გასულ წელს ამ საღამომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი მთელ საქართველოში და წელს უკვე მონაწილეობას ღებულობენ არა მხოლოდ ხევსურები, არამედ საქართველოს სხვა მთიანი რეგიონების წარმომადგენლები.
ჩვენი სურვილია, მომავალი წლიდან ღონისძიება უფრო მასშტაბური გახდეს და საქართველოს მთის ყოველი რეგიონი მოიცვას, ხოლო დედაქალაქსა და მის სტუმრებს კიდევ ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქოთ.
საღამო ქართული მთის კულტურის ერთგვარი პრეზენტაციაა, რაც თავისთავად ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას მთიან რეგიონებში.
შემოსული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება შატილის საჯარო სკოლა-პანსიონის კეთილმოწყობას. პანსიონში არის თანამგზავრული ინტერნეტი, რომელიც არის ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება პირიქითა ხევსურეთის გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად (მოგახსენებთ პირიქითა ხევსურეთში არ არის ფიჭური კავშირგაბმულობის დაფარვის ზონა). ამ თანხით მოხერხდება ინტერნეტის სააბონენტო ხარჯების დაფარვა.
