
ალბათ უკვე ყველასთვის ცნობილია ჩვენი შეხვედრების საკითხი, როგორც ავღნიშნეთ ყოველ თავისუფალ დროს (შაბათ-კვირას) ვცდილობთ რომ შევიკრიბოთ, მოვინახულოთ ერთმანეთი და ცოტათი გავხალისდეთ, ამ შემთხვევაში ის სურვილი გვქონდა რომ ეს ჩვენს ტრადიციათ გადაქცეულიყო, ეს ის ტრადიციაა რომელიც ჩვენც გვსიამოვნებს და ჩვენს შემყურეებს...
უცნაური ჟრიამული შეიმჩნეოდა ქალაქში, ქალაქს სტუმრად ეწვია ქალბატონი ბატატუნა, ბატატუნას ჩამოსვლის ამბავი როგორც კი გამაგებინა არჩერმა ეგრევე შევთანხმდით რომ უნდა შევკრებილიყავით ყველანი ერთად, ვინც შევძლებდით. შეკრების ადგილი, მწვანე კონცხი, 9-ის ნახევარზე
გათენდა დილა, 09.02.2010, 08:10 AM შეკრების ეპიცენტრი 2 სამარშუტო ტაქსტი და გაჩერება მწვანე კონცხზე, აქ კი უკვე არ დაირღვა ქართული, ერთ-ერთი ტრადიცია, და ანჟელამ და ბატატუნამ სრული 40 წუთი დააგვიანა... ბევრი, სეირნობის დროს მოზღავევბული იდეებისგან გამოვარჩიეთ ის რომ დღის ბოლოს უნდა შევკრებილიყავით, გვესაუბრა და ერთად მოგველხინა, თუმცა აქაც იყო ის ფაქტი რომ ბატატუნა გვტოვებდა და მიდიოდა დედაქალაში, თუმცა შეკრების სურვილი იმდენად ძლიერი იყო რომ ამას არანაირი ზეგავლენა უარყოფითად არ ქონია

ეს იდეაც მოვიყვანეთ სისრულეში...
18:00 შეხვედრა ჭავჭავაძის ქუჩაზე:
Firelight(ანჟელა), მე, GNN, lasha palavandishvili და გიორგი წეროძე. წინასწარი გეგმის მიხედვით ავიღეთ სამწვადე ხორცი და გავეშურეთ შეკრების ადგილისკენ... სამარშუტო ტაქსის სიტუაციაც მინდა ავღნიშნო რომ ლამის მძღოლმა დაუთმო ადგილი მგზავრებს...
საიდუმლო სერობა შედგა არჩერთან.
წევრები:
kez, Zaza Gabaidze, Firelight(ანჟელა),GNN, lasha palavandishvili, archer გიორგი წეროძე და რუსო ყიფიანი.
პირველ რიგში მე მინდა ავღნიშნო ის რომ გარდა საიდუმლო სერობის თემატიკისა, მიმდინარეობდა გამძაფრებული პირფერობა ბატონ Kezთან, ლაშა ფალავანდიშვილის მიერ რომ ხუთი ხუთი დამიწერეოოო
სერობის წინამძღოლად ერთხმად ავირჩიეთ ბატონი კეზი, რომელმაც საკმაოდ კარგი, დემოკრატიაზე დაფუძნებული მეთოდებით წაგვიძღვა

ფრიად სასიამოვნო საღამო იყო, ისეთი, ერთობ საინტერესო საღამო შედგა... სამწუხაროდ, რაც ჩვენდა სამწუხარო იყო არ გვესწრებოდა პერFი და aief11 (ირაკლი ძნელაძე) მართლაც ძალიან მაგარი ადამიანი...
იმის გამო რომ სერობის დეტალების სიტყვით აღწერა არც ისე მარტივია, შემოგთავაზებთ ფოტოებს, რისი საშუალებითაც უფრო მარტივად ავღწერთ სერობას

Added @ [mergetime]1265784087[/mergetime]





Added @ [mergetime]1265784402[/mergetime]



