მაქსიმუმ 2 ობიექტივი, მეტს ვერ წავიღებ, მათ შორის ერთი ტელე იქნება
200მმ + 2Xკონვერტერი
ჯიხვებზე ,,სანადიროდ"
ეხლა რაც შეეხება მეორე ობიექტივს
ჩემი მოთხოვნაა მინიმუმ 18მმ გაშლილი პეიზაჟებისთვის, მაკრო გადაღებისთვის საშუალება, მინიმუმ 2.8 შუქძალა რო მაკროს დროს ნორმალური ბოკე გამოვიდეს, და 2.8 ფიქსირებულ შუქძალასთან ერთად 50 მილიმეტრზე მეტი თუ ექნება მაქსიმალური კუთხე ეგაც კაია იმიტო რო საპორტრეტედაც გამოდგება
ყველაფერი ერთ ობიექტივში მინდა, ჯერ ერთი საყიდლადაც ჯობია და მეორე რაც უფრო ჩემთვის მნიშვნელოვანია 2 ზე მეტ ობიექტივს ვერ წავიღებ...
ალბათ ესაა ჩემთვის ყველაზე კაი ვარიანტი
http://www.sigma-photo.com/lenses/lenses_a...320&navigator=6
ფართე კუთხეც აქვს, მაკროც აქვს, ფიქსირებული 2.8 დიაფრაგმა. და 50მმ ზე პორტრეტებსაც გემრიელად გადაიღებს
მაგრამ ერთი რაღაც მაქფიქრებს
ჩემ ,,სასაპნეს" რომელიც თითქმსი ასანთის კოლოფის ხელაა (canon ixus60) 35 მილიმეტრის ექვივალენტზე მაკრო გადაღების მინიმალური მანძილი 3 სანტიმეტრი აქვს. ანუ პროპირციულად რო გამოვთვალო ზემოდხსენებულ ობიექტივს, (SIGMA 18-50mm F2.8 EX DC MACRO) 50 მილიმეტრზე (1.6 კროპ ფაქტორის გათვალისწინებით გამოდის 80მმ) 6.8სანტიმეტრი უნდა ქონდეს მინიმალური ფოკუსური მანძილი. სინამდვილეში 20 სანტიმეტრი აქვს

რაც გაცილებით უარესი მონაცემია ჩემ სასაპნესთან შედარებით, არადა მაკრო ობიექტივად ითვლება :-s
ხარისხზე რათმაუნდა არ ვდავობ, მაგრამ გამოდის, რომ რიგ შემთხვევებში კომპოზიციურად ჩემი სასაპნეთი უკეთესი მაკროს გადაღება შეიძლება??
