BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> საერთაშორისო ბანაკები GYF-ისაგან, აბ ვის გინდათ უცხოურ ბანაკში?

| |
Mikheil Samkharadze
post Mar 27 2010, 13:42
#1 

Amateur+ Amateur+
22,472


მოგესალმებით smile.gif

ორგანიზაცია Georgian Youth for Future (GYF) გთავაზოვთ საერთაშორისო ბანაკების ქსელში მონაწილეობის მიღებას. ბანაკები დაყოფილია თემატურად და ყოველ ბანაკში გარკვეულ საქმიანობაშია ჩართული ყველა მონაწილე, იქნება ეს არქეოლოგიური საქმიანობა, ისტორიული ძეგლების აღდგენითი, გამწვანებისა და ბუნების საკითხები თუ შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება. ხშირად ჩნდება ბანაკები მხატვრებისათვის, არქიტექტორებისათვის და სხვა ინტერესების მქონე ახალგაზრდებისათვისაც.
არის აგრეთვე უცხოენათა შესასწავლი ბანაკებიც, დაინტერესებულ პირთათვის შეგვიძლია მსგავსი ბანაკებიც მოვუძებნოთ.

ბანაკები ითვალისწინებს ზემოჩამოთვლილ საქმიანობებს დღის დილის მონაკვეტში, დანარჩენი დრო ეთმობა გართობას, ექსკურსიებს და თავისუფალ დროს smile.gif
პერიოდები განისაზღვრება 15 დღიდან 3-4 თვემდე.

ჩვენი ორგანიზაცია გთავაზობთ ბანაკებს აპრილიდან აგვისტო-სექტემბრის ჩათვლით. რაც მთავარია, ეს ყველაზე იაფი გზაა წახვიდე და ნახო საზღვარგარეთის ქვეყნები, თქვენ იხდით თანხას მხოლოდ შემდეგ ჩამონათვალში:
1. ვიზა
2. მგზავრობის თანხა
3. 150 ევრო (გვიხდით ჩვენ, რათა მოგიწესრიგოთ საბუთები, დაგარეგისტრიროთ და მოგიგვაროთ ყველა საბუთი ბანაკთან დაკავშირებით, აგიღოთ ბილეთები და სხვა..)
ბანაკში ყოფნის პერიოდში თქვენი კვებისა და გადაადგილების ხარჯებს ორგანიზატორები იღებენ საკუთარ თავზე. ბანაკში არის სხვადასხვა გასართობი საშუალებები და აქტივობები, არ მოიწყენთ smile.gif ბოკედან თუ არ ვცდები sopuna იყო საფრანგეთში და შეგიძლიათ გამოკითხოთ ამბები :P

მათთვის, ვისაც უყვარს სიახლეები, ვისაც სურს ახალი მეგობრების შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვისაც სურს, შეიძინოს გარკვეული გამოცდილება, ეს ბანაკები მისწრებაა !!!


ამჟამად ჯერჯერობით საკუთარი ბანაკების აღწერილობა და თარიღები მოგვაწოდა გერმანიამ, საფრანგეთმა, ჩეხეთამა და სომხეთმა.

ბანაკებში სამუშაო ენაა ინგლისური, თუმცა გერმანიის რამდენიმე ბანაკში გერმანული ენაა მხოლოდ მიღებული smile.gif

დამატებითი ინფორმაციისათვის და ასევე მსურველებიც დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
899 72 92 95 - მიხეილ სამხარაძე (kesha)
899 15 29 51 - ელზა სამხარაძე

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Mikheil Samkharadze   საერთაშორისო ბანაკები GYF-ისაგან   Mar 27 2010, 13:42
Nina Minzoni   kesha, თუ მაქვს ვიზა ამ შემთხვევაში? რამდ...   Mar 27 2010, 13:46
Mikheil Samkharadze   ნინა ვიზა თუ გაქვს ვიზის ფული აღარ და...   Mar 27 2010, 13:48
pepillota   თქვენ ორგანიზაცია გაქვთ რამე? თუ ეს რ...   Mar 27 2010, 17:58
Mikheil Samkharadze   ეს არის ზემოთ ხსენებული ორგანიზაცია...   Mar 27 2010, 22:24
RedCrimsonCactus   ჰაჰაჰაჰაა რა მაგარი ოფერია, ოფერი კი ა...   Apr 1 2010, 13:38
Mikheil Samkharadze   ალექს რატომ ხარ უკანალი? :D :D შენით რომ ...   Apr 5 2010, 21:27
archigio   ჰაჰა კაკტუს გახსოვს ჩემი მოგზაურობა ...   Apr 6 2010, 01:14
Rebecca   აუაუაუა მე მინდოდა ასე მოხალისედ წას...   Apr 6 2010, 05:38
RedCrimsonCactus   თუ გინდათ არჩიგიოსა და აკა ზერეკიძეს...   Apr 6 2010, 08:48
Mikheil Samkharadze   რებე თუ გინდა პრობლემა არაა :) PM-ში მომწ...   Apr 6 2010, 16:39
sopuna   მე ვიყავიიი : ) ჩემი მეგობრები იყვნენ ...   Apr 7 2010, 14:54
Mikheil Samkharadze   სოფუ :* :lol: არაა პრობლემა :*   Apr 7 2010, 23:50
niciko   რა ქალაქებშია წასვლები შეგიძლიათ დაა...   Apr 8 2010, 05:16
Mikheil Samkharadze   საფრანგეთის ბანაკების რუკას დავდებ ნ...   Apr 8 2010, 12:35
Mikheil Samkharadze   [img]http://img213.imageshack.us/img213/7353/franceb.jpg[/url] ეს არის ერთვა...   Apr 13 2010, 13:17
NewCadre   მართლაც კარგი შემოთავაზებაა, მეც ვიყ...   Apr 23 2010, 10:36
Mikheil Samkharadze   ვისაც სურვილი ექნება წასვლის დარჩა კ...   Apr 29 2010, 23:28


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 1st May 2025 - 12:49

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'