პამ პარამ...
მომეწყინა...
ეს შედეგებიც აღარ დაიდო...
ცუდია, ძალიან ცუდია..
წეღან facebook-ზეც მომეშალა ნერვები, ყველგან ლიმიტია ამ სტატუსებზე რაა )))
ბათუმში მინდა )
ძალიან მინდა..
კარგი ამინდები მინდა, არა იწვიმოს ოღონდ ბათუმში ვიყო )
ჩემს ცხოვრებაში პირველად ვამბობ ამ ფრაზას )) "ბათუმში მინდა"
არა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ ქობულეთში უფრო მინდა, მაგრამ ეეხ
ტურფააავ ტურფაააააავ )))))))
გამოვყრუვდიი )
ამდენი ხანი სახლში არ გავჩერებულვარ, მითუმეტეს აგვისტოში ((
ადამიანებთან ლაპარაკი მომენატრაა )
ბევრი რამ მომენატრა კიდევ.. მაგრამ რა აზრი აქვს..
მოვიწყინე, ძალიან მოვიწყინე ; (
არადა არ მინდა...
უაზროდ ვლაპარაკობ ბევრს...თუმცა ადრე ვამბობდი უაზრო აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ აზრი უკვე თავისთავად აზრიანიათქო )))
მაგრამ უაზროდ იმიტომ რომ ეს ლაპარაკი შედეგს მაინც ვერ გამოიღებს, ან რა შედეგი უნდა გამოიღოს? ჰმმ არ ვიცი...
თმები მაქვს გასაშრობი და ისე მეზარება როგორც ახლა დაძინება..
არადა რა დასანახი ვარ ახლა

სველი თმით, ღამის პერანგში და თავზე შემოხვეული დიიიდი პირსახოცი
ეეჰ...
გავედი... კეთილი ანგელოზები და ტკბილი ძილი : )
პამ..პამ..