Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ღირს ამის ყიდვა?
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > ფოტო საქონელი
wrangler
მართალია მარტო ბოდია, მარა მემგონი მაინც კაი ფასია

http://www.amazon.com/Olympus-Evolt-E410-D...049764&sr=1-108

მაინტერესებს ოლიმპუსის ბაიონეტიდან M42 ხრახნზე გადამყვანი თუ არსებობს, ვერსად ვნახე ნეტში : (
DaNi
Olympus Evolt E410 10MP Digital SLR Camera (Body Only) - $369.00 - http://www.amazon.com/Olympus-Evolt-E410-D...049764&sr=1-108

Olympus Evolt E420 10MP Digital SLR Camera (Body Only) - $279.97 - http://www.amazon.com/Olympus-Evolt-E420-D...049764&sr=1-108

ჩემი აზრით, კარგი აპარატია და ყიდვა ღირს. მაგრამ, უფრო ახალი მოდელი, E420 უფრო იაფია და ბარემ ეგ იყიდე. smile.gif smile.gif

და M42 ბაიონეტის გადამყვანზე ვერაფერს გეტყვით.
wrangler
DaNi,

279$ ძვირია მგონი მაგისთვის
260$ ად canon 10D იყიდება
ყველა ვარიანტში ჯობია..........
Nika Pkhakadze
ოლიმპუსიდან M42 ზე? ეგ არ გამოდაგდება კუთხეებს ჩაგიბნელებს ფირზე.

და და პირიქით ანუ M42 დან ოლიმპუსზე არსებობს,
DaNi
10D თავისმხრივ, კლასით ჯობია, პოლუ-პროფია, მაგრამ ეს ოლიმპუსი ახალი მოდელია მაინც და ბევრი რამით გაუმჯობესებულიცაა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მომხმარებელზეა დამოკიდებული და ძნელი გადასაწყვეტია, ზოგს ერთი ურჩევნია და ზოგს მეორე. smile.gif
ეს ვარიანტიც კარგია, ჩემი აზრით. smile.gif

Canon EOS 30D Body - $350.00 - http://www.amazon.com/Canon-20D-8-2MP-Digi...49051495&sr=8-2
wrangler
Nika Pkhakadze,
ანუ M42 ლინზების გამოყენება მინდა ოლიმპუსზე
x2 აქვს კროპ ფაქტორი ერთი ეგ ტეხავს.

აგერ ყოფილა გადამყანი, მარა 39$ რა ამბავია......
ნიკონის და ქენონის გადამყვანები 5-10$ ღირს


DaNi,

კი კაი ვარიანტია ეგ, მარა ამ წუთას ხელზე 220$ მაქვს სადღაც DDDD.gif
თუ შევაგროვე მაგდენი კაი რამეა.........
DaNi
wrangler

როგორც გენებოთ. smile.gif
საერთოდ 10D კარგი აპარატია და უკმაყოფილო არ დარჩებით და თუ 30D-ს იყიდით, ხომ საერთოდ საუკეტესო იქნება. მრავალი რამეა გაუმჯობესებული, უკვე 20D-ში და 30D უკვე გაცილებით განსხვავდება, უკეთესობისკენ. კარგ ლინზაზე, მშვენიერ კადრებს იღებს, მე თვითონ 20D-თი რამდენჯერმე გადავიღე და ურიგო არ ყოფილა, ნამდვილად. smile.gif

და რაც შეეხება გადამყვანს, მართლაც ძვირი გამოდის და ტან კროპ ფაქტორის გამო, ძალიან გართულდება მოხმარება x2 ცოტა არ არის და ფართე კუთხეს, თითქმის ვერ მიაღწევს. მაგალითად რომ ავიღოთ, 28მმ/2=14მმ ანუ, უნდა 14მმ დაყენდეს, რომ 35მმ-ის ექვივალენტით 28მმ მივიღოთ და 14მმ, მე რამდენადაც ვიცი, არც არსებობს და თუ იარსებებს, იშვიათობა იქნება და ძვირი. ასე, რომ არა მგონია ამ გადამყვანმა გაამართლოს, მთლიანობაში ვგულისხმობ, რაღათქმაუნდა. smile.gif
Nika Pkhakadze
ალბათ უფრო იაფი გადამყვანებიც არსებობს.
ფართე კუთხის ამბავში არ გაამართლებს მაგრამ ტელეფოტოს ამბავში კაი იქნება, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ძვირია მგონი 39 დოლარიანი გადამყვანის ყიდვბაც კი ღირს....
wrangler
DaNi,
Nika Pkhakadze,
არა არ ღირს ოლიმპუსი,
სურათებს რო გადავხედე მაღალ აისოებზე ძაან ხმაურობს...........

რა მაინტერესებს, ქენონზე რო M42 მექამნიკური ლინზა მივაყენო ექსპონომეტრი იმუშავებს?
ნიკონებზე ვიცი რო არ მუშაობს............
DaNi
wrangler

დაზუსტებით, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ექსპონომეტრი იმუშავებს და ფოკუსი არა. smile.gif
Batumskii
mec egre vici dani....
DaNi
Batumskii

ჰო მაგრამ, მთელ რიგ შემთხვევაში, შეიძლება ექსპონომეტრმა "იმუშაოს", მაგრამ F სტოპი ააცდინოს და კადრი არცთუ ისე კარგი გამოვიდეს, ყოველი შემთხვევისთვის დატესტვა აუცილებელია, დასარწმუნებლად. smile.gif
tandila
DaNi
არაფერს არ ააცდენს ექსპონომეტრი
სენსური ლინზიდან შესულ შუქს აპარატში ზომავს ამიტომ ეგ გამორიცხულია
უბრალოდ მანუალ რეჟიმი უნდა იხმარო
DaNi
tandila

20D-ზე გამოვიყენე Zenitar-ის 50კა 1.7 იყო მგონი და უფრო გააშავა, მაგრამ გაფუჭებას და მსგავს რამეს ვერ დავარქმევ, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება სხვა რამის ბრალიც იყო, ახლაც ვერ გავიგე და რეჟიმი M იყო, ეგ მახსოვს. smile.gif
gagaa
გთხოვთ მირჩიოთ რომელის ყიდვა ჯობია NIKON D5000 თუ NIKON D80? და საერთოდ 500$–ში რას მირჩევთ?
DaNi
gagaa

მაგ ფასში Canon EOS 450D ჩემი აზრით, საუკეთესო არჩევანია.
User-Nikala
D80, ჩემი სუბიექტური აზრია რომ D5000-საც ჯობია და 450D-საც
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.