რატომ გაწუხებთ, ასეთი თხოვნა მაქვს, არის ასეთი თბილისელი ფოტოგრაფი "ფოტომოყვარული" ხანში შესული მამაკაცი, რომელსაც ჭირდება ჩვენი დახმარება, ფოტოს იღებდა "მიზანი" გასწორებული, მაგრამ შევნიშნე რაღაც უჭირდა მივედი გავესაუბრე, მართლაც ესაჭიროებოდა ჩემი დახმარება მაგრამ არა ერთჯერადი (ციტატა : წამი გარბის ამის დედავატირე მანამ მე ღილაკს ვაჭერ ) აღმოჩნდა რომ ახლად დამეგობრებულ ფოტოაპარატთან (სონი ალფა200) ურთიერთობა მთლად ვერ აწყობოდა, მოგეხსენებად რთულია ასაკში ახალი მეგობრის შეძენა, მითუმეტეს თუ იმ ენაზე არ საუბრობს რაზეც შენ შეგიძლია ლაპარაკი, ტექნიკის შემთხვევაში დიდი ნახტომის გაკეთებაც საკმაოდ რთულია ვგულისხმობ, პირობითად ზენიტიდან ზემოთ აღნიშნულ აპარატამდე ხოდა მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო მეც გამიჭირდა დახმარება, მაგრამ თქვენი იმედი მაქვს . ჭირდება სონი ალფა200 ის "პასპორტის" რუსულ ენოვანი თარგმანი ან ვერსია .
რესურსი "A200" 50 000 კადრი აქვს... მერეც შეიძლება გადაიღოს მაგრამ რესურსის ოდენობა 50 000 კადრი უწერია... ისე ყველა სარკულს აქვს თავისი რესურსი ზოგს 50 000, ზოგს 100 000 ზოგს 300 000
50 000 კადრი ცოტა არაა ნამდვილად... დღეში 50 ფოტო რო გადაიღო საშუალოდ (რაც არ მგონია) 1000 დღე გეყოფა ანუ 3 წელი დაახლოებით... ხოდა 3 წლის მერე გამოცვი ან შუთერს ან აპარატს ტყუილად ჩხაკუნისთვისაც იმყოფინებ... ეგრე აქვს მაგ კლასის აპარატების უმეტესობას 50 000 იანი რესურსი