არასამთავრობო ორგანიზაცია სთეფ ფორვარდი „თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურს თემაზე „ჩვენ ვცხოვრობთ ერთად“. ფოტოკონკურსის მიზანია წარმოაჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტო-კლუბ ბოკეს წევრებს.
ფოტოკონკურსით დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო თემასთან დაკავშირებული ფოტოები 2009 წლის 10 მაისიდან 2009 წლის 27 მაისის ჩათვლით უნდა ატვირთონ, ფოტოკლუბ ბოკეს ფორუმზე გახსნილ სპეციალურ საკონკურსო გალერეაში არსებული ლიმიტების ფარგლებში.
2009 წლის 28 მაისიდან 2009 წლის 31 მაისამდე საკონკურსო გალერეაში ატვირთულ ფოტოებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ფოტოკონკურსის ორგანიზატორი ორგანიზაციის და ფოტოკლუბ ბოკეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან.
ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილი პირველი 20 ყველაზე რეიტინგული ფოტოს ავტორებმა, 2009 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით გამარჯვებული ფოტოები A3 ფორმატში უნდა გამოგზავნონ შემდეგ საფოსტო მისამართზე adjaraphoto@gmail.com
გამარჯვებული ნამუშევრები გამოიფინება ქ. ბათუმში 2009 წლის 14 ივნისს.
პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:
I ადგილი - 170 ევრო
II ადგილი - 130 ევრო
III ადგილი - 100 ევრო
ფოტოკონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას გამარჯვებული ფოტოები გამოიყენონ არაკომერციული მიზნით (ბილბორდი, პოსტერი, ბროშურის ან წიგნის ყდა, ა.შ.).
გაითვალისწინეთ, რომ განთავსებული ფოტოსურათები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსო მიზნებს. ფოტოები რომელიც არ შეესაბამება საკონკურსო მიზნებს წაიშლება საკონკურსო გალერეიდან.
პროექტი ხორციელდება ევრო კომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებით ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის სასურველ კითხვებზე მიიღებთ ამ თემაში.
Lajvardishvili
May 4 2009, 22:07
მშვენიერი კონკურსია

, მითუმეტეს გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოც არის გათვალისწინებული

QUOTE(Magdu @ May 4 2009, 21:18)
I ადგილი - 170 ევრო
II ადგილი - 130 ევრო
III ადგილი - 100 ევრო
DIKARKA
May 4 2009, 23:03
რა კარგია კონკურსიი
რამდენი ხანი აღარ მსმენია არაFერი ...
-))
გადავავლო ერთი თემატიკასთან შესაბამისი თუ ვიპოვე რამე
-)
DIKARKA
გადახედე, გადახედე და 10 მაისიდან "შეუტიე" საკონკურსო გალერეას
stringer
May 4 2009, 23:42
ჰოო...მეც გადავავლებ თვალს
stringer,
არც ახლა არის გვიანი, რომ გადაიღო რამოდენიმე ფოტო
kakha kakhiani
May 7 2009, 18:43
ლივინგ თუგეზარ რო იყო იმისი რამეა?
kakha kakhiani,
არა, ეს სხვა პროექტის ნაწილია
Goderdzi Makharashvili
May 7 2009, 19:11
კარგია
გადახედვა მეზარება თუ რაიმეს გადავიღებ შემოგთავაზებთ
წარმატებები ყველას წინასწარ
Avtandil Mamulia
May 7 2009, 22:24
ვა კონკურსებს რა ჯობია მისტერ ადმინისტრატორ
Nanka Pavich
May 8 2009, 13:17
Firelight
May 8 2009, 17:17
ძალიან კარგი კონკურსია!
მითუმეტეს ფოტოები ბათუმში გამოიფინება!

წარმატებებს გისურვებთ!
საკონკურსო ვადებში შევიდა მცირეოდენი ცვლილებები, გთხოვთ გადახედოთ პირველ პოსტს
stringer
May 9 2009, 16:16
რომელ საათზე ჩაირთვება საკონკურსო გალერეა?
chezitto
May 9 2009, 17:55
Magdu,
...რა მაინტერესებს იცი? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში, მაინცდამაინც ინვალიდი ბავშვებია ნაგულისხმები?
stringer,
00:00-ზე
chezitto,
ამ კითხვაზე უფრო ორგანიზატორები გაგცემენ პასუხს.
stringer
May 9 2009, 23:46
ბარემ 28 მაისის ჩათვლით რომ იყოს არა? ამატორებს 7 ფოტო გამოუვათ
ეს არის საკონკურსო გალერეის ლინკი
http://www.boke.ge/forum/index.php?act=mod...y&cmd=sc&cat=61მალე შეგეძლებათ ფოტოების ატვირთვა.
QUOTE(chezitto @ May 9 2009, 17:55)
[b][/b],
...რა მაინტერესებს იცი? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში, მაინცდამაინც ინვალიდი ბავშვებია ნაგულისხმები?
მაინცდამაინც ბავშვები არა, უფროსი ასაკის ადამიანებიც.
მოკლედ, ყველა ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით სარგებლობს.
chamoxeuli bilbordebi
May 11 2009, 12:56
მგონი ტვინის განძრევა მეზარება

თუ გავანძრიე 27 მდე შეიძლება დავდო რამე
chamoxeuli bilbordebi,
მე შენ სხვანაირს გიცნობდი
ტვინიც და კამერაც ერთად უნდა მოიყვანო მოქმედებაში
მათ ვინც კონკურსში ღებულობს მონაწილეობას, გთხოვთ გაითვალისწინოთ ფოტკონკურსთან დაკავშირებული თემიდან მოყვანილი ეს ნაწილი:
QUOTE
ფოტოკონკურსის მიზანია წარმოაჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
წარამტებებს გისურვებთ ყველას
გთხოვთ საკონკურსო გალერეაში ატვრითულ ფოტოებზე ნუ იქნება სახელის ან ავტორის იდენტიფიკაციის აღმნიშვნელი წარწერები
Zaza Gabaidze
May 18 2009, 02:47
მართალს ამბობს ჩემი მეზობელი

QUOTE
გთხოვთ საკონკურსო გალერეაში ატვრითულ ფოტოებზე ნუ იქნება სახელის ან ავტორის იდენტიფიკაციის აღმნიშვნელი წარწერები
აფსოლიტურად ყველანაირი დეტალი რითაც შესაძლებელია რომ ავტორი გამოიცნოს ფორუმის სხვა წევრმა აი ეგეთი დეტალები უნდა იქნას მოშორებული საკონკურსო გალერეაში
კარგია კონკურსი და მითუმეტეს როდესაც ესეთ თემატიკაზე კეთდება
გამონაკლისის სახით და იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზატორების მოთხოვნის თანახმად საკონკურსო გალერეაში ფოტოს ატვირთვა ხორციელდება ანონიმურად, მაგრამ ამის მიუხედავად გალერეაში უკვე არის ფოტოები, რომლებზეც მითითებულია ავტორის ვინაობა, გთავაზობთ - ფოტოს ავტორებმა გამომიგზავნეთ იგივე ფოტოები (ავტორობაზე ყოველგვარი მითითების აღმნიშვნელი სიმბოლიკის ან წარწერების გარეშე) და მე ჩავანაცვლებ გალერეაში არსებულ ფოტოებს გამოგზავნილი ფოტოებით.
ელ.ფოსტა - invitation "@" boke.ge (ე.წ. პრობელების და ბრჭყალების გარეშე)
დასრულდა ფოტონამუშევრების მიღება.
ხვალ მოხდება ორგანიზატორების მიერ დასახელებული იმ ნამუშევრების წაშლა გალერეიდან, რომლებიც არ შეესაბამებიან კონკურსის თემას და დავალებას.
დიდი მადლობა ადმინისტრაციას ამ კონკურსის დაშვებისთვის. მე პირადად ასეთ ადამიანებთან ვმუშაობ. ამ კონკურსს ვთვლი დადებითად, რადგან საშუალება მოგვეცა ფოტოების მეშვეობით საზოგადოებისთვის გაგვეცნო ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენც გაგვეგო თუ რა ხდება სხვაგან.
სასურველი იქნებოდა პერიოდულად ან მუდმივად ჩატარდეს ასეთი გამოფენა ამ თემატიკის ირგვლივ ამ საიტზე, რადგან საზოგადოებამ უფრო ახლოს მიიღოს ეს ადამიანები, რადგან ეს ადამიანებიც არიან ამ საზოგადოების ნაწილი და თანაც საინტერესო ნაწილი.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კონკურსის ორგანიზატორებს, ამ საიტს და საიტის ადმინისტრაციას
კონკურსის ორგანიზატორების აზრით, შემდეგი ფოტოები არ შეესაბამება კონკურსის თემატიკას და შესაბამისად იქნება წაშლილი საკონკურსო გალერეიდან:
[attachmentid=17098]
[attachmentid=17099]
[attachmentid=17100]
[attachmentid=17101]
[attachmentid=17102]
[attachmentid=17103]
[attachmentid=17104]
როდის იქნება შედეგები?
tsumbusha
May 31 2009, 22:33
ჰა სედეგები არ გამოჩნდება?
tsumbusha
May 31 2009, 23:24
ორი ფოტო როა მესამე ადგილზე ეხლა პრიზი როგორ იქნება ორივეს?
stringer
May 31 2009, 23:27
გილოცავთ
tsumbusha,
ამ საკითხის გადაწყვეტა უკვე ორგანიზატორების პრეროგატივაა.
ორგანიზატორებს შედეგები ჯერ სავარაუდოთ არ უნახავთ, დაველოდოთ მაგათ პოზიციას.
QUOTE(tsumbusha @ May 31 2009, 23:24)
ორი ფოტო როა მესამე ადგილზე ეხლა პრიზი როგორ იქნება ორივეს?

ცუმბრიკ,
მოვიფიქრებ რამეს

, ოღონდ ხვალამდე მაცალეთ ორგანიზატორებს შევუთანხმო
tsumbusha
May 31 2009, 23:35
გილოცავთ ისე ყველას
Added @ [mergetime]1243798717[/mergetime] ოკ სუხო აქ ვარ თუ რამეა
stringer
May 31 2009, 23:39
ორგანიზატორებს როგორ არ უნახავთ ჯერ,მათგან ორი ხომ ჟიურიში უნდა ყოფილიყო?
stringer,
მე ვნახე უკვე და მე-3 ადგილის საკითხს უფროსობასთან შევათანხმებ მაინც

.
გილოცავთ ყველას ვისი ფოტოებიც პირველ 20-ში მოხვდა
QUOTE
პირველი 20 ყველაზე რეიტინგული ფოტოს ავტორებმა, 2009 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით გამარჯვებული ფოტოები A3 ფორმატში უნდა გამოგზავნონ შემდეგ საფოსტო მისამართზე adjaraphoto@gmail.com
Sofio Gokhelashvili
Jun 1 2009, 00:22
გილოცაააავთ
chamoxeuli bilbordebi
Jun 1 2009, 00:23
უაა

გილოცავთ

))
Added @ [mergetime]1243801684[/mergetime] QUOTE(tsumbusha @ May 31 2009, 23:24)
ორი ფოტო როა მესამე ადგილზე ეხლა პრიზი როგორ იქნება ორივეს?

არა ააგდებენ ჰაერში და რომელიც დაიჭერს
kakhabera
Jun 1 2009, 01:47
ძალიან დიდი მადლობა
kakhabera
Jun 1 2009, 02:07
suara- დიდი მადლობა
DIKARKA
Jun 1 2009, 02:28
გილოცაავთ ბავშვებოო
kakhabera
Jun 1 2009, 02:50
suara-გილოცავ მთელი გულით...
გილოცავთ ყველას!
tsumbusha,
chamoxeuli bilbordebi,
თანხა თანაბარ ნაწილად გაიყოფა და თითოეულს მე-3 ადგილისათვის გათვალისწინებული საპრიზო თანხიდან 50-50 ევრო შეგხვდებათ
tsumbusha
Jun 1 2009, 11:57

ეგეც კაია მადლობა
M I N I
Jun 3 2009, 12:00
გილოცავთ !!!
leluchi
Jun 3 2009, 15:16
მომილოცავს!!!
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.