ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე სხვადასხვა მწერალს ნობელის პრემიას გადასცემენ.
ამ ტრადიციული რიტუალის გამოხმაურების მიზნით გამომცემლობა ინტელექტიTBC ბანკთან ერთად 10 დეკემბერს გეგმავს ერთდღიან აქციას სახელწოდებით "ნობელის დღე".
გამომცემლობა ინტელექტი ერთი დღით თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ოფისში ფასდაკლებით წარმოადგენს "ნობელის პრემიის ლაურეატების" სერიით გამოცემულ ყველა თარგმანს.
წიგნების შეძენა მთელი დღის განმავლობაში შეგეძლებათ თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ფილიალის ბიბლიოთეკაში.
პროექტს ბიბლიოთეკაშივე 16:00 საათზე დაასრულებს ნობლიანტთა ახალი ტომის - ივო ანდრიჩის "დრინის ხიდის" პრეზენტაცია.
გთხოვთ, მობრძანდეთ.
მისამართი: მარჯანიშვილის ქუჩა, 16