Help - Search - Member List - Calendar
Full Version: დავეხმაროთ დევნილებს!
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2
Gubazi
და კიდე ნინა აქციაზე და ბანკზე თავი შევიკავოთ მგონია....

დღეს იმდენი რამე მოხდა მგონი ლოდინი ჯობია...
LilacWine
ეხლა დავრეკე ღია საზოგადოება საქართველოში და მოკლედ პირველ რიგში რაც ჭირდებათ:

1. თბილი ტანსაცმელი, იმიტომ რომ სადღაც თბილისის შემოგარენში არიან დევნილები და იქ ძალიან ცივაო.
2. თეთრეული, პლედები.. ფეხზე დგანან ვერ იძინებენო.
3. პირველადი მოხმარების ნივთები
4. პატარა ბავშვები არიან და პამპერსები და ა.შ.

ცალკე სახლში მოვხიკოთ თბილი ტანსაცმელები, ცალკე ცოტ ცოტა ფული დავდოთ პირველადი მოხმარების ნივთებისთვის და დავიძერით ჭოველიძის ქუჩაზე (ყოფილი ბელინსკი), სოროსის ფონდის შენობასთან!

მე დღეს საღამოსკენ ვაპირებ გასვლას, ბოკელებიც რო შევიკრიბოთ და 5-5 ლარი მაინც დავდოთ საკმაოდ ნორმალური თანხა შეგროვდება ყველა საჭირო ნივთისთვის. აბა ვინ ითავებს ორგანიზატორობას?
nini
რა ნომერშია ეგ სოროსის ფონდი როდის მიდიხართ მითხარით და მეც მოვალ
LilacWine
nini,
ზუსტად ნომერი არ ვიცი, ბელინსკის და ზანდუკელის კუთხეშია დაახლოებით. რუსთაველიდან ბელინსკიზე რო აუხვევ, მარცხნივ შესახვევია დიდ ეზოში და იქ დგას ფერადი შენობა, ეგრევე შეამჩნევ. 7-ზე იქ ვართ..

ესეც ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”-ს ცხელი ხაზი:

ელექტრონული ფოსტა: tushishvili@osgf.ge
ოფისის ტელეფონები (10:00 - 13:00 სთ.; 14:00-18:00 სთ.):
(+995 32) 25 05 92;
(+995 32) 25 05 93;
ფაქსი: (+995 32) 29 10 52
მობილური ტელეფონები (24 საათის განმავლობაში):
(+995 77) 47 11 63 თიკო
(+995 77) 41 41 28 ირინა
(+995 99) 50 84 73 ნინო
nusa
nini,
ჭონქაძის (ბელინსკის)10ა
Liza Niniashvili
QUOTE
ჭონქაძის (ბელინსკის)10ა



სად ჭონქაძე და სად ბელინსკი ?
nini
PsixOdino4ka,
მეც მაგის კითხვა მინდოდა ჭოველიძეა ალბათ DDDD.gif
nusa
მაპატიე, მაპატიე ჭოველიძე angel.gif
MaStErOFmAsTeRs


დაწერეთ მიახლოებითი დრო როდის აპირებთ წასვალს. ტანსაცმელი და ეგეთი რაღაცეები აღარ მაქვს მე. გუშIნ მვიიტანეთ 5 დიდი პარკი მიცკევიჩის შტაბში.
LilacWine
MaStErOFmAsTeRs,
7ზე ვაპირებთ მისვლას, იქვე ფული შევაგროვოთ და პირველადი მოხმარების ნივთები და ჩვილი ბავშვების საკვები ვიყიდოთ
nino be
სად იკრიბებით?
MaStErOFmAsTeRs
იყავიტ დღეს მისულები? ვერ მოვახერხე მე სამწუხაროდ sad.gif
Iki Bazadze
მე მივდივარ ხვალ სამსახურის მერე, მაღაზიაში უნდა გავიარო და ვიყიდო რაღაცეები.
Elle
თუ დაგეგმავთ დაწერეთ, წამოვალ მეც
ბავშვებისთვის გადავდე თბილი ტანსაცმელი
climber
ეხლა მოვედი სახლში და გამვიარე მერხებზე სძნინავთ და ლებები კარგი იქნება...
ვიღაც მოქალაქემ მიუტანა ლეიბი...
საწყლები..

beshqena
ხალხო, ჩვილი ბავშვები ყავს ბევრს და ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მათი კვება, პამპერსები და ტანსაცმელია.

შესაძლებელია მიიტანოთ ბავშვთა ხლოვნური კვება (ნუტრილაკი, ნუტრილონი, ნანი, ჰუმანა, ჰიპი, მალიში...)
Elle
ქალაქის ტელეფონებიდან და ასევე მობილურებიდან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 095
ზარის ღირებულებაა 1 ლარი, რომელიც გადაირიცხება დევნილთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე

095
NaNN
დარეკეთ ქალაქის ტელეფონიდან ან მობილურიდან 095 -ზე დადევნილებს დაერიცხებათ დახმარების სახით 1 ლარიი
beshqena
QUOTE(NaNN @ Aug 13 2008, 16:21)
დარეკეთ ქალაქის ტელეფონიდან ან მობილურიდან 095 -ზე დადევნილებს დაერიცხებათ დახმარების სახით 1 ლარიი
*


ეს პოსტი მოერატორმა იქნებ ათაურში ჩასვას ან პირველ პოსტს მიუერთოს! smile.gif
Nika
სადმე არის ამ ინფორმაციის დადასტურება? სანამ ეს არ იქნება დავტოვებ ასე. თუ არ დადასტურდა სულ ამოვშლი.
Added @ [mergetime]1218631885[/mergetime]
ჯერ ჯერობით ოფიციალურად რაც გამოცხადდა ესაა საქართველოს ბანკის მიერ დახმარების ფონდის შექმნის შესახებ და არის ანგარიშის ნომერი რომელზეც ტანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ.
Elle
Nika,
ინტერპრესნიუსზე, თუნდაც


აგრეთვე საქართველოს ბანკში გაიხსნა ანგარიში
ხვალიდან შესაძლებელი იქნება სხვა ბანკებიდანაც გადარიცხვა, ბანკომატებიდანაც და ინტერნეტითაც

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 44-44-44
Added @ [mergetime]1218632008[/mergetime]
Nika,
ალანიაზეც გამოაცხადეს, ალბათ კურიერის მომდევნო გამოშვებაშიც იტყვიან
Nika
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=235283

საქართველოს ბანკმა დახმარების ფონდი შექმნა




"საქართველოს ბანკმა" კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდი შექმნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს.
ფონდში 1 მლნ ლარი "საქართველოს ბანკმა" შეიტანა. გარდა ამისა, ბანკმა უკვე მიმართა თავის უცხოელ პარტნიორებსა და ინვესტორებს ფონდში დამატებითი თანხების მობილიზაციის თაობაზე.
ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას სპეციალური მონიტორინგის სამსახური გაუწევს ზედამხედველობას.
"საქართველოს ბანკი" ყველა კომერციულ სტრუქტურას, საბანკო სექტორიდან თავის კოლეგებს ამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილის დახმარება, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა. ეს ადამიანები დღეს ჩვენს დახმარებას საჭიროებენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ დროულად გავუწოდოთ დახმარების ხელი", - განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა ენუქიძემ.
ფონდის ანგარიშზე 45019814300600000072 თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" სატელეფონო ცენტრის ნომერზე -- 44 44 44.
14 აგვისტოდან ფონდში თანხის გადარიცხვა შესაძლებელი გახდება საქართველოს ბანკის ბანკომატების, ინტერნეტის - iPay.ge-ის ვებ-გვერდისა და მობილური ტელეფონის საშუალებით.
beshqena
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ მოსახლებას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ მოსახლებას, გაუწიოს მათ სამართლებრივი კონსულტაციები, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს სამართლებრივი დოკუმენტების შექმნასა და მათ მოძიებაში.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს ან დაგვიკავშირდეს ტელეფონით, როგორც თბილისის, ასევე რეგიონალურ ოფისებში:

თბილისის ოფისი:
ტელ: 99 50 76; 93 61 01
უზნაძის ქ. #101

ქუთაისის ფილიალი:
რუსთაველის მე-6 ჩიხი, #12
ტელ: (231) 4 11 92; 4 65 23

აჭარის ფილიალი
ბათუმი, გორგასლის ქ. #94
ტელ: (88222) 7 66 68

რუსთავის ოფისი
მშენებელთა ქ. #4/7
ტელ: (24) 15 53 37; 15 88 11

თელავის ოფისი
ბარნოვის ქ #3
ტელ: (250) 7 13 71

ოზურგეთის ოფისი
გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. #25/10
(296) 7 31 38

დუშეთის ოფისი
რუსთაველის ქ. #29
ტელ: (246) 2 15 54


www.gyla.ge
Elle
თიბისი-საც გაუხსნია ანგარიში ზედ პირველი შენატანი 5 მლნ. ლარის ოდენობითაც უკვე არის
beshqena
Nika,
რავი, დავრეკე და მადლობაო, შენი ზარი მიღებულიაო და... raviaba.gif
NaNN
QUOTE(Nika @ Aug 13 2008, 16:49)
სადმე არის ამ ინფორმაციის დადასტურება? სანამ ეს არ იქნება დავტოვებ ასე. თუ არ დადასტურდა სულ ამოვშლი.
Added @ [mergetime]1218631885[/mergetime]
ჯერ ჯერობით ოფიციალურად რაც გამოცხადდა ესაა საქართველოს ბანკის მიერ დახმარების ფონდის შექმნის შესახებ და არის ანგარიშის ნომერი რომელზეც ტანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ.
*



საინფორმაციოში გამოაცხადეს და რავი და მეც დავრეკეო და მადლობაო
beshqena
NaNN,
გაიხარე!

Nika,
ნიკა
QUOTE
საინფორმაციოში გამოაცხადეს

-ო smile.gif
Nika
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=235419

ხელისუფლება მოხალისეებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ დევნილთათვის პროდუქტების დარიგების პროცესში

ხელისუფლება მოხალისეებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ დევნილთათვის პროდუქტების დარიგების პროცესში.
როგორც საინფორმაციო მიტინგზე დეპუტატმა კობა სუბელიანმა განაცხადა, დევნილები განთავსებული არიან 210 ობიექტზე და მიმდინარეობს ამ ობიექტებში პროდუქტების დარიგება. თუმცა, საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა და მიმართავს ყველა მოხალისეს, ვისაც გააჩნია ავტომანქანა, რომ გამოცხადდეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მათი მანქანებით, რომლებიც სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი იქნება საწვავით და მთელი ღამის განმავლობაში მოხდება პროდუქტებისა და საჭირო ნივთების დარიგება.
სუბელიანის განცხადებით, ყველა ობიექტს, სადაც განთავსებული არიან დევნილები, მიმაგრებული არიან ორ-ორი მამასახლისი, რომლებიც ობიექტის მდგომარეობას აღნუსხავენ და ყველა ის პრობლემა, რაც ამ ობიექტებზე არსებობს, ეს იქნება ელექტროენერგიის გაყვანილობა თუ სხვა რამ, მოწესრიგებული იქნება უახლოეს მომავალში.
ამასთანავე, კობა სუბელიანი მიმართავს მოსახლეობას, ვისაც შემოწირულობის სურვილი აქვს, მიაკითხონ მიცკევიჩის ქ.#29 ა ნომერში, სადაც ხდება ყველა შემოწირულობის შეგროვება.
კობა სუბელიანმა ყვ ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც უკვე ჩაერთო დევნილთა დახმარების პროცესში.
climber
აეროპორტის მხრიდან თბილისის შემოსასვლელში დევნილებისთვის კარვების ქალაქის შენება მიმდინარეობს


აეროპორტის მხრიდან თბილისის შემოსასვლელში დევნილებისთვის კარვების ქალაქის შენება მიმდინარეობს.
კარვების ქალაქი რძის კომბინატის მახლობლად შენდება, სადაც ელექტროენერგიის და სხვა კომუნიკაციების გაყვანა უკვე დაწყებულია.
კარვები 600 დევნილისთვისაა განკუთვნილი. კარვებში განთავსებულ დევნილებს საწოლებთან და პირველადი დანიშნულების საგნებთან ერთად თბილი ტანსაცმელიც გადაეცემათ.


beshqena
climber,
good.gif
beshqena
დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ახდენდა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში არსებულ საჭიროებათა აღწერას.

მთავარი ტენდენცია რაც იკვეთება არის ის, რომ ყველაზე მძიმე პირობებია საჯარო სკოლებში. როგორც წესი სკოლებში დევნილთა რაოდენობა ასზე მეტია, მათ არ აქვთ საკვები, ტანსაცმელი, სძინავთ მერხებზე ან იატაკზე, ხშირ შემთხვევაში არის წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემა.

ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს დევნილების მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ თბილისის მოსახლეობას, ყურადღება გამოიჩინონ მათ საცხოვრებელ ადგილებთან მდებარე სკოლებში და სხვა შენობებში განსახლებული დევნილების მიმართ. უმჯობესი ნებისმიერი სახის დახმარება უშუალოდ ადგილზე მისვლით განხორციელდეს.

ასევე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს პირადი ჰიგიენის დაცვა, სკოლებში და ბაღებში არ არის აბაზანები, მით უფრო ამ რაოდენობის ადმიანებისთვის საკმარისი. ამიტომ დევნილები ითხოვენ, თუ სადმე მიმდებარე ტერიტორიებზე არის აბანოები, იქნებ გაიხსნას მათთვის.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.