Help - Search - Member List - Calendar
Full Version: პირადი თუ საზოგადოებრივი?
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2
EdiLine
იყო ასეთი შემთხვევა.
შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში.
ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან.
საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
User-Nikala
ეხლა ჯინჯერი მოვა და იტყვის რამე საინტერესოს : )))))))))))
EdiLine
User-Nikala, ნუთუ მარტო ჯინჯერს ეძლევა აზრის გამოთქმის "საავტორო უფლებები"?wick.gif
Nino Baidauri
ედილაინ, არა, აქ მთელი პრეისტორიაა უბრალოდ და თქვენ არ იცით DDDD.gif
მე ჯერჯერობით ვდუმვარ DDDD.gif
სხვების აზრი მაინტერესებს მეც ჯერ DDDD.gif
EdiLine
gingery smile.gif
User-Nikala
მე ეხლა ორ ნაწილად ვიყოფი,ერთის მხრივ ვთვლი რომ არანაირად არ არის საჭირო კანონით იკრძალებოდეს მსგავსი ფოტოების საზოგადოებისთვის მიწოდება,თუმცა მეორეს მხრივ შეიძლება ანალოგიურ არასასიამოვნო სიტუაციაში ყოველი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს. ასე რომ დელო ტრუდნოეეო : ))
Magdu
User-Nikala,
კანონით არ იკრძალება smile.gif
ამონარიდი სამოქალაქო კოდექსიდან:
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები
1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.
2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მუხლის მეხუთე ნაწილი
5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.
User-Nikala
Magdu

დარწმუნებული არ ვიყავი,მაგრამ ვფიქრობდი რომ ასეთი რამის აკრძალვა სისულელეა. უბრალოდ თუ ფიქრობ რომ შენი უფლებები დაირღვა წახვალ და იჩივლებ. საბოლო ჯამში გააჩნია რა ხდება ფოტოზე,რა მდგომარეობაში ხარ გადაღებული,შეიძლება უბრალოდ პრინციპის გულისთვის "გაახურო" ჩვეულებრივ ფოტოზე,მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს რომ მართლა პირად ცხოვრებაში შემოჭრა მოხდეს ფოტოთი.
EdiLine
Magdu, კოდექსით მართლაც გარკვეულია თითქოს ყველაფერი, მაგრამ ძნელია განსაზღვრო რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ფოტოსურათი პრინციპს - "ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში". ან კიდევ "ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან" საკმაოდ რთული შესაფასებელია. ვთქვათ ნებისმიერი პიროვნების ფოტოსურათის (ვთქვათ ნორმალური, არაპროვოკაციული სურათი) ინტერნეტში განთავსება რაღაც დონეზე უზრუნველყოფს ამ პირის საზოგადოებრივ აღიარებასsmile.gif

Added @ [mergetime]1248203757[/mergetime]
ან კიდევ.
ვთქვათ ჩემთვის ვიღებ პეიზაჟს და აღმოჩნდა, რომ იქვე სადღაც "ჩრდილში", თურმე, მყოფი წყვილის სერიოზული ვნებათაღელვაც გადამიღია. თუ არა და პეიზაჟი იმდენად მომხიბლავია, რომ მისი განთავსება მინდა, ვთქვათ, ინტერნეტსივრცეში. რა უნდა ვქნა ასეთ შემთხვევაში? იმ წყვილის ძებნა დავიწყო ნებართვის მისაღებად, თუ პეიზაჟის კონკრეტულ უბანს ცენზურა დავადო?wick.gif
tavadi
EdiLine,
ინტერნეტში ფოტოს განთავსება არ უზრუნველყობს პიროვნების საზოგადოებრივ აღიარებას..
თუ საზოგადოება აღიარებს პიროვნებას, მაშინ ხდება მისი ფოტოს ან ვიდეოს გამოქვეყნება..
რაც შეეხება
QUOTE
ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში,

აი მე თუ ვმოძრაობ ვაჟაზე და ვიღაცამ რუსთავი2-ს შენობიდან ფოტო გადამიღო და სადმე გამოაქვეყნა ეს საზოგადოებრივ ადგილზე გადაღებული ფოტოა?
Added @ [mergetime]1248203981[/mergetime]
EdiLine,
QUOTE
თუ პეიზაჟის კონკრეტულ უბანს ცენზურა დავადო?

ფოტოშოპში გააქრე lol.gif
kakha kakhiani
მე ვისაც ვუღებ და ვაქვეყნებ ყველას რო შევეკითხო იმდენ ხალხს შევკრიბავ მიმიქარავს ოპოზიცია lol.gif
Added @ [mergetime]1248210062[/mergetime]
დოკუმენტალისტიკა ზუსტად ეგაა რო ის უნდა გამოაქვეყნო რაც ხალხშია და ხალხს ეხება ..რეალური ფაქტები
tavadi
kakha kakhiani,
QUOTE
დოკუმენტალისტიკა ზუსტად ეგაა რო ის უნდა გამოაქვეყნო რაც ხალხშია და ხალხს ეხება ..რეალური ფაქტები

კი ნამდვილად ეგრეა, თუმცა ხომ მაქვს მეც უფლება ვისაც მიღებ, რომ არ მსურდეს ჩემი პირადულის, თუნდაც მხოლოდ სახის საქვეყნოდ გამოჭენება?
თუ იცით ვინმემ რა შემიძლია გავაკეთო ისეთ სიტუაციში, როდესაც ვინმე მიღებს ფოტოს, აქვეყნებს ბოკეზე, გაზეთში, ბილბორდზე ან ნებისმიერ ადგილზე სადაც უცხო ადამიანები მნახავენ. უბრალოდ უნდა მივიდე მუხლზე დაჩოქილი ფოტოგრაფთან და ვთხოვო, რომ სადაც გამომაქვეყნა იქიდან ამომიღონ? თუ უკვე ნანახი ვყავარ ხალხს გაზეთის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში, მაქვს თუ არა უფლება ვიჩივლო?
Magdu
tavadi,
QUOTE
მაქვს თუ არა უფლება ვიჩივლო?

ჩივილის უფლება გაქვს ნებისმიერ შემთხვევაში.

უბრალოდ უნდა შეზლო დაამტკიცო, რომ ასეთი "გამოქვეყნებით" დაირღვა შენი უფლებები.
tavadi
Magdu,
ანონიმურობის უფლება უფლება არ არის?
უბრალოდ არ მინდა ხალხმა ნახოს ჩემი სახე და მორჩა..
მაქვს თუ არა ამის უფლება?
kakha kakhiani
იჩივლე მაგრამ მე ხომ მაქვს იმის უფლება რომ გადაგიღო? DDDD.gif

ვინ მოიგებს ამ შემთხვევაში?

ალბათ ფოტოს გააჩნია DDDD.gif
unicho
საქართველოს კანონმდებლობაში გაცილებით მარტივად ყოფილა საქმე (ფოტოგრაფებისთვის)

ევროპის ბევრ ქვეყანაში იკრძალება ფოტოს გამოქვეყნება, თუ ფოტოზე აღბეჭდილი პირის ნებართვით არ ხდება ეს ყველაფერი..
ანუ თუ გამოაქვეყნებ ნებართვის გარეშე და გიჩივლებს, აუცილებლად წააგებ საქმეს.
ჩივილი შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ფოტოზე..
ჰო.. და .. მე არ მომწონს ეს კანონი..
Magdu
tavadi,
QUOTE
ანონიმურობის უფლება უფლება არ არის?

ნუ გადიხარ საზოგადოებრივ ადგილებში და იქნები ანონიმური.
ან სახეზე რამე აიფარე. smile.gif

რას ნიშნავს "არ მინდა ხალხმა ნახოს ჩემი სახე?!"
საზოგადოებრივ ადგილებში რომ დადიხარ იქაც ხომ გხედავენ?! თუ შენ არ გსიამოვნებს რომ შენ სახეს ნახავს 100 000 კაცი (მაგალითად) 100 კაცის ნაცვლად?

EdiLine
QUOTE(unicho @ Jul 22 2009, 02:37)
საქართველოს კანონმდებლობაში გაცილებით მარტივად ყოფილა საქმე (ფოტოგრაფებისთვის)

ევროპის ბევრ ქვეყანაში იკრძალება ფოტოს გამოქვეყნება, თუ ფოტოზე აღბეჭდილი პირის ნებართვით არ ხდება ეს ყველაფერი..
ანუ თუ გამოაქვეყნებ ნებართვის გარეშე  და გიჩივლებს, აუცილებლად წააგებ საქმეს.
ჩივილი შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ფოტოზე..
ჰო.. და .. მე არ მომწონს ეს კანონი..
*


მხედველობაშია ის შემთხვევა, რომ ფოტოზე მხოლოდ კონკრეტული პიროვნებაა, თუ პიროვნებას ჩივილის უფლება აქვს მაშინაც (და შესაძლოა მოიგოს კიდეც პროცესი), თუ იგი მხოლოდ ე.წ. "ეპიზოდურ" ფრაგმენტშია? დავუშვათ არავინაც არ უღებდა ამ პიროვნებას, მაგრამ იგი კადრში მოხვდა სრულიად შემთხვევით, როცა ხდებოდა, ვთქვათ, შადრევანის ან ეკლესიის გადაღება, რა ხდება ასეთ შემთხვევაში?
ისე კი უცხოეთში რომ უხეშობის დონემდე აყვანილი პაპარაცული სტილის გადაღებებია, ასეთები ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა ჩვენთან.
unicho
EdiLine

ნებისმიერ პირს შეუძლია ჩივილი, რომლის ამოცნობაც შესაძლებელია ფოტოზე.
EdiLine
ანუ, ფოტოგრაფირება გარკვეული რისკის შემცველი გამოდის...
საინტერესოა, თუ გადავიღე პატარა ბავშვი და ფოტოსურათი ინტერნეტში გამოვაქვეყნე, ამ დროს ან მისი მშებლები მიჩივლებენ, ან თვითონ ეს ბავშვი, თუნდაც როცა გაიზრდება მაშინ?
და, საერთოდ, როცა ფოტოების გადასაღებად მივდივარ, ფოტოაპარატთან ერთად ნოტარიუსიც უნდა ვიყოლიო თან, რომ ოფიციალური ნებართვა ავიღო ყველა იმ პირისაგან ვინც, თუნდაც, შემთხვევით მოხვდება კადრში. (შესაძლოა ვინმემ სიტყვიერი თანხმობის შემდეგ გადათქვას).
ისე კი, იქნებ მე თვითონ ვუჩივლო ყველა იმ პირს ვინც რაიმე ობიექტის გადაღებისას კადრში მოხვდება და იდეას გამიფუჭებს?wick.gif

და, საერთოდ: როგორაა დაცული ფოტოგრაფის უფლებები?
Nino Baidauri
ჩივილი ერთია და საქმის მოგება მეორე.
ყველაფერი ალბათ მაინც კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
tavadi
Magdu,
დავიწყებ აწი ჩეჩენი პარტიზანივით სიარულს.. lol.gif
EdiLine
gingery,
ზუსტად ეგაა რთული, როცა ყოველი კონკრეტული სიტუაციის აღქმა შეიძლება (და ხდება კიდეც) არაერთგვაროვნად.


ისე კი, ჩემი აზრით, თუ გამოქვეყნებული ფოტოსურათი არაა გამიზნული პიროვნების ღირსების შესაბღალავად ან ფოტოსურათის გამოქვეყნება არაა კომერციული ხასიათის, ანუ არ ხდება ფოტოსურათის მეშვეობით გარკვეული ფინანსური სარგებელის მიღება, ვთლი რომ, არ უნდა იზღუდებოდეს გადაღებული ფოტოსურათების (განსაკუთრებით "ღიად" გადაღებულების) გამოქვეყნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პიროვნება წინასწარ აუკრძალავს ფოტოგრაფს აღნიშნული ფოტოსურათის პოპულარიზებას (საჯაროობას).

თუმცაღა, როგორც იტყვიან, - ყველაფერი ინდივიდუალურია.
just be
თუ პიროვნების თავმოყვარეობა არ ილახება გადაღებული ფოტოთი,ანუ არ არის სკანდალური და პიროვნების გირსების შესალახად გადაღებული ფოტო არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს მაშინ,ფოტოგრაფია ფა ფოტოგრაფი იმისთვისაა რომ ფირზე აღბეჭდოს გარკვეული ემოცია...

[SIZE=7][COLOR=purple] ფოტო ... ეს არის წარსულში სასიამოვნო გასეირნება....
რაღაც ცოტა ლამაზად არ გამომივიდა მაგრამ მაინც....
gagatogo
გადაიღეთ რაც გინდათ და როგორც გინდათ...თუ ვინმე გიჩივლებთ ეტყვით რომ მეორედ აღარ იზამთ...თუ ვინმეს ისეთს გადაიღებთ კიდე რომ რაიმე საზღაურის ამოიღებას შეეცდება თქვენგან...ნუ ხვდებით ვისაც ვგულისხმობ.....თქვენ მის ფოტოს იმაზე მეტადნ მიყიდით ვინმეს რასაც მას მორალური და ა.შ კომპენსაციისთვის... მოგთხოვენ როგორც როგით ფოტოგრაფს..( აბა მსოფლიო დონის ფოტოგრაფები ისე როგორც ფეხბურთელები ჩვენ ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო არ მოიძებნება).....ტაკ ჩტო დაიკიდეთ არ გააცივოთ კამერა... DDDD.gif არ დაგავიწყდეთ აქ ჯუმბერამ ჯონდო დააორსულაო თუ როგორ არის ეგ ამბავი..??? )))
nino ch
ოოო რთული საკითხია DDDD.gif სურათის ფოტოგრაფი რომ ვიყო ჩავთვლიდი რომ თავისუფალი ვარ და რასაც გადავიღებ მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ მე რომ იმ ახალგაზრდების ადგილას ვყოფილიყავი მაშინ განსხვავებული აზრი მექნებოდა DDDD.gif gagatogo, ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა აქ ჯუმბერიმ ჯონდო დააორსულა DDDD.gif ოღომდ მგონი ჯამბული იყო არ მახსოვს DDDD.gif მოკლედ საბოლოოდ მაინც ფოტოგრაფები მხარეს ვიჭერ DDDD.gif
Batumskii
me vpikrob am sakitxshi mtavaria zomiereba da koveli potogapis piradi etika...ar gamova kvela situaciis erti sazomit gazomva-ar gadavigot????-mashin dzalian bevri arachveulebrivi kadri daikargeba...-mashin dajde unda potoatelieshi da passportis suratebi aketo-ik aravin getkvis rato gadamige-nebartva ar momiciao:)))...gadavigot kvela da kvelaperi????-sheidzleba pizikuradac dazaralde da aparatic dakargo...-improvozireba da mxolod improvizireba-vgoneb am sakmeshi uketesi xerxi jer aravis gamougonebia.
DaNi
QUOTE(just be @ Jul 26 2009, 22:17)
თუ პიროვნების თავმოყვარეობა არ ილახება გადაღებული ფოტოთი,ანუ არ არის სკანდალური და პიროვნების გირსების შესალახად გადაღებული ფოტო არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს მაშინ,ფოტოგრაფია ფა ფოტოგრაფი იმისთვისაა რომ ფირზე აღბეჭდოს გარკვეული ემოცია...

[SIZE=7][COLOR=purple] ფოტო ... ეს არის წარსულში სასიამოვნო გასეირნება....
რაღაც ცოტა ლამაზად არ გამომივიდა მაგრამ მაინც....
*



+1 smile.gif

ჩვენი მისიაც სწორედ ის არაა, რომ ემოცია აღვბეჭდოთ, ფირზე. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე რა პრობლემაა, მითუმეტეს კანონმდებლობა არ გვიკრძალავს. ანუ, გადავიღოთ და გადავუღოთ, ვისაც გვინდა, სადაც გვინდა, სანამ ბატარეა და ჩიპი გაძლებს. smile.gif smile.gif
Batumskii
-eg im paparazzi-s ytxari mel gibsonma rom erti kviris cin pexkvesh gaipina:))))))))))))-zomiereeebaaaaaa!!!!!!!!!!:))))))))))))))))))))))
Added @ [mergetime]1249563537[/mergetime]
smile.gif
DaNi
Batumskii

კანონით თუ მართალი არის, დამთავრდა იქ ყველაფერი. smile.gif
საქმე სასამართლომდეც რომ მიდგეს, თუ კანონს იცავდა და უკანონოდ არ გადუიღია, ვერავინ ვერაფერს დააკლებს და თუ ვინმე ფიზიკურად გაუსწორდება, ორჯერ აზღვევინებს სასამართლოში. smile.gif smile.gif wick.gif
Batumskii
shen ashkarad chemze bevrad uketesi carmodgena gak sasamartlo sakmetcarmoebze sakartveloshi:))))))))))DaNi, ise mentalitetze tu cavida saubari-rogor migachnia,supta kartul pontshi,dadebuli pingalistvis sasamartloshi chivili scoria?????????smile.gif))))))))))
DaNi
თუ მართალი ვარ, სასამართლოს იმედიც მაქვს, რომ ჩემი სიმართლე გაჭრის და საქმეს მოვიგებ, სხვანაირად არც შეიძლება და რაც შეეხება მენტალიტეტს, გააჩნია შემთხვევას, ზოგჯერ უნდა იჩივლო, ზოგჯერაც არა და სამართალდამცავების გარეშე უნდა მოაგვარო კონფლიქტი. smile.gif smile.gif
Batumskii
kargia-moxibluli var sheni optimizmit:)))))))))))))))))))))))
DaNi
ოპტიმიზმიც აუცილებელია, მაგრამ შენი საქმე ხარისხიანად უნდა აკეთო და კანონი არ დაარღვიო. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გადაღება ნებისმიერ დროს დასაშვებია და აქედან გამომდინარე, ვერავინ შემზღუდავს, თუ არა თვით კანონი. მაგრამ, თუ თვითონ ადამიანი გთხოვს, რომ არ გადაუღო, ეგ უდნა გაითვალისწინო. smile.gif smile.gif
mamuka2301
საინტერესო თემააა, მე პირადად სადაც დავიჭერ საინტერესო კადრს არ გავუშვებ ხელიდან შესაძლებლობას რომ დავაფიქსირო, მეორე საკითხია გამოვაქვეყნებ თუ არა, ისე მექნება ჩემთვის wick.gif ისე კი არავის შევუვარდები თავის პირად სამყოფელში ჩემი ობიექტივით, ტყეში თუ გადავიღე სურათი ან საზოგადოების თავშეყრის ადგილში, ვერავინ მომთხოვს ამისთვის პასუხს
B a x o
იმ დღეს კუს ტბაზე ვიყავი და გვერძე შეზლონგზე ერთი ქართველი პოლიტიკოს-ლეიდი აგმოვაჩინე, "გამწარებული" იზაგრებოდაDDDD.gif არ გადამიღია(არა-საპატიო მიზეზის გამო) ისე ქართული ტაბლოიდები კარგად წაიგებდნენ:iamsonasty: :P
LOOSER
ერთერთი რალის დროს გადავიღე ფოტოები.

დავამუშავე. დავადე ქოფირეითები და დავდე 3 ფორუმზე, ჩემი სურვილისამებრ.

მაგრამ ეს ჩემი ფოტოები არმოვაჩინე ფორუმზე სადაც მე არ დამიდია ეს ფოტოები და ვერც დვდებდი.

არც არავის უკითხავს.

არის თუ არა ეს უფლებების დარღვევა მიუხედავად იმისა რომ მე 3 სხვადასხვა ფორუმზე დავდე ფოტოები ჩემი სახელით და გვარით და ამ დროს კიდევ სხვა ფორუმზე ვნახულობ.

ნუ ეს ფოტოები კი წავაშლევინე მაგრამ მაინტერესებს ზუსტად არის თუ არა ეს საავტორო უფლებების დარღვევა.
Mikheil Samkharadze
QUOTE(LOOSER @ Apr 19 2011, 02:14)
ერთერთი რალის დროს გადავიღე ფოტოები.

დავამუშავე. დავადე ქოფირეითები და დავდე 3 ფორუმზე, ჩემი სურვილისამებრ.

მაგრამ ეს ჩემი ფოტოები არმოვაჩინე ფორუმზე სადაც მე არ დამიდია ეს ფოტოები და ვერც დვდებდი.

არც არავის უკითხავს.

არის თუ არა ეს უფლებების დარღვევა მიუხედავად იმისა რომ მე 3 სხვადასხვა ფორუმზე დავდე ფოტოები ჩემი სახელით და გვარით და ამ დროს კიდევ სხვა ფორუმზე ვნახულობ.

ნუ ეს ფოტოები კი წავაშლევინე მაგრამ მაინტერესებს ზუსტად არის თუ არა ეს საავტორო უფლებების დარღვევა.
*




შენი გადაღებული ფოტოების ნებისმიერი სახით გამოყენება სხვა მეორე პირის მიერ, ავტორის ნებართვის გარეშე, არის კანონის დარღვევა: არ აქვს მნიშვნელობა: რამდენ ფორუმზე დადე, რამდენ ფოტოსაიტზე განათავსე, დააწერე თუ არა მას შენი სახელი და და გვარი და ქოფირაითის ნიშანი ან სხვა ამოსაცნობი ლოგო, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. თუ ფოტოს ავტორის ნებართვის გარეშე იქნა ფოტო გამოყენებული (მნიშვნელობა არ აქვს გამოყენების ფორმას: მიიღო თუ არა დამრღვევმა რაიმე ფინანსური სარგებელი, ან მიაწერა თუ არა მან თავის თავს ამ ფოტოების ავტორობა, ან შეიძლება ნამდვილი ავტორის სახელი და გვარიც კი მიაწერა) ეს არის კანონის დარღვევა და მტკიცდება ძალიან ადვილად. ავტორს აქვს ერთგვარი "ფოტოს ექსკლუზიურად გავრცელების" უფლება. შენ წყვეტ რომელ საიტზე განათავსო და რომელზე არა. როდესაც ვინმე შენს ფოტოებს სხვა საიტზე შენს უკითხავად ტვირთავს (და სეიძლება აწერდეს კიდეც შენს სახელსა და გვარს) ეს მაინც შენი უფლებების დარღვევაა. შენ წაგართვეს ფოტოს განტავსების პირველობა კონკრეტულ საიტზე. შენ შეიძლება საერთოდ არ გინდოდა ამ საიტზე ამ ფოტოების დადება. ასე რომ 2-მაგ კანონდარღვევასთან გქონია შენ საქმე smile.gif
LOOSER
kesha,

გაიხარე ჯეშაჯან, მვიღე ძალიან კარგი პასუხი ჩემს კიტხვაზე. diax.gif diax.gif diax.gif
Goderdzi Makharashvili
ივერია გაბრწყინდება. შანსი არარი
Nika
მუხლი 8. ნაწარმოებები, რომლებზედაც არ ვრცელდება საავტორო
უფლება

1. საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე:
ა) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე;
ბ) სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);
გ) ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ნაწარმოებთა სხვისი სახელით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვა.

შენი ფოტოები რეპორტაჟული ხასიათის იყო ანუ შეიძლება ითქვას რომ იყო ინფორმაცია (ფოტოგრაფული) ფაქტებისა და მოვლენების (წყვილთა რბოლის) შესახებ. ცხადია სადაო საკითხია მარა ეს მუხლი ნაწილობრივ ეხება მას.
LOOSER
აქაც დავწერ რომ, ანუ ისე გამოდის რო მე როცა რეპორტაჟს ვიღებ თუნდაც ამ სადიპლომოს, დევნილებს, და კიდევ 1000 საათაურის რეპორტაჟს.

ნებისმიერს აქვს მოსვლის უფლება და ორიგინალი რომ დაჭირდეს უსიტყვოდ უნდა მივცე?

იმიტომ რომ ასე წერია როგორც გავიგე მაგ მუხლში რომ რეპორტაჟზე არააქვს მნიშვნელობა რახდება მტავარია რეპორტაჟი იყოს, არ ვრცელდება ჩემი საავტორო უფლება.

Just Awesome DDDD.gif
Mikheil Samkharadze
მე რომ სასამართლო მოვიგე ფოტოზე გამოსახული იყო ერთ-ერთი აქციის ფოტო: 2008 წლის 12 აგვისტო, პარლმენტის წიწ ჩატარდა აქცია, პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით. სესაბამისად ესეც იყო რეპორტაჟული ფოტო.

მაგრამ:
მე თუ ვარ დაქირავებული ფოტოგრაფი და ვიღებ რეპორტაჟს მაშინ არ ვრცელდება ჩემი საავტორო უფლებები ფოტოებზე, ჩემ მიერ გადარებული ყველა კადრი რომელიც ამ მოვლენას ასახავს, ეკუთვნის დამქირავებელს: სააგენტოს, ჟურნალს, გაზეთს თუ სხვას. მაგრამ როცა მე ვიღებ ჩემი პირადი ინტერესისთვის, არავის მიერ არა ვარ დაქირავებული და არც დაკვეთა არ მაქვს, ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს გამოსახული ფოტოზე და რა მოვლენასაც არ უნდა აღწერდეს, ფოტო მეკუთვნის მე და არავის აქვს უფლება ჩემს საავტორო უფლებებს გადაახტეს.. საავტორო უფლებების შესახებ კანონი ამას ძალიან კონკრეტულად განმარტავს.
tsumbusha
საერთოდ უნდა გაითვალისწინოთ რომ ქურდიც და ცუდი მეპატრონე (შემნახველი) ერთნაირად დამნაშავეა. smile.gif

როდესაც ინტერნეტში დებ ფოტოებს და საერთოდ ნებისმიერ რამეს უნდა იცოდე რომ მას მილიონობით ადამიანი ნახულობს და შესაძლებელია ის ვინმემ საჭიროების მიხედვით გამოიყენოს. თუ არ გინდა რომ ეს ვინმემ გამოიყენოს საჯაროდ ნუ გამოაქვეყნებ და ნუ დადებ ისეთ ადგილას საიდანაც შესაLებელია ამ ფოტოების აღება და გამოყენება, და თუ მაინც გამოაქვეყნებ მაშინ დაადე ისეთი დამცავი ნიშნები რომ სხვისი გამოყენების შემთხვევაშიც კი ავტორის ვინაობა იქნება ცნობილი.

ეს ისეთივე რაღაცაა ქუჩაში ოქრო რომ დააგდო, შემდეგ ვინმე გამვლელმა რომ ოქრო აიგოს და შენ ჩხუბი დაუწყო ეს ოქრო ჩემი იყო და რატო აიღეო. ამ შემთხვევაში ეს ქუჩა არის ინტერნეტი, გამვლელი კი მისმი მომმარებელი, ამიტომ ინტერნეტში რასაც დააგდებ ისევე როგორც ქუჩაში მას ვიღაცა იპოვის და აიღებს smile.gif
Nino Baidauri
ნამდვილად.

რის საფუძველზე არის თუნდაც გავლებული ზღვარი კანონში ცოცხალ და მკვდარ ავტორებს შორის? მარტო იმის, ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარი? აწ გარდაცვლილი მხატვრების, ფოტოგრაფების და ა.შ. ნამუშევრები რომ იფინება, ან რეპროდუქციებს რომ ვდებთ ინტერნეტში, კანონს ვარღვევთ თუ როგორაა საქმე?

ან მე რომ ახლა ვინმე მწერლის და ა.შ. ნააზრევი, ლექსი თუ რაც იქნება სიგნატურად დავიყენო, ან ფოტოს წავუმძღვარო, საავტორო უფლებებს ვარღვევ?
რაღაც ძალიან დაულაგებელია ეს ჩვენი კანონი...
LOOSER
tsumbusha,

ეგრე წარმოდგენა არ მაქვს ვის კომპიტერში რამდენი ინახება ჩემი ფოტო და ისაც მოეწონება რომ გადააკოპირებს, მარა როდესაც იყენებს ეს უკვე სხვა თემაა, თორე ბოკედანაც რამდენი ფოტო კოპირდება ყოველდღე ძალიან ბევრი, მარა რომ ნახო შენი ფოტო ვიღაცას უდევს თავისთან გამოფენაზე ან არააქვს მნიშვნელობა, ნუ გამოიყენა. ამ შემტხვევაში შეგიძლია საავტორო უფლებები დაიცვა.
Mikheil Samkharadze
tsumbusha,
Nino Baidauri,

სამწუხაროდ თქვენ ორივე სცდებით smile.gif
ხშირად ფოტოების ავტორები უფრო მეტს სცოდავენ თავისი უფლებების არცოდნით, ვიდრე ის ვინც მათ უფლებებს არღვევს.

თქვენ თვითონ არ გესმით რომ ინტელექტუალური ქონება უფრო მეტი დაცულობით სარგებლობს კანონით ვიდრე ნებისმიერი ოქრო და უძრავი ქონება..

მაგალითად:

ხშირად გინახავთ ალბათ უცხოურ ფლმებში: მიმავალ მანქანას აჩერებს პოლიციელი, უჩვენებს მას საბუთს, აგდებს მძღოლს მანქანიდან, ჯდება საჭესთან და მიჰყავს მანქანა <-- ეს არაა კანონის დარღვევა.

რატომ?
საომარ ან ფორსმაჟორულ სიტუაციაში ადამიანს აქვს უფლება, გამოიყენოს სხვისი საკუთრება, თუ სიტუაცია ამას მოითხოვს. ამას ეწოდება ქონებრივი უფლების დარღვევა.

მანქანების, სახლების, ოქროების და სხვა საგნებისაგან განსხვავებით, ინტელექტუალური ქონების ნიმუში (ფოტო, სიმღერა, ნახატი, ნაწერი, ლექსი და სხვ.) სარგებლობს ხლუხლებლობის უფლებით. საავტრო უფლებები სიცოცხლის უფლებასთან ერთად ხელუხლებელია ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც საომარ ან თუნდაც ფორსმაჟორში. იგივე პოლიციელი ვერ მოვა, შენი სახლიდან ვერ წაიღებს შენს ნამუშევარს და თავის დახატულად ვერ გაასაღებს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ხომ სასაცილოა smile.gif

ფოტოზე საავტორო უფლებები ჩნდბა მაშინ, როცა შატერი გაჩხაკუნდება და არანაირი ზედმეტი, ხელოვნური დამცავი წარწერები და ქოპირაითები არაა საჭირო და კანონში ეს ცხადად არის განმარტებული. მე ფოტოს რომ ვდებ ინტერნეტში, მას აღარ სჭირდება რამე საავტორო უფლებების დადასტურება, ის მე ჩემს საკუთარ გალერეაში ავტვირთე, ასე რომ ვინც არ უნდა მოიპაროს ვერ იტყვის მე "ქუჩაში" ვიპოვნეო, იმიტომ რომ: წარმოვიდგინოთ ინტერნეტი ქალაქად სადაც ბოკე არის დიდი სავაჭრო ცენტრი, ჩემი გალერეა ბოკეზე კი არის ჩემი პატარა მაღაზია ამ სავაჭრო ცენტრში. ასე რომ ვერც ერთი გამვლელი ვერ იტყვის გზაზე ეგდო ოქრო და მე რა ვიცი ვისი იყოო.. ჩვენ ყველას ჩვენი "მაღაზიები" გვაქვს და გამოდის, რომ თუ ვინმე იპარავს რამეს, იპარავს ჩვენი დახლებიდან.

ნინო: სიკვდილის მერე საავტორო უფლებების გავრცელება აბსოლუტურად ლოგიკურია და მას გარკვეული ვადა აქვს. ასე მაგალითად, ფოტოზე სულ რაღაც 25 წელი ვრცელდება საავტორო უფლებები და სიცოცხლეშივე შეიძლება დაკარგო საავტორო უფლება ფოტოზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფოტო შენს გადაღებულად აღარ ითვლება და მისი კომერციულად გამოყენება შენს უკითხავად, არ ისჯება კანონით - ეს ნიშნავს რომ მისი გავრცელების უფლება სხვებსაც აქვთ, მგრამ არა ფინანსური მოგების ნახვის უფლება. ანუ შენ შენი ფოტოს გავრცელების ექსკლუზივს კარგავ. თუმცა ისევ შეგიძლია ის კომერციული მიზნით გამოიყენო. სხვებს აქვთ უფლება დადონ საიტებზე ისე რომ შენ არ შეგეკითხონ..

მაგრამ სიმღერაზე და მუსიკაზე ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 75 წლის მანძილზე ვრცელდება საავტრო უფლებები. რაც მის შთამომავლობას უტოვებს ექსკლუზიურ უფლებებს ნაწარმოების გავრცელებაზე.

წარმოვიდგინოთ მხატვრული ნაწარმოები (მუსიკა): ეს არის შემოსავლის წყარო. კომპოზიტორი დურგალი არაა სკამები და მაგიდები რომ აკეთოს და გაყიდოს, ის ქმნის მუსიკას და სრული უფლება აქვს თავის მუსიკიდან მიიღოს შემოსავალი.
დავუშვათ დურგალი, რომელსაც 100 სკამი ჰქონდა დამზადებული და დასაწყობებული, გარდაიცვალა. აქვს თუ არა მის შთამომავლობას უფლება გაყიდოს მშობლის ქონება? რომელიც უკვე მათია? პასუხი დადებითია. მაშასადამე რატომ არ უნდა ჰქონდეს კომპოზიტორის ოჯახის წევრებს იმის უფლება რომ მათი მშობლის ნაღვაწი გაყიდონ და ამაში ფული აიღონ?

დურგალი რამეთი მეტია კომპოზიტორზე?
რატომ გგონიათ, რომ ის რასაც კომპოზიტორი წერს აუცილებლად უნდა ჩამოურიგოს ხალხს და ამაში არაფერი აიღოს?
მორალურადაც და კანონიერადაც მემკვიდრეები აბსოლუტურად მართალნი არიან.

ინტელექტუალური ქონების მოპარვა (გამოყენება ნებისმიერი(!) გზით, თუნდაც კანონდამრღვევი არანაირ ფინანსურ მოგებას არ ნახულობდეს, თუნდაც შენს სახელსა და გვარს აწერდეს) არის კანონის დარღვევა. შენ ადამიანს ართმევ ქონებას მუქთად, მაშინ როცა მისი გამოყენებისათვის დაწესებულია გარკვეული გადასახადი. კანონდამრღვევი ავრცელებს შენს ნამუშევრებს იქ სადაც სენ არ გაგივრცელებია და შეიძლება სულაც არ აპირებ გავრცელებას. ან თუ აპირებ მით უფრო უარესი, შენ ის პირველობის უფლებას გართმევს. რაც ორმაგი დარღვევაა.

ჯერ კარგად გაიგეთ რა უფლებები გაქვთ თქვენს ნაწარმოებზე, ეს თქვენთვის იქნება უფრო კარგი.

იმედია კარგად ჩამოვაყალიბე აზრი.
LOOSER
ბევრი რამ გავიგე. blink.gif

მადლობთ კეშა wick.gif
besos
კიდევ ერთი ნიუანსი:
შეიძლება ეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ეს ყველგან ასეა: გადაღებული ფოტო ეკუთვნის მას, ვისი აპარატითაც იქნა ფოტო გადაღებული. თუ რა თქმა უნდა წდინასწარი შეთანხმება არ მოხდა ფოტოგრაფსა და კამერის პატრონს შორის.

ასევე საზოგადოებრივ თავ შეყრის ადგილებში, ქუჩაში, ბაღში, ბარსა თუ რესტორანში, ყველგან სადაც ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალული არ არის, რაზეც შესაბამისი ფოტოგადაღების საწინააღმდეგო ნიშნები უნდა მიგვითითებდეს (წითლად გადახაზული ფოტოაპარატის სახით) შეგიძლიათ გადაიღოთ ყველა და ყველაფერი რაც ვინც და გსურთ. ვისაც არ სურს, კამერის ობიექტივში მოხვედრა, ის მსგავს თავშეყრის ადგილებში არ დადის.

და კიდევ: ხომ ამბობენ რომ თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორთში ფოტოგადაღება აკრძალულიაო, შეიძლება დაჟე დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა შენიშვნაც კი მოგცეთ. ჰკითხეთ იმავე თანამშრომელს სად წერია ეს, ან სად არის ფოტოგადაღების ამკრძალავი ნიშნები. მიიხედ მოიხედეთ, მეტროს შესასვლელს კარგად დააკვირდით, ავტობუსში საჩვენებელ ადგილს შეხედეთ, სადმე ხომ არ არის (ამკრძალავი ნიშანი) და თუ მას ვერსად იპოვით საჩვენებელ ადგილზე გამოკრულს, შეგიძლიათ დაცვის სამსახურის თანამშრომელიც კითხვის გარეშე ჩააჩხაკუნოთ. სამართალი თქვენს მხარეს იქნება. რუსეთში დაჟე მანქანის გამჩერებელი ინსპექტორის ჩაჩხაკუნებაა ნებადართული.
vakho33
ძალიან საინტერესო თემა და ჩავერთვები მეც ცოტა დისკუსიაში. კონკრეტულად ერთ შემთხვევას მოვიყვანგანსახილველად და თქვენი აზრი და შეფასება მაინტერესებს!

kesha,
"მანქანების, სახლების, ოქროების და სხვა საგნებისაგან განსხვავებით, ინტელექტუალური ქონების ნიმუში (ფოტო, სიმღერა, ნახატი, ნაწერი, ლექსი და სხვ.) სარგებლობს ხლუხლებლობის უფლებით. საავტრო უფლებები სიცოცხლის უფლებასთან ერთად ხელუხლებელია ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც საომარ ან თუნდაც ფორსმაჟორში. იგივე პოლიციელი ვერ მოვა, შენი სახლიდან ვერ წაიღებს შენს ნამუშევარს და თავის დახატულად ვერ გაასაღებს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ხომ სასაცილოა smile.gif"

გეთანხმები სავსებით, რომ ინტელექტუალური ქონებაზე საავტორო უფლებები ხელუხლებელია. თუმცა რა ხდება საქართველოს შემთხვევაში? ნუთუ ფირზე აღბეჭდილი კადრი შენი საკუთრება არაა, მაშინაც კი თუ ის ჯერ არ გაგიმჟღავნებია? და თან რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას არის გადაღებული?

besos,
"მიიხედ მოიხედეთ, მეტროს შესასვლელს კარგად დააკვირდით, ავტობუსში საჩვენებელ ადგილს შეხედეთ, სადმე ხომ არ არის (ამკრძალავი ნიშანი) და თუ მას ვერსად იპოვით საჩვენებელ ადგილზე გამოკრულს, შეგიძლიათ დაცვის სამსახურის თანამშრომელიც კითხვის გარეშე ჩააჩხაკუნოთ. სამართალი თქვენს მხარეს იქნება. რუსეთში დაჟე მანქანის გამჩერებელი ინსპექტორის ჩაჩხაკუნებაა ნებადართული."

ვერ დაგეთანხმები. ეგრე რომ ჩააჩხაკუნო დაცვის თანამშრომელი ან პატრულის შეიძლება საერთოდ უკამეროდ დარჩე. რეალობა ესაა...

მოკლედ რატომ დავწერე ეს ყველაფერი. ორი დღის უკან ღამის 12 საათიდან რუსთაველი გადაკეტილი იყო. როგორც იცით აღლუმისთვის მზადება მიმდინარეობს. ეს ამბავი რომ გავიგე გადავწყვიტე რამოდენიმე კადრის გადასაღებად რუსთაველზე წავსულიყავი... საკმაოდ ბევრი სურათი გადავიღე. მოკლედ კმაყოფილი ვბრუნდებოდი სახლში, როდესაც სამი ფორმიანი პიროვნება წამომეწია და ჩემს მიერ გადაღებული სურათების წაშლა მომთხოვა. რა თქმა უნდა მე უარი ვუთხარი, მითუმეტეს ფირის აპარატი მაქვს და რამოდენიმე კადრს ხომ ვერ ამოვშლიდი?smile.gif ჩემ პასუხზე ერთ-ერთმა მანქანისკენ მიმანიშნა და მითხრა თუ არ გინდა უფრო "ტკბილად" მანქანაში ვისაუბროთ ფირი მოგვეციო. "ტკბილად" მანქანაში საუბარი რასაც ნიშნავდა ალბათ ყველა მიხვდით, რაღა უნდა მექნა? ამოვიღე ფირი და მივეცი...

ასე რომ, არც მთლად ეგრეა საქმე ვერავინ შეეხება შენ საავტორო უფლებას და ინტელექტუალურ საკუთრებასო... ვიღაცამ შეიძლება თქვას, ისეთი ტექნიკა ყავდათ გამოყვანილი რისი გადაღებაც არ შეილებაოsmile.gif თუ გადაღება არ შეილება, მაშინ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (მით უმეტეს რუსთაველზე) არ უნდა გამოიყვანონ და თან რამდენიმე დღეში ხომ პირდაპირ ეთერში უნდა ვნახოთ ყველაფერი? მოკლედ რომ ვთქვა მთელი ღამე არ მძინებია... საავტორო უფლებების კი არა ღირსება შელახულად ვგრძნობდი თავს ჩემი სურათების (ფირის) წართმევისთვის!
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.