენიძის (სახელმწიფო ფოტოგრაფის) პერსონალურ გამოფენად..
TIHIRO
Apr 21 2010, 22:12
ბილბორდებზე არის რაღაც ფოტოები...სულ ბოლო წამს კი ვამჩნევ ხოლმე , მანქანით რომ გავუვლი ქვეშ და ...ააა ერტი გამახსენდა - მაგრად გაბზარული საქარე მინა...არ გააუქმეს ეტყობა...
Nino Baidauri
Apr 21 2010, 22:34
"სახელმწიფო ფოტოგრაფი" რას ნიშნავს... ასეთი წოდება მართლა არსებობს?
LOOSER
Apr 22 2010, 01:45
gingery,
მიშას ფოტოგრაფია და ალბათ ამიტომ
Smart-One
May 6 2010, 14:49
აჰა ღვედი საჭიროა ტყუილად კი არ აქვს მანქანას... ზოგი ჩრის და სხვა რამეში იყენებს
Mikheil Samkharadze
May 30 2010, 13:25
ჯინჯერ ირაკლი პრეზიდენტის ფოტოგრაფია, რომელიც ექსკლუზიურად იღებს ყველა ღონისძიებას, სადაც ვერანაირი სხვა აკრედიტებული ჟურნალისტი ვერ მივა

ახლა უკვე ერთ ჭერქვეშ ვმუშაობთ და კაკრაზ დღეს ვკითხავ მაგას
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.