ფოტოების და ტექსტის ავტორი გიორგი ზღულაძე.
თავიდან ბოლომდე დაბრონილი "ურალი", რომელიც დღეს დილით დაიჭირეს შ.ს.ს -ს თანამშრომლებმა იგოეთის ტეკის მიდამოებში.
დაბრონილია როგორც კაბინა, ასევე ძარა. შეჩერება შესაძლებელი იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტყვიამფრქვევით გაუხსნეს ცეცხლი საბურავების მიმართულებით. საბოლოოდ, დაუზიანდა საბურავი და იძულებული გახდა გაჩერებულიყო. ძარაზე იყო ნახმარი უნიტაზები, ტელევიზორები, ვიდეო და აუდიო მაგნიტოფონები, კბილის ჯაგრისები, საჭმელი, ბავშვის პამპერსები და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლება ოჯახიდან წამოიღო. სამწუხაროდ, ტექნიკა მანამდე წაიღეს მაქედან, სანამ მე მივედი გადასაღებად. თუმცა, 1 აუდიო მაგნიტოფონი მაინც ჩანს კადრში.
კაბინაში იჯდა 2 რუსი, რომლებიც იმ დონეზე გახეული მთვრალები იყვნენ რომ გზა აერიათ და გორის მაგიერ თბილისისკენ დაგაზეს. ორივე დაპატიმრებულია (რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია).





