ღამე გავათენე და დილა რომ თენდებოდა სადღაც 7-ის ოცი წუთი იქნებოდა გარეთ გავიხედე და წვიმდა. იცით როგორ წვიმდა? მათ გეცოდინებათ ვინც გაიღვიძეთ ერთი კვირის წინ დილით. ყველაფერი ლურჯი იყო გარშემო და ოდნავი იასამნის ფერი დაჰკარვდა. ამინდი იყო თვითონ მოწყენილი და მეც მშვენიერი გარემო დავინახე იმისათვის, რომ მესეირნა და მეფიქრა.
ჩავიცვი ჩემი დაძველებული ტანსაცმელი, აპარატი ჩავიტნიე ჟაკეტში, დედაჩემის ქოლგა ავიღე და წავედი სასეირნოდ. მე ვცხოვრობ წერეთელზე, პანთეონის პირდაპი. როგორც წესი სახლიდან სასეირნოდ რომ გამოვდივარ ბაზრისკენ მივდივარ. იქ ვუყურებ მძიმე სურათს ასე მგონია მიწაზე ვეშვებითქო მაგრამ ეგეც თავისებური ილუზიაა. გამოვედი სახლიდან და იქვე დავიწყე გადაღება სანამ გადავწყვეტდი საით წავსულიყავი.

ეს ფოტო არ გამომივიდა, ვიცოდი რომ არ გამომივიდოდა: )
ზევით ქოლგიდან წვეთი ეცემოდა და ქვევით ბუჩქია, ასეთი ფოტოები საერთოდ არ გამომდის.
მიჭირდა ქოლგის ჭერაც და აპარატისაც ისე რომ არ გავნძრეულიყავი.
შემდეგ შევტრიალდი და ქალი გაჩერებაზე ქოლგით ისიც ხელში.
სად მიდიოდა ეს ქალი დილის შვიდ საათზე უზომოდ მაინტერესებდა.
ვიფიქრე მივალ და მეც დავდგები იქთქო. მერე ეს სადაც ჩაჯდება, მეც იქ ჩავჯდებითქო, მერე სადაც ჩამოვა მეც იქ ჩამოვალთქო და საერთოდ მთელი დღე ასე გავყვები და ვნახავ თავს რა გადახდებათქო.
მაგრამ გამბედაობა არ მეყო, თან თითქოს სხვა გეგმები მქონდა.

მე გავეშურე ხიდისკენ. ხიდს რა ქვია არ მახსოვს ვიცი რომ სააკაძეზე ადიხარ დიდუბიდან ამ ხიდს რომ გადახვალ. ძალიან უცნაური ხიდია. თითქოს ეგ ხიდი მხოლოდ მანქანებისთვის არის განკუთვნილი.
და მთელს თბილისში ასეა. თითქოს ყველა ხიდი გარდა მშრალისა მანქანისთვის არის გაკეთებული.
ამ ხიდზე ადამიანი ძალიან იშვიათად შეგხვდება, დასაწყისში დგანან ელისავას მუშები, მაგრამ ახლა არ იდგნენ მათთვისაც კი ადრე იყო.მე ხიდზე რომ ავედი მივხვდი აქ ხალხი რატომ არ დადიოდა. ხალხი დადის მაგრამ ისეთი ხალხი დადის, რომ ვერ ამჩნევ. არ იქცევენ ყურადღებას. ისეთუ უბრალო ადგილია ისეთი მიტოვებული რომ იქ ფეხით მოსიარულეც შენთვის მიტოვებულია. ქვეცნობიერად გადავწყვიტე თამამად მეარა ამ ხიდზე და ყურადღება მიმექცია, რაიმე შემეცვალა. მერე ხიდის შუაში რომ გავედი დავინახე მთლიანად დანისლული ქალაქი. აპარატი ამოვაძვრინე ჟაკეტიდან და ობიეკტივში გავიხედე.
მივხვდი რომ ვიღაც აკლდა კადრს. იცი როდესაც მარტო ხარ და შენ არავინ გყავს გვერდში იმითაც უნდა დაკმაყოფილდე რომ საკუთარი თავი გყავს მაინც. ზოგს ეგეც არ ყავს გვრედში.

მერე შემოვტრიალდი და მაინტერესებდა ვინმე მაინც მანქანიდა რომ მიყურებდა თუ შემოდიოდა ჩემს მდგომარეობაში, თუ უფიქრია რომ ვინ არის ეს ადამიანი. ან რა სასეირნო ადგილი ნახა ანუ არ სეირნობს ვინ არის??? აი ამ კითხვას თუ სვამდა, ეს მაინტერესებდა რატომღაც მეგონა რომ სვამდა ამ კითხვას. მერე მომინდა უკან მობრუნება და მეორე მხარეს გადასვლა ხიდის. გადასვლა რომ დავიწყე შორიდან მაღალი სიჩქარით მანქანა მოდიოდა და ვერ გავრისკე ვერ გადავირბინე თან რა იცი ფეხი რომ დამსრიალებოდა. და გავჩერდი. მანქანა არ შეჩერებულა ჩამიქროლა და ხოშიანად გამწუწა. მივხვდი რომ არავინ ფიქრობდა ჩემზე და ჩემს მდგომარეობაზე დილის შვიდ საათზე ქალაქში.
ერთი გოგოა ნანუკა ქვია. მისი გადაღება დიდი ხანია მინდოდა და დავურეკე გავაღვიძე. გამოდი გადაგიღებთქო. მოვიდა. წავედით რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ. იქ ლამაზი ვიტრაჟი მეგულებოდა და საერთოდ ისეთი სივრცეა გარშემო, რომ მიუხედავად, სუნისა და სიბნელისა არ ითრგუნები.
მივედი უკვე დაუნგრევიათ ჩემი ვიტრაჟი, სწორედ იმ ადგილიდან დაუწყიათ ამ ადგილის დანგრევა და იქ დიიდი ლურჯი ცელოფანი დაუკიდიათ.
ნანუკა იქ დავაყენე.

ნანუკა ძირსაც დავაწვინე, ნანუკა იქაც გავატარე, ნანუკა თავისუფალი ადამიანია, ყველაზე თავისუფალი გოგოა იმ გოგოთაგან ვინც მიყვარს და პატივს ვცემ.

(დავამთავრებ და მერე დააკომენტეთ)