Help - Search - Member List - Calendar
Full Version: არა ძალადობას!
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
beshqena
არ ვიცი, ყველას ჩვენ-ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია გვაქვს, მაგრამ ერთ რამეზე ალბათ ვთანხმდებით, რომ ძალადობა ყველასთვის მიუღებელია!
გთხოვთ გაეცნოთ ზემოაღნიშნულ პეტიციას და იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ხელი მოაწეროთ!



ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც გვამოძრავებს სურვილი შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ისე, რომ ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, სადაც უპირველესი ფასეულობა იქნება ადამიანის ღირსება;

ჩვენ გვამოძრავებს საქართველოს ისეთი მომავლის შექმნა, სადაც მიუღებელი იქნება პიროვნული, საზოგადოებრივი თუ სტრუქტურული ძალადობა;

ჩვენ გვამოძრავებს სურვილი თავიდან ავიცილოთ ძალადობა, რომელიც შეიძლება მოყვეს დღევანდელი პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას;

ამიტომ მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციის თითოეულ ლიდერს:

- ორივე მხარემ აღიაროს ძალადობა, როგორც პოლიტიკური ბრძოლისათვის მიუღებელი იარაღი. ასევე დაგმოს და შეწყვიტოს იმ საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს, ნერგავს, აღვივებს ძალადობას ანდა მოუწოდებს მისკენ;

- ორივე მხარემ პასუხისმგებლობა აიღოს პოლიციის თანამშრომლებისა თუ ოპოზიციის მომხრეების მიერ ჩადენილ ძალადობაზე და აღკვეთოს მისი განმეორება; დემონსტრანტებმა გამოიყენონ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდები და პოლიციამ ხელი აიღოს ძალის უკანონო გამოყენებაზე;

- ორივე მხარე დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონს;

ამასთანავე, მივმართავთ ევროპის კავშირის წარმომადგენელს საქართველოში პიტერ სემნებს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს პატრიარქს მისი ავტორიტეტის გამო, იშუამდგომლონ ორივე მხარესთან, რათა ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით მოხდეს მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებებზე დროული შეთანხმება.


პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.gopetition.com/online/27566.html
beshqena
...
dave
[*წაშლილია*]

ვუერთდები პეტიციას
Guja
რა თქმა უნდა ძალადობას არა
რა თქმა უნდა ყველამ რამენაირად უნდა ავიცილოთ თავიდან ძალადობა
და ასე შემდეგ
რა თქმა უნდა მე ვუერთდები ამ და ყვეალა სხვა პეტიციას რომელიც ძალადობას გმობს

მაგრამ...

ახლა ქვეყაა ძალადობის მსხვერპლი
ხალხი კიარა ქვეყანა. თურმე საქართველოში ჯალალედინი ყოფილა როგორც გუბაზი გაჰკივის მიტინგზე

რაც მე ვაკვირდები ამ მოვლენებს ძალიან ნათელ სურათს ვხედავ
არანაირი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არი, ქვეყანაში ომია!
ადამიანები, ქართველები თუ არაქართველები ამას უყურებენ როგორც პოლიტიკურ კინკლაობას.
სამწუხაროა, მაგრამ ნამეტანი უნიათო ხელისუფლება გვყავს
ორჯერ სამწუხაროა რომ ოპოზიცია საერთოდ არ გვყავს, მე ზუსსტად უგუნურ ხალხის ჯგუფს ვხედა, ზუსტად ისეთივეს როგორიც მთავრობაშია.
მთავრობა ვერ უზრუნველყოფს "ჩემ" სიმშვიდეს, ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულ წესრიგს
ოპოზიცია ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს კიდე უფრო მეტად უპასუხისმგებლო ქმედებებს და რომც მიაღწიოს საწადელს ზუსტად ისეთივე უნიათო იქნება როგორიც მთავრობა.
რატო ვლანძღავ მთავრობას:
1. ყოველდღე ათAი უკანონობა ხდება ქვეყანაში და რაღაცატო ამ უკანონობების აღკვეთას არც ცდილობს და ამითი თვითონ ჩადის უკანონობას (ყველაფერთან ერთად)
2. ცდილობს აკეთოს ის რაც მისი აზრით შეუნარჩუნებს ძალაუფლებას და არა ის რაც სასარგებლოა ქვეყნისთვის რაც კიდე უფრო ამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას და მიაქანებს უფსკრულისკენ

რატო ვლანძღავ ოპოზიციას:
1. ყოველდღე ათასი უკანონობა ხდება ქვეყანაში და ამ უკანონობის დიდი ნაწილი მათ სინდისზეა (თუმცა მათი უმრავლესობის სინდისზე ლაპარაკიც არ არის)
2. ცდილობს ყველა გზით (კანონიერი თუ უკანონო), მიაღწიოს საწადელს და გადააგდოს სააკაშვილი, ამასობაში გაგებაში არ არის რა არის ქვეყნის მართვა, რა არის სახელმწიფო და როგორც ეს 1921, 1991 მოხდა მშვენივრად აკეთებს ქვეყნის ნგრვის და დაჩანაგების საქმეს. ხო დამავიწყდა დამეწერა ეს ყველაფერი ხდება ნებსით თუ უნებლიედ!!!

ორთავე
თუ ამას შეგნებულად აკეთებენ ხო ვაი ჩვენს ქვეყანას და ჩვენ თავს!!!
თუ უნებლიედ გამოდით ხო მაშინ ვუი!!!

გუშინდელი აქცია ძალადობა თუ რაც იყო ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ არ შეიძლება იქცეოდეს პოლიტიკოსი მითუმეტეს რომელსაც პრეტენზია აქ ქვეყნის მართვზე და მის გადარჩენაზე. გუშინდელი აქცია მოძალადეების და უგუნურების აქცია იყო.
მთელი უბედურება იმაშია, რომ პირადად ჩემთვის გუშინ ხაზი გადაესვა სახელმწიფოს მიერ ჩადენილ თითქმის ყველა ძალადობის აქტს, პრეტენზიების უმეტესობას რაც მთავრობის მიმართ მქონდა რადგან გუშინდელმა აქციამ უფრო დიდი მოძალადე დამანახა. ვაი რომ საუბედუროდ.

ახლა ამ პეტიციის ქვეშ ჩემი საუბარი შესაძლოა უადგილოც არის, მაგრამ ყველას გთხოვთ ახალგაზრდებო, თავი შეიკავეთ უგუნური ქმედებებისგან, თავი შეიკავეთ ვინმეს ლანძღვა გინებისგან. ნამეტანი არ მინდა ვინმეს რაიმე მოუვიდეს.

ამ პეტიციაში კიდე აი ეს ფრაზა ნამეტანი უსიამოდ მომხვდა თვალში

"საქართველოს პატრიარქს მისი ავტორიტეტის გამო"

რაო? მისი ავტორიტეტის გამოო? რა ხდება როდის მერე სჭირდება პატრირქს (თანამდებობას) ავტორიტეტის მითითება, რა ხდება როდის მერე არ არის პატრირქი ერის სულიერი მამა?
სხვები რომ არიან იქ ჩამოთვლილი რატო არ უთითებთ მათ რის გამო მიმართავთ, თუ სემნები ისეთი შეუვალი ავტორიტეტია, რომ არ საჭიროებს დაკონკრეტებას?
ესაა რო გვღუპავს.

არავის არ დაუჯეროთ ხალხო, ერს ყავს სულიერი მამა პირველ რიგში მის სიტყვას დაემორჩილეთ არც ძალადობა იქნება და არც ღალატი!!!

Irisi
ბატონო გუჯა როგორ ცამდე მართალი ხართ ყველაფერში, ჩვენდა სამწუხაროდ... რატომაა ამ ქვეყანაში უგუნურების ზეიმი? ნუთუ ჭკუა და გონი საერთოდ გაქრა ქართველი ერიდან? თუ იმდენად ცოტაა რომ უბრალოდ ვერ მოერევა ამ უგუნურებას? არ ვიცი, ალბათ გვეშველება რამე...
beshqena
Guja,
გეთანხმებით და მეც მაგაზე მწყდება გული!

პატრიარქის ავტორიტეტს რაც შეეხება... ჩვე ეს ადამიანი დავღალეთ, არ ვუჯერებთ, ცუდად ვიქცევით... და ეს თხოვნაა, რომ კიდევ ერთხელ ჩაერთოს პროცესში...

მორწმუნე თუ ათეისტი მას ყველა პატივს სცემს, იმიტომ, რომ წრფელი, სუფთა და ნათელი ადამიანია... ყველას უყვარს... და ამ სიწმინდეების გარდა მას უდიდესი ავტორიტეტიც აქვს... და ამ უგუნურებს და ურჯულოებს (ერთ მხარესაც ვგულიხმობ და მეორესაც) ღმერთის რომ არ წამთ კი გამოჩნდა, მაგრამ პატრიარქის რიდი საბედნიეროდ ჯერ კიდევ აქვთ...

სულ ეს იყო ამ წინადადების მიზეზი.

ისე, როგორ ხართ? smile.gif
Guja
beshqena,

ეჰ, როგორ ვიქნები აბა, გვექცევა ქვეყანა თავზე იდიოტი იდიოტე ზის და იდიოტების ბრბოში დარბის
აბა კარგად ვიქნები ახლა ან მე ან ყველანი ერთად?
beshqena
Guja,
ჰო, მესმის...
წელიწადნახევარია ვერ დავისვენეთ, რა! sad.gif
chechekuna
წელიწად ნახევარი? მე რაც აზროვნება დამვიწყე მას შემდეგ ვერ დავისვენე, საქართველს არ შეუძლია ამ ყველაფრის გარეშე.არ ვყოფ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას, ორივე მხარეს ქართველია და ქართველი კიდევ აი ასეთია, ერის და მშობლის გამყიდველი. ერს მიტინგები უნდა, იმიტომ რომ ჯოგში არსებობა ადვილია, ერს გმირი უნდა იმიტომ რომ მერე მას დააბრალოს ყველა შეცდომა.ჩვენ კიდევ არაფრის კეთება არ გვინდა, მხოლოდ მიტინგები, მიტინგები, მიტინგები.... საშინელებაა რაც დღეს ხდება და ამაში ორივე მხარეა დამნაშავე და უფრო მეტად ხალხი...
vip_171
ძალადობა ძაან ზოგადია და ძნელი სათქმელია როდის და რა შემთხვევაში გამოიყენო. ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, მაგრამ მე ეს პეტიცია მეტისმეტად პაცეფისტურად მეჩვენება და რა გითხრათ აბა... diax.gif diax.gif diax.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.