Help - Search - Member List - Calendar
Full Version: გამოიცანი კადრი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29
Irakli Medoshvili
კი.. "ბლის გემო" 1997 წელი..

დადე

Irakli Medoshvili
user posted image

user posted image
Irakli Medoshvili
ესაა კარლოს საურას "ესროლე"

დადეთ
ruso gavasheli
user posted image

მეტს აღარ დავდებ თორე ძალიან ადვილი გამოსაცნობია ))
Irakli Medoshvili
დაამატე კადრი.. ჩემთვის პირადად ძალიან რთულია smile.gif
ruso gavasheli
user posted image

ეხლა მემგონი უნდა გამოიცნო )
Irakli Medoshvili
ვილ სმიტი და ბავშვი.. თვალი მოკრული მაქვს სადღაც.. არც რეჟისორი ვიცი, არც სახელი მახსოვს.. smile.gif
ruso gavasheli
Pursuit of Happyness
))
რეჟისორი გაბრიელ მუჩინოა )
ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი ფილმი..
შეიძLბე ითქვას პირველ ადგილზეა ))
LilacWine
user posted image

user posted image

user posted image
Irakli Medoshvili
user posted image

user posted image


Added @ [mergetime]1227463304[/mergetime]
უიჰ.. ერთდროულად დავდეთ.. შენი არ ვიცი.. იტალიის სუნი ასდის : )
LilacWine
არც მე ვიცი შენი, მაგრამ აშშ-ს სუნი ასდის : )

ჩემი ფრანგულია და დოსტოევსკის მოთხრობის (Кроткая) მიხედვითაა გადაღებული, ფილმის სათაურიც დიდად არ განსხვავდება მოთხრობისასგან
Liza Niniashvili
Clash by Night ?
Irakli Medoshvili
აუ, ხო.. ეს ქალი ფრანგი მსახიობია.. კონფორმისტიდან და ლილიანა კავანის "ნიცშედან" მახსოვდა..

ჩემი არის ჯოზეფ მანკევიჩის "ყველაფერი ევას შესახებ" ამერიკა..
Irakli Medoshvili
რა კარგი კინო ვნახეეეე..

user posted image
ოსკარი, საუკეთესო როლისთვის..

user posted image
ოსკარი და პალმა საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლისთვის..

user posted image


პალმა - ორიგინალური სცენარისთვის.. ოსკარი - საუკეთესო რეჟისურისთვის..
Irakli Medoshvili
ჩემი კინო არის უილიამ უაილერის "detective story".. 1952 წელი..
Irakli Medoshvili
user posted image


user posted image
Irakli Medoshvili
ესაა ჟან ოშტაშის "დედა და ბოზი"

LilacWine
Irakli Medoshvili,
ამის ნახვა მოასწარი უკვე?

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

პ.ს. წინა კადრები ბრესონის ნაზი ქალი იყო
Irakli Medoshvili
მარტა მესაროში.. smile.gif "ჩანაწერები ჩემი შვილებისთვის".. ასე ითარგმნება, მგონი..
ოპერატორი უმცროსი მიკლოშ იანჩოა..
Added @ [mergetime]1227810423[/mergetime]
user posted image

user posted image
Irakli Medoshvili
ესაა ბერტრანდ ლიეს "ზედმეტად ლამაზია შენთვის"
Irakli Medoshvili
მგონი საინტერესო უნდა იყოს..

სიუზან ზონტაგის სია:


ფილმები მნიშვნელოვანი კინოხელოვნების ისტორიისთვის:
(პირველი ვარიანტი)
1. "ნაპოლეონი" (აბელ ჰანსი, 1927)
2. "კინოპრავდა" (ძიგა ვერტოვი, 1922-1925)
3. "დიდი აღლუმი" (კინგ ვიდორი, 1925)
4. "სიხარბე" (ერიხ ფონ შტროჰაიმი, 1924)
5. "ჟანა დარკის ვნებანი" (კარლ თეოდორ დრეიერი, 1927)
6. "ხალხი კვირადღეს" (რობერტ სიოდმარკი, 1929)
7. "ატალანტა" (ჟან ვიგო, 1934)
8. "ახირება" (ლუკინო ვისკონტი, 1942)
9. ''შვიდი სამურაი" (აკირა კუროსავა, 1952)
10. ''მე რომ ოთხი აქლემი მყავდეს" (კრის მარკერი, 1966)
11. "ორი, ან სამი რამ, რაც მის შესახებ ვიცი" (ჟან-ლუკ გოდარი, 1966)
12. "სიკვდილის დასჯა ჩამოხრჩობით" (ნაგისა ოსიმა, 1968)

(მეორე ვერსია)
1. "გავიცვა" (სერგეი ეიზენშტეინი, 1924)
2. "ვამპირები" (ლუი ფეიადი, 1915)
3. "ჩინგისხანის მემკვიდრე" (ვსევოლდ პუდოვკინი, 1928)
4. "ბაღდადელი ქურდი" (რაულ უოლში, 1924)
5. "ნანუკი ჩრდილოეთიდან" (რობერტ ფლაერტი, 1922)
6. "ბერლინი, დიდი ქალაქის სიმფონია" (ვალტერ რუტმანი, 1927)
7. "მკვლელი" (ფრიც ლანგი, 1931)
8. "არეულობა სამოთხეში" (ერნსტ ლიუბიჩი, 1932)
9. "ოლიმპია" (ლენი რიფენშტალი,1936)
10. "სიჩუმე" (ინგმარ ბერგმანი, 1963)
11. "ფილმი" (ბრიუს კონორი, 1958)
12. "პარსიფალი" (ჰანს ზიბერბერგი, 1982)




ფილმები, აქტუალური თანამედროვე კულტურის კონტექსში:
(პირველი ვარიანტი)
1. "ცისფერი ანგელოზი" (ჯოზეფ ფონ შტერნბერგი, 1930)
2. "აპუს ტრილოგია" (სატიაჯიტ რეი, 1955, 1956, 1959)
3. "პერსონა" (ინგმარ ბერგმანი, 1966)
4. "უგონო სიყვარული" (ჟაკ რივეტი, 1968)
5. "იმპერატორის შიშველი არმია მწყობრშია" (კაძიუ ჰარა, 1987)
6. "2001: კოსმოსური ოდისეა" (სტენლი კუბრიკი, 1968)
7. "ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით" (ჟან-ლუკ გოდარი, 1962)
8. "ჰიტლერი - ფილმი გერმანიიდან" (ჰანს ზიბერბერგი, 1978)
9. "სტალკერი" (ანდრეი ტარკოვსკი, 1979)
10. "ჯიბის ქურდი" (რობერ ბრესონი, 1959)
11. "ვნება" (ჟან-ლუკ გოდარი, 1981)
12. "12 მთვარის წელიწადში" (რაინერ ვერნერ ფასბინდერი, 1978)


(მეორე ვარიანტი)
1. "მარსელ პანიოლის ტრილოგია:მარიუსი-ფანი-სეზარი (ალექსანდრე კორდა, მარკ ალეგრე, მარსელ პანიოლი, 1931-1932-1936)
2. "მიწა ცახცახებს" (ლუკინო ვისკონტი, 1948)
3. უკანასკნელი ეტაპი" (ვანდა იაკუბოვსკა, 1948)
4. "სიტყვა" (კარლ თეოდორ დრეიერი, 1055)
5. "მხეცის სისხლი" (ჟორჟ ფრანჟუ, 1949)
6. "ამბოხებული მოლიერი" (კენეტ ენგერი, 1963)
7. "ჟამი გართობისა" (ჟაკ ტატი, 1967)
8. "რომი" (ფედერიკო ფელინი, 1972)
9. "პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები" (რაინერ ვერნერ ფასბინდერი, 1971)
10. "ამერიკელი ჟარისკაცი" (რაინერ ვერნერ ფასბინდერი, 1971)
11. "ქალი-მწერი" (შოჰეი იმამურა, 1963)
12. "ანდრეი რუბლიოვი" (ანდრეი ტარკოვსკი, 1966)



ყველაზე საყვარელი ფილმები
(პირველი ვარიანტი)
1. "ტოკიოს ისტორია" (იასუძირო ოძუ, 1953)
2. "თამაშის წესები" (ჟან რენუარი, 1939)
3. "ქანდარის შვილები" (მარსელ კარნე, 1945)
4. "მადამ დე.." (მაქს ოფიულსი, 1953)
5. "სიკვდილმისჯილი გაიქცა" (რობერ ბრესონი, 1956)
6. "რევოლუციის წინ" (ბერნარდო ბერტოლუჩი, 1964)
7. "ზიზღი" (ჟან-ლუკ გოდარი, 1963)
8. "ევროპა 51" (რობერტო როსელინი, 1952)
9. "ჩემი ღამე მოდთან" (ერიკ რომერი, 1969)
10. "სამოთხე და ჯოჯოხეთი" (აკირა კუროსავა, 1963)
11. "მელო" (ალენ რენე, 1986)
12. "ჟანა დილმანი" (შანტალ აკერმანი, 1975)


(მეორე ვარიანტი)
1. "მოგზაურობა იტალიაში" (რობერტო როსელინი, 1954)
2. "ლუდვიკ მეთოთხმეტის კორონაცია" (რობერტო როსელინი, 1964)
3. "უკანასნკენი გაზაფხული" (იასუძირო ოძუ, 1962)
4. "თავგადასავალი" (მიქელანჯელო ანტონიონი, 1960)
5. "მამა-ბატონი" (ძმები ტავიანები, 1977)
6. "ჩემი მეგობარი ივან ლაპშინი" (ალექსეი გერმანი, 1984)
7. "კომედიანტები" (თეო ანგელოპულოსი, 1975)
8. "ილუმინაცია" (ქშიშტოფ ზანუსი, 1973)
9. "ბერლინი, ალექსანდრპლაცი" (რაინერ ვერნერ ფასბინდერი, 1980)
10. "სამშობლო" (ედგარ რაიცი, 1984)
11. "ქვა" (ალექსანდრე სუკოროვი, 1992)
12. "დაწყევლა" (ბელა ტარი, 1987)
Irakli Medoshvili
სიუზან ზონტაგი იქით იყოს და..

ჩემი ყველაზე საყვარელი კინოები:

1. "ეს მშვენიერი ცხოვრება" (ფრენკ კაპრა)
2. "სტალკერი" (ანდრეი ტარკოვსკი)
3. "სიტყვა" (კარლს ტეოდორ დრეიერი)
4. "გზის სიმღერა "სატიაჯიტ რეი"
5. "როკო და მისი ძმები" (ლუკინო ვისკონტი)
6. "კესი" (კენ ლოუჩი)
7. "მატარებლები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ" (ირჟი მენცელი)
8. "პერსონა" (ინგმარ ბერგმანი)
9. "ხუთი მოკლე პიესა" (ბობ რეფელსონი)
10. "პროფესია რეპორტიორი" (მიქელანჯელო ანტონიონი)
11. "როზეტა" (ჟან-პიე და ლუკ დარდენები)
12. "400 დარტყმა" (ფრანსუა ტრიუფო)
Irakli Medoshvili
user posted image

user posted image

user posted image

user posted image
LilacWine
Irakli Medoshvili,

smile.gif

აზრზე არ ვარ (თ)

პ.ს. მეხუთე დღეა ელია კაზანს ვუყურებ sad.gif

პ.ს.2. ხუთ-ხუთი წუთი unsure.gif
Irakli Medoshvili
ბელა ტარის "წყევლაა".. მთელი კინო უძლიერესი კადრებია..

Guja
ვახ

მარა სად გაქრა ველოსიპედის გამტაცებლები? sad.gif
Irakli Medoshvili
მაგის წამალი არ იცი მერე? ჩართე ხერხი 5..
Added @ [mergetime]1231619260[/mergetime]
და სად უნდა გამქრალიყო? sad.gif
Added @ [mergetime]1231619471[/mergetime]
გუჯა, ჩემ სიას გულისხმობ?
LilacWine
Irakli Medoshvili,

ან ტრანსპორტერები 3.


ბელა ტარს მახსოვს ერთხელ ვერ გავუძელი, ეს არ ვიცი..
Mishka Ramishvili
ლუის ბუნუელი არცერთ სიასი არ არი !!! მეწყინა sad.gif ალბათ გამოქრჩათ ხო? DDDD.gif
Guja
Irakli Medoshvili,
უჰუ

მაგის გარდა მინდოდა შენ სიაში რასიომონიც ყოფილიყო smile.gif
Irakli Medoshvili
სიის შედგენა საშინლად ჯალათური საქმეა.. ისეთი კინოები გამოვყარე.. ისეთი მეშჩანური და ბრიყვული მოტორი ჩაირთო.. ... სასაცილო და საწყალი ტიპი დავრჩი ბოლოს.. და 12 შედევრის სია.. sad.gif
Added @ [mergetime]1231619857[/mergetime]
მიშკა, ბუნუელი იმდენ და ისეთ სიებშია, აქ თუ არაა, სულაც არაა ტრაგედია.. smile.gif

თან არ მიყვარს.. ჩემთვის ასეა.. დიდია, მაგრამ არ შემიყვარდება.. ასე მგონია..
Guja
ეგ ყოველთვის მასე იქნება, როცა გიყვარს.
მაგ დროს იჭრება ყველაფერი და უფალმა იცის სად მიყავხარ ფიქრებს

ისე ჩაპლინის ხსენებაც არ იქნებოდა ურიგო ჰა? ნებისმიერ სიაში. კიდე კაი ეიზენშტეინი არ გამორჩა.

თუმცა....
ძაანაც ვაჯაზებ ალბათ smile.gif
Irakli Medoshvili
QUOTE(LilacWine @ Jan 11 2009, 00:32)
Irakli Medoshvili,

ან ტრანსპორტერები 3.
ბელა ტარს მახსოვს ერთხელ ვერ გავუძელი, ეს არ ვიცი..
*



რაც ვნახე ბელასი, ყველაზე თითქოს ეგ განცდა დამრჩა.. რაღაც ნელ კინოს აწვება.. და მიუხედავად ძალიან შთამბეჭდავი კადრებისა, წყდები კინოს და იღლები.. ნუ, მე ყველაზე ცნობილები ვნახე, მაგრამ მაინც ასეთი განცდა დამიტოვა ცოტათი..
Mishka Ramishvili
Irakli Medoshvili მართალი ხარ !! დიდად არც მე არ ვგიჟდები მარა ერთ-ერთი ბოლო ფილმი უშედევრესი აქ !!!! "თავისუფლების აჩრდილი" ...smile.gif
Irakli Medoshvili
QUOTE(Guja @ Jan 11 2009, 00:40)
ეგ ყოველთვის მასე იქნება, როცა გიყვარს.
მაგ დროს იჭრება ყველაფერი და უფალმა იცის სად მიყავხარ ფიქრებს

ისე ჩაპლინის ხსენებაც არ იქნებოდა ურიგო ჰა? ნებისმიერ სიაში. კიდე კაი ეიზენშტეინი არ გამორჩა.

თუმცა....
ძაანაც ვაჯაზებ ალბათ smile.gif
*



მეორე ვარიანტის გაკეთება შვებას მაგრძნობინებს ვითომ?

ეიზენშტეინის "პოტიომკინი", კალატოზიშვილის "ჯიმ შვანთე", კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი", პაზოლინის "დიდი და პატარა ჩიტები",.. ვაი, ვაი.. რა ცუდი პროცესია..

sad.gif
Mishka Ramishvili
ხო მძიმე პროცესია DDDD.gif
Guja
-კურასავას 1,2,3,.......ყველა
-იოსელიანის 1,2,3,.........ყველა
.......
.......
.......
DDDD.gif
Irakli Medoshvili
თავისუფლების აჩრდილი ერთერთი ბოლოა? რაღაც სხვანაირად მახოვს მე..

მე "ვირიდიანამ" გამაოგნა.. თავისი საშინელი ირონიით.. რის გამოც არ შემიყვარდება.. "ნაზარინი".. რავი.. არაფერი დააკლდება მაგ კაცს, მე თუ არ შემიყვარდება.. smile.gif თუ რეჟისორი გავხდები როდესმე, ბევრ რამეს ვისწავლი მისგან.. და ისედაც ვისწავლე უკვე.. მაგრამ, სიყვარული არა..
Guja
ხან და ხან უფრო მეტს ხედავ ვიდრე თქმა უნდოდა ავტორს, ყველაფერში ასეა. შენ შენსას ხედავ, მარა ეგ არაფერი
სულაც არ არის აუცილებელი გიყვარდეს, მთავარი დანახვაა
თუ დაინახე შეანიშნავია.
Mishka Ramishvili
სიყვარულით არც მე არ მიყვარს!! მაგრამ აი ანდალუზიელი ძაღლი ხომ იცი ? იმისნ პირველმა კადრმა ბევრი რამის დანახვა მასწავლა!!! და უფლება არ მაქვს რომ ვაფასებდი ( არდა როგორ აკლდა ჩემი დაფასება? !! DDDD.gif ) .. მაგრამ ლისტში არც მე შვიყვანდი თან ისეთ პატარაში როგორიც 12 კაციანიი სიაა smile.gif ეგეთ სიას მე პირადად ალბათ მარტო ანტონიონის დავუთმობდი smile.gif
Added @ [mergetime]1231621272[/mergetime]
ერთ-ერთ ბოლოში ანუ 70-იან წლები ვიგულისხმე smile.gif
Irakli Medoshvili
გუჯა, ალბათ ეს არგუმენტია ერთადერთი.. მაგ სიის შედგენისა.. სიყვარული.. ვნახე.. შემიყვარდა.. კიდევ ვნახე.. კიდევ.. და მიყვარს.. და ამ გოიმური სუბიექტურობის გამო, რომელიც ჩემთვის და ვინმესთვის რაღცნაირად ძვირფასი და საჭიროა, მიიღეს ლიცენზია 12-ეულში.. smile.gif

მიშკა.. საინტერესოა შენი სია.. თუნდაც 9 ანტონიონით და 3 პუდოვკინით.. აიღე შენ თავზე ეს ჯალათობა.. სხვა თუ არაფერი, ინფორმაციული და უტილიტარული იქნება.. smile.gif
Mishka Ramishvili
კაი მეც გავაკეთებ smile.gif გავაკეთებ მაგ ხალხის სიას smile.gif
Irakli Medoshvili
წავალ ახლა და ხვალ ველოდები შენს სიას.. smile.gif
Mishka Ramishvili
1- წითელი უდაბნო (ანტონიონი)
2 - დაბნელება (ანტონიონი)
3 - ღამე (ანტონიონი)
4 - ყვირილი (ანტონიონი)
5- ფოტოგადიდება (ანტონიონი)
6 -ზაბრისკი-პოინთ (ანტონიონი)
7 - მოგზაურობა (ანტონიონი)
8 -ერთის სიყვარულის ქრონიკა (ანტონიონი)
9- ქალის იდენტიფიკაცია (ანტონიონი)
10 -დეზერტირი (პუდოვკინი)
11 - დედა (პუდოვკინი)
12- საჭადრაკო ციებ-ცხელება (პუდოვკინი )


უFFFF ძაან რთული საქმეა smile.gif
Irakli Medoshvili
აბა, რა გეგონა.. smile.gif
Guja
ფოტოგადიდება არ მინახავს, რო მენახა მემახსოვრებოდა ნამდვილად, ან სახელი არის სხვანაირად ნათარგმნი,
აბა მითხარით სად მოვიძიო

Irakli Medoshvili
"blow-up" ქვია.. ბევრნაირად თარგმნიან..

მოვძებნი.. რაღაც ქართულ საიტებზე არ მახსოვს თითქოს..
Added @ [mergetime]1231663367[/mergetime]
www.info.ge - ზე არის.. მაგრამ, მაქედან ყველა ვერ იწერს..

ან მე ჩაგიწერ, გუჯა..
Guja
Irakli Medoshvili,
მადლობა

ისე სწორი იქნება რაც საშუალებაა თუ ორიგინალ სახელებსაც მიაწერთ. რა ვქნა წლები მიდის და ბევრის ნახვა თავიდან მიწევს,
ძალიან საინტერესოა ახალი განცდები და ახალი ხედვა. არადა მე ყველაფერი ასოციატიურადდ მახსოვს.
Mishka Ramishvili
http://info.ge/Genre.aspx?Id=5273 აი ეს არი smile.gif
Nino Baidauri
აი ჩემი თორმეტიც მაშინ (არაა ადვილი საქმე მართლა... ასეთივე წარმატებით შეიძლება შევადგინო რამდენიმე სხვა თორმეტეული)

1. გზა _ ფედერიკო ფელინი
2. 400 დარტყმა - ფრანსუა ტრიუფო
3. მამა რომა _ პიერ პაოლო პაზოლინი
4. მეჯლისი _ ეტორე სკოლა
5. გააპობს ტალღებს _ ლარს ფონ ტრიერი
6. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა _ მილოშ ფორმანი
7. დიდი ქალაქის ჩირაღდნები _ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი
8. უკანასკნელი ტანგო პარიზში _ ბერნარდო ბერტოლუჩი
9. ჩინური რულეტკა _ რაინერ ვერნერ ფასბინდერი
10. Zabriskie Point _ მიქელანჯელო ანტონიონი
11. ვირიდიანა _ ლუის ბუნუელი
12. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან _ ბილი უაილდერი
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.