ნიკალ

ავნერვიულდი, დამანებე თავი, ვაჰ

ვერ იშოვით ქიმიას, ქაღლადს, ნუ გაგიჭირდებათ, თორემ რატომაც ვერ იშოვით და გაამჟღავნეთ ფირი და არა ფოტო

ვოტ, შეცდომები გავასწორე

ჰოდა... ფიკუსა...მგონი მართლა სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ : (
ის, რომ ფოტოში ჩვენი ფანტაზიით რაღაცეებს ვამატებთ და ფოტოს (იმ სახით, როგორც გადავიღეთ) ძირეულად ვცვლით... ეს უბრალოდ ცალკე ჟანრებია და შენ ან მოგწონს და ან არა.
ჯაზი თუ არ გიყვარს, ეტყვი ჯაზმენს შენ მუსიკოსი არ ხარო?
პასუხი შენს პოსტზე შენსავე სიტყვებშია...
"ფოტოგრაფია რა არის? ის რომ თქევნი თვალით დანახული დამანახოთ მე, ანუ გადმომცეთ ფოტოებით."
გამარჯობა, ესაა ყველაფრის პასუხი.
მე ჩემი თვალით დანახულს გაჩვენებ, გიზიარებ, შენ თუ არ მოგწონს, ეს შენი ნებაა. ჩემი
ხედვის გაზიარებისთვის მე ფოტოს ან გავაშავთეთრებ, ან კომპიუტერულ გრაფიკას გამოვიყენებ, ან წითელს ყვითლად ვაქცევ. ეს უკვე ტექნიკური მხარეა, რომელიც ხედვის გადმოცემაში გვეხმარება და თავის მიზანს კი ბატონო, ან ასრულებს კარგად, ან ვერა.
ფოტოშოპის გამოყენება-არ გამოყენებაზე საუბარი უკვე იმას გავს, დედა უფრო გიყვარს თუ მამა.
მთავარია გამოიყენო კარგად, იცოდე მისი გამოყენება, იცოდე რა გინდა და ეცადო, კარგად გააკეთო. გამოგივა თუ არ გამოგივა ეს სხვა საქმეა, გამოცდილების და გემოვნების, ხელის გაწაფვის.
არსებობს შეზღუდვაც და ეს ეხება დოკუმენტალისტიკას, რომელიც არ არის მხოლოდ ხელოვნება. ეს არის ისტორია და ასე შემდეგ და მისი დანიშნულება სწორედ რეალობის ზუსტი გადმოცემაა მოცემული გადაღების წერტილიდან და არა შენი ფანტაზიის.