rimanely
Aug 12 2008, 14:41
NUKICHELA,
ვნახე
თქვენს უბნებში იკითხეთ.. თითქმის ყველა სკოლაში და ბაღში დევნილები ყავთ მიყვანილი. ყველას ძალიან სჭირდება დახმარება. მიცკევიჩის შტავი თავს ვერ აბავს წესივრად. მოკლედ დევნილებს დავეხმაროთ. ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ ეხლა!
climber
Aug 12 2008, 14:42
საქართველოს მთავრობამ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის დღევანდელი ქრონოლოგია გამოაქვეყნა
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის დღევანდელი ქრონოლოგია.
02:05 საათზე რუსულმა ბობდამშენებმა დაბომბეს კასპი, რომელიც 30 კილომეტრით არის დაშორებული თბილისიდან. სამი ბომბი ჩამოაგდეს კასპის "Heidelberg Cement factory" ახლოს.
10:15 საათზე რუსულმა ბომბდამშენებმა დაბომბეს გორის ადმინისტრაციული შენობისა და ბაზრის ტერიტორია.
კიდევ ერთხელ დაიბომბა სოფელი ტყვიავი, რომელიც ცხინვალთან ახლოს მდებარეობს. Added @ [mergetime]1218537809[/mergetime]
გორის დამბობვა დილას!http://news.search.yahoo.com/search/news;_...=&c=images&b=31
Liza Niniashvili
Aug 12 2008, 14:45
ბლიახ რა კადრებია................................................................................
climber
Aug 12 2008, 14:46
რამხელა უბედურება გადავიტანეთ...................
თუ ამას გადატანა ქვია
პანიკას ნუ ავრცელებთ. მაგის გამო ბევრი საიტი დაიკეტა.
რიკოთზე არავის ჩამოუგდია ბომბი
Liza Niniashvili
Aug 12 2008, 14:51
რა პანიკა ?
დღევანდელი დღის ფაქტები პანიკაა ?
ინტერპრესზე დევს ეს ინფორმაცია.
PsixOdino4ka,
რიკოთზე ბომბი ჩამოაგდეს ? არ ჩამოუგდიათ და ნუ პანიკიორობთ !!!!
Liza Niniashvili
Aug 12 2008, 14:52
და ვინ პანიკიორობს ?
გიწერს კაცი ის რაც მოხდა და რაც გაშუქდა პრესის მიერ.
Raulito
Aug 12 2008, 14:53
დევნილების დახმარება ვისაც გინდათ: ჩემთვის ძნელია აქედან დანახვა რა გააჩნიათა და რა არა. ზოგადი პრინციპი ასეთ დროს არის ასეთი:
ა) თუ არსებობს რამენაირი სამზარეულო საშუალებები, ანუ მოხარშვა- წყლის ადუღება თუ შესაძლებელია, მაშინ ყველაზე კარგია სუპები. ერთჯერადები, რომელსაც ადუღებულ წყალს დაასხამ. ჰიდრატაცია არის მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად ტკბილი აუცილებელია ნახშირწლებისთვის ანუ ენერგიისთვის.
ბ) თუ ღია ცის ქვეშ არიან და არაა სამზარეულო საშუალებები, მაშინ არამალფუჭადი ხილი (ვაშლი, მსხალი), ბოსტნეული და ორცხობილები.
სითხე ბევრი.
xatunia,
ამდენი რო იცი ისიც გეცოდნიბეა, რო ყველა სამხედრო მოსამსახურეს აქვს ყურსასმენი რითაც მათი კოორდინირება ხდება ბრძოლის ველზე. შესაბამისად ძალიან ზუსტი ინფორმაცია არსებობს დაღუპულთა შესახებ, თქვენ რაღაცა მემგონი არ გესმით თანამედროვე ლოგისტიკა და სტრატეგიული ბრძოლები წარმოების ტექნიკები.
ეს ციფრები ჭორების დონეზეა, რეალურად არც მე ვიცი და არც შენ... we can only guess and ponder. მე იმის იმედი მაქვს რომ რასაც რუსულ არხებზე იძახიან არის გაზვიადებული, მე იმედი მაქვს რომ 100-200 კაცზე მეტი არ დაღუპულა...
თუმცა ეს გაირკვევა, საქართველო პატარა ქვეყანაა, არამგონია 6000 დანაკლისი დაიმალოს რამენაირად!
nanaka
Aug 12 2008, 14:56
კიდე გვბომბავენო
Iki Bazadze
Aug 12 2008, 14:58
ქარელს ისევ ბომბავენ რა ცეცხლის შეწყვეტა რის ცეცხლის შეწყვეტა
Liza Niniashvili
Aug 12 2008, 14:58
2008-08-12 13:23
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა "მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის დასრულების " შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება "მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის დასრულების" შესახებ, განაცხადა რა, რომ "აგრესორი" დასჯილია და განიცადა ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები, - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო გადაწყვეტილება მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის დასრულების შესახებ სამხრეთ ოსეთში. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვსა და გენერალური შტაბის უფროს ნიკოლაი მაკაროვთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია თავდაცვის უწყების წარმომადგენლების მოხსენების საფუძველზე.
მან ასევე მისცა მითითება რუსეთის მეომრებს, წინააღმდეგობის კერების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მიიღონ გადაწყვეტილება წინააღმდეგობის გამწევთა განადგურების შესახებ. "წინააღმდეგობის კერების წარმოქმნის და სხვა აგრესიული გამოვლინებების შემთხვევაში მიიღეთ გადაწყვეტილება მათი განადგურების შესახებ", - განაცხადა მან. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, "აგრესორი დასჯილია, განიცადა ძალიან სერიოზული დანაკარგები" და მისი შეიარაღებული ძალები დეზორგანიზებულია.
მისივე თქმით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტებმა თავი აჩვენეს აღნიშნულ ოპერაციაში საუკეთესო მხრიდან. ასევე აღნიშნა, სამხედრო ოპერაციის მონაწილე ქვედანაყოფების შეთანხმებული ქმედების შესახებ და მიმართა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას თხოვნით, მოამზადონ იმ პირთა სიები, რომლებიც ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის ღირსნი არიან წარდგენილ იქნან სახელმწიფო ჯილდოებზე.
ხმ......
ეგაა რუსეთი ყოველთვის "სიტყვის კაცი" იყო
ტფუი მაგათი.............
nachkebia
Aug 12 2008, 14:59
გერმანელს ველაპარაკე და ყვლეზე გვკიდია კავკასიაო და იმედია ამერიკაც დაიკიდებსო და თუ ბუშმა რამე ქნა მაგარი იდიოტიაო, ასე რომ ხალხო მარტო ვართ დღეიდან და მომავალში, იმედია ჩვენი გამოსირებული ახალგაზრდობა მიხვდება მაგდეს.
keke_keke
Aug 12 2008, 14:59
შოკში ვარ ... მამაჩემიც მოყვა მაგ დაბომბვაში ...............
MaStErOFmAsTeRs
Aug 12 2008, 14:59
Raulito,
ხო სუეპბი მივიტანეთ გუშინ დიდი რაოდენობით. ვიკითხეტ რა იქ დახმარების ცენტრშიდ ა ყევალზე ძალიან სჭირდებათ ჩვილი ბავშვების საჭმელები, პამპერსები და ასეთი რამეები. ჩვეულებრივი საჭმელ-სასმელი ასე თუ ისე ებვრს მოაქოდ ა აი ჩვილი ბავშვებისთVის ცოტა გვაქ ძაანო

ვინც დახამრებას გადაწყვიტავთ გაითვალისწინეთ ეს ფაქტი
ნივთბეს რაც შეეხება ყველაზე ძალიან ჭირდებათ თეთრეული, ლეიბებეი და ბალIშები. სკოლებში რო შეყავთ ძირს ძინავს იქ ხალხს
Liza Niniashvili
Aug 12 2008, 14:59
საიდან იგებთ ინფორმაციას ? ტელევიზიით ?
nanaka
Aug 12 2008, 15:00
nachkebia გერმანია დიდი ხანია რუსეთს უჭერს მხარს
იქნებ იმ აქციაზე ფული მაინც შეგროვდეს დევნილებისთვის ვინც რამდენს შესძლებს
Gubazi
Aug 12 2008, 15:03
კაორჩე ქარელი დაბომბეს ეხლაც (სუტავი ღორმა თქვა) და აქციაზე მიშა მიშას ყვირიან!!!
ამას ისევ ჩემი და გოგიას ჯოს არ ჯობდა?!
ვახ მეეეე !!!!!!
ეხლა მოვკვდები!!!!!!!
MIშა Mიშა Mიშა!
ამის საძახად მიდიხართ აქციაზე/???????????????????????????????????
nanaka
Aug 12 2008, 15:04
ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ,კიდე მიშას ყვირიან.საცოდავი საქართველო
Gubazi
Aug 12 2008, 15:05
ხო და კიდე პროგნოზი დავასვი: მიტინგი სიმღერით გახსნა სეფაშვილმა, აი სიმღერაც თუ დავასვი ვაფშე მაგარი იქნება... უბრალოდ არ ისმოდა რას მღეროდა!
Xალხო სირცხვილიააა!!!!!!!
MaStErOFmAsTeRs
Aug 12 2008, 15:06
Gubazi,
ტელევიზორში ვნახე და გული ამერია!!! მიშას გაუმარჯოსო ყვიროდა ხალხი! იმენნა რა დღეს დავწმუნდი რო ყველაფრის ღირსი ვართ ცვეტში!!!
nanaka
Aug 12 2008, 15:06
არა რა არაფერი არ გვეშველება არასდროს!
პოლიტ ფორუმი აქ არაა. თუ არ გინდათ რომ forum.ge-ს ბედი გაიზიაროს ბოკემაც მეტი პოლიტიკაზე აღარ ისაუბროთ.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.