Help - Search - Member List - Calendar
Full Version: სემინარის მეათე ნაკადი! ამ სეზონის ბოლო სემინარი
Photoclub Boke > სასწავლო ფორუმი > საკლასო ოთახი > ბოკეს სემინარები
Guja
2008 წლის 7 ივლისის ჩათვლით მიიღება განაცხადები ფოტოკლუბი ბოკეს მიერ ორგანიზებულ ფოტო-სემინარის მეათე ნაკადში მონაწილეობაზე.

2008 წლის ზაფხულის ბოლო გეგმიური სემინარი!

სემინარი განკუთვნილია დამწყებ ფოტომოყვარულთათვის!

მეათე ნაკადის მეცადინეობის დაწყება იგეგმება 7 ივლისს.

1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი მოიცავს 30 თეორიულ და 6 პრაქტიკული მეცადინეობის საათს.

2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. (შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.)

3. სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება ხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.

4. სემინარის ხელმძღვანელია ელგუჯა შეყილაძე (Guja)
http://www.boke.ge/user/Guja

5. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

6. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ყაზბეგის გამზირი N8

8. რეგისტრაციისათვის მიმართეთ ადმინისტრატორებს ან უშუალოდ Guja ს PM -ის საშუალებით ან დარეკეთ 895 91 58 19 ან გამოაგზავნოთ მაილი seminars @ boke.ge

სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 350 ლარს

მნიშვნელოვანი სიახლე: მათთვის, ვინც საიტზე რეგისტრაცია გაიარა 2007 წლის 1 სექტემბრამდე, მოქმედებს შეღავათი - სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 300 ლარს!

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ფოტო-სემინარის სრულ დეტალებს:
http://www.boke.ge/forum/?showtopic=11100
meriko
ვაიმე ბატონო გუჯა, რომ არ მივდიოდე კიდევ გავივლიდი თქვენს სემინარებს, მომენატრა თქვენი მოსმენა
Guja
meriko,
მადლობა bushti.gif
FOTINE
და ბ. გუჯა აგვისტოს რომელ რიცხვში დამთავრდება სემინარი?
Guja
FOTINE,
ვეცდები რომ ბოლო ორი კვირა 3 კვირა 4 - 4ი მეცადინეობა ჩატარდეს აგვისტო რომ გამონთავისუფლდეს
ასე ზუსტად ახლა ძნელია თქმა, რადგან ყოველთვის უფრო მეტი საათები გამოდის მეცადინეობა ვიდრე ეს მე მაქ დაგეგმილი DDDD.gif
გადაიტვალე 7დან 3-3 მეცადინეობა კვირაში 6კვირაა სულ 6 კვირა 42 დღეა ხოდა წესით 16 აგვისთოს, თუმცა ბოლო 2 კვირას თუ ინტენსიურად ვიმეცადინებთ ანუ 4 მეცადინეობა კვირაში მაშინ 9ში დავამთავრებთ
Guja
დღეს ორშაბათს 7.07.08 19:00 წუთზე ახალი ჯგუფი იკრიბება ბოკეს სტუდიაში სემინარების გრაფიკის დასადზუსტებლად!
Tamunapirosmani
მეთერთმეტე ნაკადი როდის იქნება? აუცილებლად შემოგიერთდებით . 15ის რომ ვარ ხომ არაუშავს? gavcitldi2.gif
Guja
ფიროსმანი ყოფილხარ და თუ გინდა 13 წლის იყავი ხელი რამ უნდა სეგიშალოს
DDDD.gif
apachi
Guja,
QUOTE
აიმე ბატონო გუჯა, კიდევ გავივლიდი თქვენს სემინარებს, მომენატრა თქვენი მოსმენა

პურმარილი დაგვიძველდა თამადობაც დამავიწყდა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.