Help - Search - Member List - Calendar
Full Version: “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Pages: 1, 2, 3, 4, 5
www.boke.ge
კონკურსის პირობები:

ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge

[attachmentid=16172]

ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საკონკურსო გალერეაში ავტორის მიერ კომენტირება აკრძალულია. ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 25 აგვისტომდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ.
25 აგვისტოს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.

ფოტო კონკურსი “ბათუმი, მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი” ტარდება აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.

ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ს პრიზები და ნომინაციები:

გრან-პრი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა
საუკეთესო დაისი – ფასიანი საჩუქარი
საუკეთესო ზღვის პეიზაჟი – ფასიანი საჩუქარი
ქუჩის საუკეთესო ფოტო – ფასიანი საჩუქარი
Barry
პანორამებიც დაამატონ სანამ დროა DDDD.gif
სხვა რეგიონებმაც, რომ მიბაზონ კარგი იქნება : )
Levan Sikharulidze
ფასიან საჩუქარში რა იგულისხმება? ფული საჩუქარში მე უნდა გადავიხადო?
ეგრე სკოლაში დირეკტორი კამფეტებს გვირიგებდა ხოლმე lol.gif

აბა ბავშვებო კამფეტები ვის გინდათო ხოდა ჩვენც ლენჩი ბავშვები ჩვეეენ გვინდა ბატონო დირეკტორო ხოდა გვპასუხობდა სულ ახლახანს გავარემონტეთ ბუFეტი ჩადით და იყიდეთოოო lol.gif

აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას angel.gif

მიყვარს ბათუმი!

Hesse
ფასიან საჩუქრებში იგულისხმება ფასიანი საჩუქრები და მის თანხას თქვენ ნამდვილად არრ გადაგახდევინებენ smile.gif გელოდებით, მართალია ვებ გვერდზე ჯერ ისევ ვმუშაობთ (ესტ რეჟიმშია), თუმცა უკვე მუშაა smile.gif გელოდებით და რაც მთავარია, არანაირი შეზღუდვა, ატვირთეთ იმდენი ფოტო, რამდენიც გენებოთ smile.gif
kakha kakhiani
ქუჩის ფოტოვოო smile.gif უნდა ვცადო ერთი DDDD.gif


მარა კეზი და ტაბუ რისთვის არიან? DDDD.gif
Levan Sikharulidze
ზეგ მივდივარ ქალაქ ბათუმში ხოდა დავრეგისტრირდი უკვე და 10 აგვისტოსთვის დავდებ საიტზე ფოტოებს: )
niciko
ანუ ბათუმის ფოტოები მხოლოდ ჰომ?
Hesse
დიახ, მხოლოდ ბათუმი smile.gif ხალხნო, ბათუმს რაც ეხება ყველაფერი შეგიძლიათ დადოთ - ნუ ეხლა ლევან ვარშალომიძის ფოტოს ნუ დადებთ და დანარჩენი ფანტაზია და მარჯვე ხელები DDDD.gif:D:D:D
MaStErOFmAsTeRs
Hesse,

მაღალმთიან აჭარაში გადაღებული ფოტოების დადება არ შეიძლება ? lol.gif ( რა თქმა არა პეიზაჟების :P პორტრეტი და ა.შ )

ხო და კიდევ, გამარჯვებულის გამოვლენა როგორ ხდება ? საიტზე დარეგისტრირებული ხალხის შეფასებებით თუ ჟიური არსებობს ?

და პ.ს რა იგულისხმება პროფესიონალურ ფოტოკამერაში ? DDDD.gif აქვე დავამატებ რომ 10D, 20D, 30D, 40D არის ნახევრად პროფესიონალური აპარატაები ( სამოყვარული 400D და მის კალსზე აღარ ვამბობ არაფერს DDDD.gif ) და ე.ი პრიზი თუ სწორედ წერია კაკ მინიმუმ 5D ყოდილა გრანპრიზე gavcitldi2.gif აბაააააა DDDD.gif angel.gif
Hesse
მაღალმთიანი აჭარა უკვე იყო ეგ გამოფენა, აქ კონკრეტულად ბათუმი იქნება, რაც შეეხება აჭარას ზოგადად, ეგ ცოტა მოგვიანებითsmile.gif ეხლა რაც შეეხება პრიზს, გაიმარჯვე და ნახავ რაზეცაა საუბარი smile.gif რაც შეეხება შეფასებას - იქნება რეიტინგიც და პარალელურად ჟიურიც, რომელიც გასაიდუმლოებული იქნება ბოლომდე smile.gif
MaStErOFmAsTeRs
Hesse,
ვიფიქრებ მონაწილეობაზე კი არა და შევარჩევ ფოტოებს DDDD.gif

ის პრიზზე მართლა მაინტერესებს
QUOTE
პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა
ესაა თუ არა მართლა პრიზი angel.gif
Hesse
პროფესიონალური ციფრული კამერაა პრიზი smile.gif მეტს ვერარაფერს გეტყვი DDDD.gif
Sophia87
პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა

ლაშა გაჭედე LOOOOL
zek
ცხელ-ცხელი ფოტოები წავა smile.gif
Tamri
DDDD.gif

მივესალმები კუნკურსს bravo.gif

ცხელი ფოტო მაქვს ბათუმელი ბავშვების smile.gif
Hesse
ყველას გელოდებით smile.gif ცხელთან ერთად შეგიძლიათ ცივი ბათუმის ფოტოებიც დადოთ DDDD.gif
stringer
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif რათ უნდა მაგას ფოტოკონკურსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი luke.gif
Iceman
ვადა 20 აგვისტომდეა ხო?
Hesse
ვადა შეიძლება 22-მდე გადავდოთ
climber
საინტერესოა ძალიან!
angel.gif
Variatio delectat
კარგია კარგი ვცდი ბედს smile.gif
Archer
რამდენი ფოტოს ატვირთვა შეუძლია ავტორს??
tandila
მაზიანი, 400D იქნება
tavadi
tandila,
იქნებ ამას გულისხმობენ პროფესიონალში? Hasselblad H3DII-50 lol.gif
chamoxeuli bilbordebi
სახლში მივალ და ავტვირთავ 1 ცალს

DDDD.gif

კრეატივია და აი დაისის და ზღვის პეიზაჟის რა გითხრათ

კრეატივი მოსულა? rolleyes.gif
Hesse
იქნებ დამშვიდდე და დაელოდო და იქ ნახო რას ვგულისხმობ პროესიონალურ კამერაში???
chamoxeuli bilbordebi
ეჰჰ მემგონი აზრი არ აქვს კრეატივს gavcitldi2.gif
Hesse
კრეატივიც მოსულა და ავტორს რამდენიც უნდა, იმდენი ფოტოს ატვირთვა შეუძლია
chamoxeuli bilbordebi
Hesse,

ხოო?

კაი მაშინ

მივიდე ჯერ სახლში
Hesse
ჰო, ოღონდ კრეატივიც ბაუმს უნდა ეხებოდეს smile.gif
chamoxeuli bilbordebi
Hesse,
ხოო ბათუმში გადაღებული ფოტკებით მაქვს აწყობილი და... gavcitldi2.gif
Hesse
smile.gif გელოდებით smile.gif
Sofio Gokhelashvili
აბა საკონკურსო გალერეა? ? ? ? ?



ELLy
ვნახე სარეგიტრაციო ფორმა და ერთ-ერთი აუცილებელი გრაფა იქთხოვს თემის არჩევას. ანუ მხოლოდ მზის ჩასვლა, ზღვა ან ქუჩა უნდა გადაიღო??
David Talakhadze
ბათუმის სურათები არ მაქვს - ანუ დამთვალიერებლის სტატუსით ვარ, მაგრამ ცოტა ცხადად რომ ეწეროს პირობები უკეთესი იქნებოდა კონკურსისათვის. ხომ უნდა მივეჩვიოთ როდესმე რაიმე ღონისძიების პროფესიონალურად ჩატარებას.

პრიზის დამალვას რა აზრი აქვს. ინტრიგა რისთვის? ვენესუელური სერიალია? DDDD.gif
Hesse
დილა მშვიდობისა ყველას. ვებ-გვერდზე არსებული ყველა ხარვეზი გამოსწორდა (მე მგონი ყველა ის თხოვნა და წინადადება გავითვალისწინეთ, რაც აქ ვნახეთ). გელოდებით, ატვირთეთ თქვენი ნამუშევრებიsmile.gif კიდევ ერთი სიახლე, კვირის საუკეთესო ფოტოებზე (რეიტინგის მიხედვით) აჭარის ტელევიზიის შაბათ-კვირის დილის გადაცემაში "დილის ტალღა" მომზადდება რეპორტაჟებიsmile.gif
stringer
ყველა ფოტო რო საერთო გალერეასი ავტვირთო შეიძლება?
Hesse
შეიძლება
stringer
და ვინ ავლენს გამარჯვებულებს?
Hesse
ზემოთ დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: გამარჯვებული ვლინდება რეიტინგით, თუმცა არა მხოლოდ - იქნება ჟიური, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებული იქნება და რომელიც გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულებს.
stringer
გმადლობ
Hesse
არაფერსsmile.gif თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს smile.gif
stringer
არა, უკვე გამოგიგზავნეთ ფოტოები
Hesse
საკმაოდ საინტერესო კარგი ნამუშევრებია უკვე ვებ გვერდზე, მომწოოოოოოოოოოონს smile.gif))))
chamoxeuli bilbordebi
ვახ შემდეგ გვერდებს ვერ ვნახულლობ სულ 5-6 ფოტო ჩანს sad.gif
Added @ [mergetime]1217505256[/mergetime]
აუ თქვენ თუ არ არჩევთ და ხმის მიცემით არის კონკურსი არ დავდებ ფოტოებს, მე მაპატიეთ

Hesse
მე ხომ გითხარით, რომ რეიტინგის გარდა არის ჟიური რომელიც არჩევს ფინალისტ და გამარჯვებულ ფოტოებს თქო არა?
rockman
ისე ჯობს რო თავიდან ყველაფერი გაიასნებული იყოს - ანუ ის პიროები რასაც სთავაზობთ მონაწილეებს და რაზეც გაჩნდა კითხვები

1. პროფესიული კამერა - სწორი შენიშვნები იყო. ანუ გაიმარჯვა ვთქვათ ვინემ და რახან წინასწარ ცნობილი არაა რა კამერაზეა საუბარი (რაც არ უნდა იყოს პრობელმა რო დაიწეროს) - და გადასცეს არაპროფესიული კამერა - გაჩნდება უკმაყოფილება + შეიძლება სადო გახდეს ეს საკითხი და მოითხოვონ პროფესიული


2. შეფასების სისტემა უნდა იყოს მოწესრიგებული:

- რეიტინები ხმის მიცემით ვერ გამოდგება კარგ შეფასების სისტემად - ანუ დარეგისტრირება ხო არ არის არა შეზღუდული და ბევრნარიაი ნიკით შეიძლება დარეგისტრირდეს (იდეაში ) ადამიანი.

ანუ ჟიური ჯობს

რეიტინგი + ჟიური - მაშინ რეიტინგს რაღა აზრი აქვს?

ჟიური - ვინ არის წევრი ეგეც კარგია თუ ცნობილი იქნება - კონკრეტული სახელები არა, მაგრამ დაახლოებით ვინ არიან. იმედია დაიდება ეგ ინფო
stringer
rockman აბსოლუტურად!!!
Iceman
ვეთანხმები ზემოთთქმულს 100%!
rockman
მოკლედ - დაიდება ალბათ მალე დაზუსტებული ინფო და არც ზედმეტი კითხვები გაჩნდება smile.gif

იდეა ძალიან კარგია - ბათუმისთვის/ აჭარისთვის და კარგი გამოფენა გამოვა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.