ხო.
იმდენჯერ დაუსვამთ ჩემთვისაც ეს კითხვა, რომ ლამის პროფილში Fuck-კიარადა, Faq-ის სია დავიყენო სურათად და პირველ კითხვად ეს დავწერო...
დავიწყოთ მარცხნიდან მარჯვნისაკენ.
რა არის N?
ეს N შეიძლება იყოს უბრალოდ ჩემი სახელის ინიციალი (ანდუყაფარი)
ან ნომერი (#-ის სტილში)
ან ჩემი თავის ქალის შიგთავსის აღმნიშვნელი (ნაფცქვენები)
ან ჩემი პროფესია (ნალბანდი)
ან ჩემი თვისება (ნეხვი)
ან გავაზე რისი ღრმა კვალიც მაქვს, იმის აღმნიშვნელი (ნალი)
ანდა ეს ყველაფერი ერთად პლიუს ახლა დავიწყებული რამეებითურთ.
კაი. ახლა მივადექით 67-ს.
შეიძლება ეს გაგებულ იქნეს მარტივად, როგორც ვიკიპედია გვეუბნება:
67 (sixty-seven) is the natural number following 66 and preceding 68. It is an odd number.(ვააა)
კი ბატონო. ასეც შეიძლება.
67 წელიც იყო ადრე. (1967-ს მოიხსენიებენ უფრო ამ სახელით)
ყველაზე მეტად თითქოს ამ დროს უნდა ქცეულიყო დედამიწა ყვავილების ქვეყანად.
გავხლიჩოთ 67 შუაზე და მივიღებთ 6-ს და 7-ს. ჩავრიოთ საკრალიზმი და აი სიურპრიზიც: მივიღეთ 6-ის და 7-ის, ეშმაკეულის და ღვთაებრივის დაპირისპირება, ან შეთავსება და თანაარსებობა. რავარია? თუ გვეყოს ეს დიალექტიკა?
ხო, კოხტა, პაწია გალაქტიკაა NGC 67.
1867-ში მოთამაშე დაწერა დოსტოევსკიმ.
თუ დააკვირდებით 1-დან 100-მდე რიცხვების სიას, 67 ყველაზე ლამაზია.
და თუ დამიჯერებთ, 1367 სიმბოლოა ამ პოსტში...
მაგრამ მე მაინც სულ სხვა რამის გამო მქვია ეს ნიკი. ბოკეზე 5787-ე წევრს აქვს ეს სახელი და ძალიან მომეწონა მეც.