მთაში წასასვლელად წინასწარ თადარიგს ვიჭერ მაქსიმუმ 2 ობიექტივი, მეტს ვერ წავიღებ, მათ შორის ერთი ტელე იქნება 200მმ + 2Xკონვერტერი ჯიხვებზე ,,სანადიროდ"
ეხლა რაც შეეხება მეორე ობიექტივს
ჩემი მოთხოვნაა მინიმუმ 18მმ გაშლილი პეიზაჟებისთვის, მაკრო გადაღებისთვის საშუალება, მინიმუმ 2.8 შუქძალა რო მაკროს დროს ნორმალური ბოკე გამოვიდეს, და 2.8 ფიქსირებულ შუქძალასთან ერთად 50 მილიმეტრზე მეტი თუ ექნება მაქსიმალური კუთხე ეგაც კაია იმიტო რო საპორტრეტედაც გამოდგება
ყველაფერი ერთ ობიექტივში მინდა, ჯერ ერთი საყიდლადაც ჯობია და მეორე რაც უფრო ჩემთვის მნიშვნელოვანია 2 ზე მეტ ობიექტივს ვერ წავიღებ... ალბათ ესაა ჩემთვის ყველაზე კაი ვარიანტი
ფართე კუთხეც აქვს, მაკროც აქვს, ფიქსირებული 2.8 დიაფრაგმა. და 50მმ ზე პორტრეტებსაც გემრიელად გადაიღებს
მაგრამ ერთი რაღაც მაქფიქრებს ჩემ ,,სასაპნეს" რომელიც თითქმსი ასანთის კოლოფის ხელაა (canon ixus60) 35 მილიმეტრის ექვივალენტზე მაკრო გადაღების მინიმალური მანძილი 3 სანტიმეტრი აქვს. ანუ პროპირციულად რო გამოვთვალო ზემოდხსენებულ ობიექტივს, (SIGMA 18-50mm F2.8 EX DC MACRO) 50 მილიმეტრზე (1.6 კროპ ფაქტორის გათვალისწინებით გამოდის 80მმ) 6.8სანტიმეტრი უნდა ქონდეს მინიმალური ფოკუსური მანძილი. სინამდვილეში 20 სანტიმეტრი აქვს რაც გაცილებით უარესი მონაცემია ჩემ სასაპნესთან შედარებით, არადა მაკრო ობიექტივად ითვლება :-s ხარისხზე რათმაუნდა არ ვდავობ, მაგრამ გამოდის, რომ რიგ შემთხვევებში კომპოზიციურად ჩემი სასაპნეთი უკეთესი მაკროს გადაღება შეიძლება??
რაღა გირჩიოთ ყველაპერი გიწერია, უბრალოდ გედკი მე მთაში ვიყენებ 35-80 სტანდარტულს და 80-200 ესეც სტანდარტულლია ვიღებ ფირზე L ხარისხის ობიექტივების ტაღება არ მიცდია სიმძიმის გამო, პროფესიონალურ ფოტოებზე ვერაპერს ვერ გეტყვი თუმცა რის საშვალებასაც მაძლევენ ეგ ობიექტივები შეგიძლია ჩემს გალერეაში ნახო, http://www.boke.ge/user/mountaineer
wrangler, 1) ჯიხვებზე სანადიროდ 200 მმ მხოლოდ L კლასის. ჩვეულებრის იაფიანზე კონვერტორი იმდენად დაგიგდებს ხარისხს და შუქძალას რომ აზრიდაეკარგება.
2) პეიზაჟები და მაკრო არათავზებადი რამეა. ნებისმიერი ლინზა ისეა კონსტრუირებული რომ იდეალური ხარისხი მოგცეს იმ დიაპაზონში რაზეც გარის გათვლილი. მაგალიტად 17-40 L არის გაცილებით უფრო ხარისხიანი 17-ზე ვიდრე 40-ზე. ასევე ნაღდი მაკრო ლინზა უფრო კარგ ხარისხს იძლევა როცა ახლოს მდებარე ობიექტებზე აფოკუსებს.
3) ეგ მაკრო ლინზა ბრჭყალებშია. ნაღდი მაკრო ისაა გოგია რო ყიდდა. ასე რომ ნუ გიკვირს რომ ახლოდან ვერ აფოკუსებს. სიმძიმეს რაც შეეხება რავი აბა გააჩნია რამდენ დღიანში დადიხარ. 3-4 დღიანში 10D+17-40L მიტარებია და არაა პრობლემა.
და ბოლოს სიგმა ძაან ფრთხილად უნდა იყიდო. მე საერთოდ არ ვიყიდდი სიგმას სანამ ჩემი ხელით არ დავტესტავდი.
mountaineer, 35-80 ს სრულ ფორმატიანზე ხმარობ? კროპიანზე 35მმ ვიწროა კარგი სურათებია, მეცნო ბევრი ადგილი ეხლა დავუკვირდი ფირია ხო?
Nika, 17-40 ძალიან არა მაგრამ მაინც ფართეკუთხიანი ზუმია, და გასაგებია რო 17 ისკენ ექნება ხარისხის კონცენტრაცია მაგრამ 18-50 სიგმა სტანდარტულ ზუმებში გადის. ანუ მაინც 50 მილიმეტრზე უარესი შედეგი ექნება? არადა 50/2.8 ზე ისეთი გემრიელი პორტრეტები იყო ბლარის ამბავში ამ ტესტს თუ დავუჯერებთ 18მმ ზე და 50მმზე თითქმის ერთნაირი გარჩევადობა აქვს http://www.topicpoint.com/sigma_18-50mm/
მარა ბოლოში ნახე რა უწერია
so since my tests were done only on one copy of the lens, it may not represent the performance of another unit of the lens