როგორ უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. ჩვენ ბედს კი დავიზღვევთ, მაგრამ ესენი რა გზით დაიზღვევენ რეპუტაციას საინტერესოა.
გამოფენას ვერ ვნახავ (სამწუხაროდ), მანამდე ვერ ავდგები... რეპორტაჟი ხმამაღალი ნათქვამია და ვერავის შევაწუხებ ამიტომ იქნებ ვინც მივა ერთი ან ორი ფოტოს მაინც გადაუღოს რომ წარმოდგენა მაინც შეგვექმნას როგორი ფოტოები იყო იმათ ვინც ვერ ვნახავთ გამოფენას
ვნახე... ნეტა არ მენახა... ძალიან არ მომეწონა... არც ის ხალხი არ მიმაჩნია ავტორიტეტებად ვინც ფოტოებზე იყო( დარწმუნებული ვარ დიდად ღვედშეკრულები არ დადიან)არც შჰაბლონური რაკურსი(თნ ყველა ფოტოზე ერთი და იგივე) არც ჭუჭყიანი ძვირფასი მანქანები...ერთი იყო კიდევ- სამი 3 წლამდე ბავშვი უკანა სავარძელძე მიბმული ერტმანეთის გვერდიგვერდ...ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს...მაგრამ ტყუილად კი არაა საზღვარგარეთ კანონებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ 12 წლამდე(ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით) ბავშვები სპეციალურ სკამებში ზიან... ჩემს შვილებს ყველა ასაკზე და წონაზე რომ ვუყიდე,ძალიანაც ტყუილადო მეუბნება ეს გამოფენა...მიაბიო პირდაპირო...ბედი დაიზღვიეო...მოკლედ მთავარია შეკრა... და მთავარია იყო ბობოლა...უხ დავიტვირთე რაღაც და მაპატიეთ... Added @ ...რა კარგი დარბაზი გაცდა...
ეს გამოფენა საქართველოში ერთერთი საუკეთესო რეპორტიორის იყო და ცუდიც რომ ყოფილიყო თქვენი ვითომ ღვედის ფოტოების მერე თავს შევიკავებდი ცინიზმისგან ოღონდ სალაპარაკო მოგეცეთ და აიიიიიიიიიტტტტტტტ გადავუარეთ! facebook ზე თემა გახსენით არ დაგავიწყდეთ, ჯგუფიც შექმენით "ანტი-დაიზღვიე-ღვედი-შეიკარი-ღვედი!"
აუ აქ ნახე რა ხდება რაიკოთ ხალხო რაარი საიდან ამდენი ბოღმა? ეს ისე შთაბეჭდილებებიდან ) მე არ ვყოფილვარ გამოფენაზე და ვერაფერს ვერ დავწერ ) ისე არავის არ ვიცავ მარა ჟერ უკეთესი უნდა შექმნა ან გააკეთო და მერე აკრიტიკო რავიცი მე ესეთი აზრი მაქვს ) გადაგეღოთ მაინც რამე ჩვენც ვნახავდით )
stringer, ენას კბილკი დააჭირე და პატივისცემა იქონიე თორე იმდენ სალაპარაკოს მოგცემ შენთვითონ მოიმტვრევ მაგ თითებს, რა მინდოდა რას ვწერდი ამ სისულელესო. დამღლელი ცინიკოსი ხარ და ხალხის პატივისცმა არ იცი, ან მათი აზრის...თან ისეთი ხალხის ვისაც არ იცნობ. სად გაიზარდე...
"...თქვენი ვითომ ღვედის ფოტოების მერე თავს შევიკავებდი ცინიზმისგან..." უკულტურო!
მე ძალიან ვისურვებდი ზემოტნახსენები ვითომღვედის ფოტოების გამოფენა ყოფილიყო,არა საქართველოში ერთერთი ყველაზეგამოჩენილი რეპორტიორის.გული მაინც არ დამწყდებოდა შვილები აქეთ-იქეთ ბებიებთან რომ მივატოვე.
გამოფენაზე არ ვყოფილვარ და ნამდვილად არ ვიცი რა გადაიღო ირაკლიმ.
ამ კაცს დიდ პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს, თუმცა გული მიგრძნობს რომ მაინც "სასტავის" პონტში გაკეთებული გამოფენა და პროექტი იქნებოდა.
გული უფროპ ორგანიზატორების უპასუხისმგებლობაზე მწყდება, თუ ირაკლის აკეთებინებდნენ ამ ხალხს რას ერჩოდნენ კონკურსი რომ გამოუცხადეს?
".მაგრამ ტყუილად კი არაა საზღვარგარეთ კანონებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ 12 წლამდე(ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით) ბავშვები სპეციალურ სკამებში ზიან..."
ეს საერთოდ გლიჯავს. კარგი, ფოტოები ფოტოებად, მაგრამ ხალხი თურმე იმაშიც ვერ ერკვევა რაშიც ჭკუას გვარიგებს )
...ეგ თუ გლიჯავს- კარგია.სხვა მეტი რო არაა მანდ დამგლეჯველი.არც მიფიქრია ჭკუის სწავლება არავისთვის, მაგრამ რახან შენ ამბობ, ეტყობა ეგრე გამომივიდა.error404-ბოდიშს გიხდი.
მაინც ვიტყვი რომ არ მომეწონა.და ვისაც არ უნახავს,მარტო იმით თუ არ შეაფასებს რომ ავტორი "საქართველოში ცნობილი,პატივსაცემი რეპორტიორია'' უფრო გამიხარდებოდა...მაგრამ ხომ საქართველოა და...