archigio,
QUOTE
სამაგიეროდ თვლა ვისწავლე , ცოტა თურქულიც კიდე. ნუ იმ მომენტში ცოტა რთული იყო მარა მერა კარგია
თურქული რა გითხრა, მაგრამ 36-მდე დათვლა მართლა დაამუღამე.

გახსოვს, მე რომ გეხუმრე მაგის თაობაზე?
QUOTE
შენ ყველაზე დამჯერი და უპრეტენზიო იყავი!!! მადლობას მოგახსენებთ ბატონო ირაკლი!!!
არაფრის, ჩემო გიო. მადლობა რა სათქმელია. საერთოდ, ეგეთი ბუნჩულა ვარ.
გაწითლებისსმაილაკი...
e.k.a.t.e.r.i.n.a,
პრივეტ, ეკატერინა. როგორ ხარ? გატყობ, ტაოს ნოსტალგია ასე მალე მოგძალებია, თუმცა ეგ ვის არ მოგვეძალა!

იქიდან ჩამოსულს იმ 5-დღიანი მოგზაურობის შთაბეჭდილებები რეაკურად მომდარი ამბავი კი არა, სიზმრად ნახული მეგონა. 2-3 დღე ასე მეგონა, თითქოს დამესიზმრა, რომ მეც იმ ბილიკზე დავდიოდი, სადაც ოდესღაც დიდი ხანძთელი დააბიჯებდა, თითქოს სიზმარში დავდიოდი კურაპალატების, მთაწმიდელების და სხვა გამოჩენილ მამულიშვილთა ნაკვალევზე... არა რა - ეს ყველამ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს, თავად უნდა იგრძნოს, თორემ ამის აღწერა, გადმოცემა შეუძლებელია.
და მომავალში თუ მართლა ეგრე ხანგრძლივად ვაპირებთ წასვლას, ცხადია, ზაფხული აჯობებს. სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო ის ბურსა-ინეგოლის მხარე და კაპადოკია მაინტერესებს, რაკი სხვები მეტ-ნაკლებად ვნახე (თუმცა იმერხევი ჩვენთვის ჯერ კიდევ ყამირია. პლუს, ძალიან მწყდება გული, რომ ქართულ სოფლებში ვერ შევედით. არადა, ერთი რა ახლოს იყო მახათეთთან - ფეხით გადახვიდოდი, რა ახლოს ჩავუარეთ ბალხს...) თუმცა კაპადოკიიდან ყველაზე მეტად პემუკალე მაინტერესებს.