Giorgi Makharashvili,
მე საერთოდ ვის დავეკარგე... მაგრამ მაინც გიპასუხებ:
თუ სწორად გავიგე, აქ საუბარია არა იმაზე, რომ რატომ დებენ დამწყები ფოტოგრაფერი თავის ფოტოებს,(რა თქმა უნდა, საიდანღაც უნდა დაიწყო, ვიღაცამ უნდა შეგაფასოსო, ვიღაცამ უნდა გასწავლოს, რომ წინ წახვიდე) არამედ იმაზე, რომ შეფასებების სუბიექტურობის, თუ სხვა ფაქტორების გამო, საუკეთესო ფოტოებში, დღის ფოტოებში და ა.შ. ხვდება ისეთი ფოტო, რომელიც არ იმსახურებს ამას.
მე რომ ფოტოგრაფი ვიყო, რაღაც "წონა" ქონდეს ჩემს ფოტოს და დავინახო, რომ შეფასება სუბიექტურად ხდება და არ ფასდება ის, რასაც მე ვაკეთებ, უბრალოდ აღარ დავდებ აქ ჩემს ნამუშევრებს. (და რამდენადაც ვხვდები, ასე მოიქცა, ან მოიქცევა რამდენიმე ფოტოგრაფი)
ვიღაცისთვის ჰობია ფოტოგრაფია, ვიღაცისთვის პროფესია, ვიღაცისთვის მთელი ცხოვრება.. მაგრამ ყველამ მეტ-ნაკლებად იცის საკუთარი ნამუშევრის ფასი და ალბათ შეურაცყოფილადაც გრძნობენ თავს, როცა შავზე უმტკიცებენ თეთრიაო..
ამ საიტის პრესტიჟულობაც ალბათ იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური იყოს. აქ მიღებულ შეფასებას "წონა" მაშინ ექნება, როდესაც წაღმა-უკუღმა არ დარიგდება "ხუთიანები".
ალბათ ამაზეა აქ საუბარი და არა იმაზე, რომ მხოლოდ კარგი ფოტოები დაიდოს.
მაგრამ მეეჭვება, ან ამ თემამ, ან რომელიმე მსგავსმა თემამ რამე შედეგი მოიტანოს, იმიტომ რომ ეს საქართველოა, ეს ფორუმი კი, ისევე როგორც ყველა ვირტუალური სამყარო, თბილისის მინი მოდელია, თავისი "ჩახუტება-სულში ჩაძვრენა-მამაჩემისბავშვობისძმაკაცისდიშვილია" მენტალიტეტით და ამას ვერც ბოკელების "ამბოხი" უშველის და ვერ "ამისთვისვიდექითიმწვიმაში"-ს ძახილი...
ჭირი იქა, ლხინი აქა....

Fუ, კევი გადამეყლაპა..