კომპიუტერული კომპანია
ალტა (http://www.alta.com.ge) ფოტოკლუბი
ბოკეს მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს!
8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განათავსეთ საკონკურსო გალერეაში ნებისმიერი თემატიკის
კრეატიული ფოტოსურათი, რომელიც პასუხობს სლოგანს
”ყველაფერი გაცილებით მარტივია” და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი:
I-ლი ადგილი: Canon EOS 400D
II-ე ადგილი: Canon Powershot SX100 IS
III-ე ადგილი: Canon Powershot A580 IS
[attachmentid=16032][attachmentid=16033][attachmentid=16034]
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Moderator.
8 ივნისს 23:59 შეწყდება ნამუშევრების მიღება და 15 ივნისამდე შესაძლებელი იქნება შეფასებების გაკეთება.
ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.
16 ივნისს , საიტზე მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები)
პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.
კონკურსის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია მოეწყოს კონკურსში მონაწილე ფოტოების გამოფენა (საუკეთესო 30 ფოტო).
აღნიშნული გამოფენის ორგანიზების შემთხვევაში, კონკურსის და გამოფენის სპონსორს ექნება უფლება გამოიყენოს (არა ექსკლუზიურად) ამ გამოფენაში მონაწილე დაბეჭდილი ფოტოები.
ფოტოსურატები განთასვდება სპეციალურ გალერეაში:
ფოტოკონკურსი "ყველაფერი გაცილებით მარტივია"მოიმარჯვეთ ფოტოკამერები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ პრიზებით.
იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება საკონკურსო ფოტოს PM-ით შეფასების მოთხოვნას და ეს დამტკიცდება, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან და დამრღვევის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.კონკურში მონაწილე ავტორების სახელები, შეფასების დასრულებამდე იქნება ანონიმური. დაუშვებელია ფოტოზე, კომენტარით ან სხვა გზით მითითება ავტორის ვინაობაზე.