რატომ გაწუხებთ, ასეთი თხოვნა მაქვს, არის ასეთი თბილისელი ფოტოგრაფი "ფოტომოყვარული" ხანში შესული მამაკაცი, რომელსაც ჭირდება ჩვენი დახმარება, ფოტოს იღებდა "მიზანი" გასწორებული, მაგრამ შევნიშნე რაღაც უჭირდა მივედი გავესაუბრე, მართლაც ესაჭიროებოდა ჩემი დახმარება მაგრამ არა ერთჯერადი (ციტატა : წამი გარბის ამის დედავატირე მანამ მე ღილაკს ვაჭერ

)

აღმოჩნდა რომ ახლად დამეგობრებულ ფოტოაპარატთან (სონი ალფა200) ურთიერთობა მთლად ვერ აწყობოდა, მოგეხსენებად რთულია ასაკში ახალი მეგობრის შეძენა, მითუმეტეს თუ იმ ენაზე არ საუბრობს რაზეც შენ შეგიძლია ლაპარაკი, ტექნიკის შემთხვევაში დიდი ნახტომის გაკეთებაც საკმაოდ რთულია ვგულისხმობ, პირობითად ზენიტიდან ზემოთ აღნიშნულ აპარატამდე ხოდა მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო მეც გამიჭირდა დახმარება, მაგრამ თქვენი იმედი მაქვს . ჭირდება სონი ალფა200 ის "პასპორტის" რუსულ ენოვანი თარგმანი ან ვერსია .