კომპიუტერული კომპანია ალტა(http://www.alta.com.ge) ფოტოკლუბი ბოკეს მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს!
8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განათავსეთ საკონკურსო გალერეაში ნებისმიერი თემატიკის კრეატიული ფოტოსურათი, რომელიც პასუხობს სლოგანს ”ყველაფერი გაცილებით მარტივია” და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი: I-ლი ადგილი: Canon EOS 400D II-ე ადგილი: Canon Powershot SX100 IS III-ე ადგილი: Canon Powershot A580 IS
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Moderator. 8 ივნისს 23:59 შეწყდება ნამუშევრების მიღება და 15 ივნისამდე შესაძლებელი იქნება შეფასებების გაკეთება. ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.
16 ივნისს , საიტზე მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები) პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე). აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.
კონკურსის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია მოეწყოს კონკურსში მონაწილე ფოტოების გამოფენა (საუკეთესო 30 ფოტო). აღნიშნული გამოფენის ორგანიზების შემთხვევაში, კონკურსის და გამოფენის სპონსორს ექნება უფლება გამოიყენოს (არა ექსკლუზიურად) ამ გამოფენაში მონაწილე დაბეჭდილი ფოტოები.
მოიმარჯვეთ ფოტოკამერები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ პრიზებით.
იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება საკონკურსო ფოტოს PM-ით შეფასების მოთხოვნას და ეს დამტკიცდება, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან და დამრღვევის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
კონკურში მონაწილე ავტორების სახელები, შეფასების დასრულებამდე იქნება ანონიმური. დაუშვებელია ფოტოზე, კომენტარით ან სხვა გზით მითითება ავტორის ვინაობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება საკონკურსო ფოტოს PM-ით შეფასების მოთხოვნას და ეს დამტკიცდება, ფოტო მოიხსნება კონკურსიდან და დამრღვევის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
მგონი პირველი კონკურსია ბოკეზე სადაც მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა ხოდა ლინზებს ვლესავ უკვე თემატიკა მომეწონა, მაგრამ მასვე აცდენილი რამდენი იქნება იმაზეც მომიწევს კაიფი ამთავითვე ვატყობ
კონკურში მონაწილე ავტორების სახელები, შეფასების დასრულებამდე იქნება ანონიმური. დაუშვებელია ფოტოზე, კომენტარით ან სხვა გზით მითითება ავტორის ვინაობაზე. Added @ Luichka,
QUOTE
გალერეაში უკვე განთავსებული ფოტოს დადება შესაძლებელია ?
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურათი არ არის ცნობადი (დადებულია დიდი ხნის წინ და ა.შ.) ამ შემთხვევაში უნდა წაიშალოს ადრე დადებული
ავტორების ვინაობა ანონიმურია, სურათი არ უნდა იყოს ცნობადი (სტილზე არ მაქვს საუბარი)
1. ამ კონკურსის პირობები გადაწყვეტილია და ამაზე მორჩა საუბარი. (მომავალში შეიძლება სხვა პირობები იყოს სხვა კონკურსებზე) 2. ეს თემა არის საინფორმაციო თემა კონკურსის შესახებ. 3. თუ რამე მოსაზრებები და რეკომენდაციები გაქვთ მომავალში ჩასატარებელ კონკურსებზე, გახსენით ცალკე თემა და რეკომენდაციები დაწერეთ. 4. არ არის ვინმესთვის ეს პირობები მისაღები? გონია, რომ "დაიჩაგრება" - ნუ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.
დავიღალე უკვე იმით, რომ ვცდილობთ რაღაცა გავაკეთოთ და უარყოფითი ემოციის მეტი არაფერი მოდის საპასუხოდ.