Help - Search - Member List - Calendar
Full Version: "გააპიარე საქართველო"
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Ninukala
12 მარტს, 17 საათზე გაიმართება ჩვენი საყვარელი ფოტოგრაფის პაატა ვარდანაშვილის, იგივე Paatavar-ის პირველი პერსონალური გამოფენა smile.gif, სახელწოდებით

გავაპიაროთ საქართველო

user posted image


”ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პიარის პოპულარიზაციას და პიარის განმარტების სწორ ინტერპრეტირებას საზოგადოებაში. პაატა ვარდანაშვილის გამოფენაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. პიარ სკოლაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეების, ისტორიული საინგილოსა და ტაო-კლარჯეთის ფოტოები,” - აცხადებს პიარ სკოლის მენეჯერი თინათინ სამყურაშვილი.

პაატა ვარდანაშვილი ერთ-ერთი ნიჭიერი ფოტოგრაფია, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა და ქვეყნის ყველა კუთხე ობიექტივით აღბეჭდა. პოპულარობას საკუთარი ინტერნეტ გვერდის www.paata.ge - ს საშუალებით მიაღწია. მას უკვე იცნობენ თურქეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და უკრაინაში, სადაც მისი გამოფენები გაიმართა.

გამოფენის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი (GAU), ჭავჭავაძის 17ა
Davit Gholijashvili
საქართველოს თუ კიდევ გაპიარება სჭირდებოდა, არ ვიცოდი
DaNi
იმედი მაქვს, დროს მოვიხელთებ და ვიხილავ გამოფენას, ძალიან მაინტერესებს. smile.gif
Marcus
აუ რამე იფიციალურად გააკეთე რო ლექცია გამიცდეს რა DDDD.gif
MaStErOFmAsTeRs
Marcus,

კარგი აზრია DDDD.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.