
ორგანიზაცია Georgian Youth for Future (GYF) გთავაზოვთ საერთაშორისო ბანაკების ქსელში მონაწილეობის მიღებას. ბანაკები დაყოფილია თემატურად და ყოველ ბანაკში გარკვეულ საქმიანობაშია ჩართული ყველა მონაწილე, იქნება ეს არქეოლოგიური საქმიანობა, ისტორიული ძეგლების აღდგენითი, გამწვანებისა და ბუნების საკითხები თუ შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება. ხშირად ჩნდება ბანაკები მხატვრებისათვის, არქიტექტორებისათვის და სხვა ინტერესების მქონე ახალგაზრდებისათვისაც.
არის აგრეთვე უცხოენათა შესასწავლი ბანაკებიც, დაინტერესებულ პირთათვის შეგვიძლია მსგავსი ბანაკებიც მოვუძებნოთ.
ბანაკები ითვალისწინებს ზემოჩამოთვლილ საქმიანობებს დღის დილის მონაკვეტში, დანარჩენი დრო ეთმობა გართობას, ექსკურსიებს და თავისუფალ დროს

პერიოდები განისაზღვრება 15 დღიდან 3-4 თვემდე.
ჩვენი ორგანიზაცია გთავაზობთ ბანაკებს აპრილიდან აგვისტო-სექტემბრის ჩათვლით. რაც მთავარია, ეს ყველაზე იაფი გზაა წახვიდე და ნახო საზღვარგარეთის ქვეყნები, თქვენ იხდით თანხას მხოლოდ შემდეგ ჩამონათვალში:
1. ვიზა
2. მგზავრობის თანხა
3. 150 ევრო (გვიხდით ჩვენ, რათა მოგიწესრიგოთ საბუთები, დაგარეგისტრიროთ და მოგიგვაროთ ყველა საბუთი ბანაკთან დაკავშირებით, აგიღოთ ბილეთები და სხვა..)
ბანაკში ყოფნის პერიოდში თქვენი კვებისა და გადაადგილების ხარჯებს ორგანიზატორები იღებენ საკუთარ თავზე. ბანაკში არის სხვადასხვა გასართობი საშუალებები და აქტივობები, არ მოიწყენთ

მათთვის, ვისაც უყვარს სიახლეები, ვისაც სურს ახალი მეგობრების შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვისაც სურს, შეიძინოს გარკვეული გამოცდილება, ეს ბანაკები მისწრებაა !!!
ამჟამად ჯერჯერობით საკუთარი ბანაკების აღწერილობა და თარიღები მოგვაწოდა გერმანიამ, საფრანგეთმა, ჩეხეთამა და სომხეთმა.
ბანაკებში სამუშაო ენაა ინგლისური, თუმცა გერმანიის რამდენიმე ბანაკში გერმანული ენაა მხოლოდ მიღებული

დამატებითი ინფორმაციისათვის და ასევე მსურველებიც დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
899 72 92 95 - მიხეილ სამხარაძე (kesha)
899 15 29 51 - ელზა სამხარაძე