წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში ,გუმისთავში არის ძალიან საინტერესო ბუნება ..ვულკანური წარმოშობის ქანები..მიწის ზედაპირი დიდი თეთრი ზომის ლოდებითაა დაფარული და ხეებსაც ძალიან საინტერესო ხავსი აქვთ მოკიდებული

მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც მიწის ქვემოთ ხდება..
კაციანი ექსპედიცია გაემგზავრა ამ ადგილის შესასწავლად და თითოეულ ადამიანს ეკისრებოდა გარკვეული მოვალეობა(თავისი პროფესიის მიხედვით) რათა უკეთესად გამოიკვლიონ და უსაფრთხოების ზომები მიიღონ რომ შემდგომ ეს ადგილი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ კერად იქცეს
ეს არის 15 კმ იანი (როგორც მე მითხრეს) სტალაგტიდების და სტალაგმიტების მიწისქვეშა მღვიმე,აქედან მხოლოდ 1 კმ ია შესწავლილი.
არ არის ცნობილი და საქართველოში ძალიან ცოტამ იცის..იმისდა მიუხედავად რომ სათაფლიის მღვიმეზე ბევრად ლამაზი და საინტერესოა..ჰავა არის ძალიან ტენიანი და მე პირადად ძალიან გამიჭირდა ღრმად ჩასვლისას სუნთქვა : )) ჯერჯერობით მხოლოდ კიბეებია გაკეთებული და სინათლეც საერთოდ არ არის..შესაბამისად გადაღების პირობები იყო ძალიან ცუდი..სრულ სიბნელეში და ხელის ფოკუსით კიტ ლინზაზე : )) ვსპიშკით
როგორც ვიცი ეს გამოქვაბული აღმოჩენილია 24 წლის წინ
მოკლედ თქვენთვითონ ნახეთ

უკვე მიმდინარეობს მუშაობა და ალბათ მალე საოცრად გალამაზდება..და მერე თქვენი თვალითაც ნახავთ როცა გაიხსნება





