Help - Search - Member List - Calendar
Full Version: არაქტიური იუზერები
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2
ramaz
LOOSER,
ლევან მომეწონა შენი კომენტარი... bravo.gif
Mikheil Samkharadze
tandila,
ვწუხვარ, რომ ძალიან არასწორად გაიგე ჩემი პოსტების შინაარსი...
სხვას ვერაფერს ვიტყვი, მეგონა ძალიან მარტივი რამ ვთქვი და თურმე სასწაულად რთული გასაგები აღმოჩნდა ბევრისათვის, მე არსად დამიწერია ვინმეს სტატუსი ჩამოვართვათ მეთქი smile.gif
Goderdzi Makharashvili
QUOTE
ვწუხვარ, რომ ძალიან არასწორად გაიგე ჩემი პოსტების შინაარსი...


არასწორად არავის გაუგია შენი პოსტი.ისე გავიგეთ ყველამ როგორც დაწერე.
სტატუსი არავის მომატებია იმისათვის რომ ბევრ კომენტარს წერდა.
ვინც რას ან როგორ იღებს ამით მოემატა.
ბევრი მეგობარიც ვნახე და ბევრისგანაც ვისწავლე როგორც ზევით Peso მ აღნიშნა.
სია რისთვის შეადგინე მე ნამდვილად ვერ ვხვდები.
არხარ სწორი. და არც იქცევი სწორად.
შენ თუ საიტის გამოცოცხლება გინდა ასე ვთქვათ. მოდი ცოტა სხვანაირად მიუდექი და დაივიწყე "მიხეილობა" იყავი მიხო და მიაწექი თუ ძმა ხარ.

მირჩევნია წაშლილი გალერეით ვიჯდე ვიდრე "პმ/დფ" _ებით გაჯერებული გალერეით ვახარბებდე ვინმეს ჩემს ნამუშევრებს. გამგები გაიგებს და ძველი ბოკელები მიხვდებიან რას ვგულისხმობ.

სიამოვნებით მოვიდოდი ბოკეს ოფისში ბოკეს განახლების , თუნდაც წინ წასვლის განხივლის ამბავში.
თუ მოხერხდება შევიკრიბოთ.
ნამდვილად მიყვარს ბოკე და არ მადარდებს არცერთი საიტის მომხმარებლების რაოდენობა, აქტიურობა და ასე შემდეგ. wick.gif
Liza Niniashvili
Mikheil Samkharadze, პრობლემის ჩვენებისთვის არასწორი რაკურსი გაქვს არჩეული. მარტო ეს არის მიუღებელი. სხვა დანარჩენზე არავინ გედავება.

სწორი რაკურსი იქნებოდა : მოდით შევიკრიბოთ, საიტის ადმინისტრაცია + რამოდემინე დაინტერესებული ადამიანი და შევიმუშავოთ საიტის წინ წასვლის გეგმა.

ეგ არის !

არ არის საჭირო სიების შედგენა და იმაზე დავა ვინ ტრივიალურად დაკარგა ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ან ვის უბრალოდ არ აქვს მისთვის დრო და სხვა რესურსი.

მიდგომაა მთავარი.

Sofio Gokhelashvili, არავინ არ უგეგმავს მიშას დაგხვრეტვას. მერე რა რომ დღეს ჰიტლერის დაბადების დღეა : ))) მესმის რომ შენი მეგობარია და "იცავ". აქ არავინ ცდილობს მის დაჩაგრვას. უბრალოდ ყველამ თავისებურად უთხრა, რომ მისი პრობლემის გადმოცემის მანერა ბევრისთვის მიუღებელია.
LOOSER
გადმოცემის მანერა მიუღებელი ბევრისთვის როგორ არის ჯერ აქედან დავიწყოთ, ეს თემა რომ არა არცერთ თქვენგანს არ მოაფიქრდა რომ გაეხსნა ან ესეთი ან კიდევ მსგავსი, რაც საიტის გამოცოცხლების მიზნით იქნებოდა მიმართული.

მეორე ის რომ ძალიან პრაფესორული გამოსვლებია რომ ამბობთ ეგ კიარა ეს უშველის საიტსო ეს თემა კიარა შეკრებვა გააცოცხლებსო. ადექით და ამგვარი ან უკეთესი ბოკეს გასაცოცხლებელი თემა გახსენით ვინც ამაზერზე ხართ. მე ასეთ თემას ვერ ვხედავ ჯერ.

ყველა რომ მისდექით და შენ არასწორი ხარ და ცუდად აზროვნებ და ესეკარა ესე ქენიო. ადექით და ქენით თქვე.


ცოტა ისეთი მომენტია რა, კაცის გაკკეთებული და ნაფიქრი არ მოგწონთ ეუბნებით ჩვენი ნათვამი უფრო სწორიაო და არაფერს არ აკეთებთ.

მე გაგიხსნით თუგინდათმას, შეიკრიბეთ და განსაჯეთ რა არის საიტის გაცოცხლებისთვის საჭირო.

მეც მოვალ და ჩემს აზრს ვიტყვი მარა იცი რამგონია რომ კაციშვილი ამის გამკეთებელი არაა.
Liza Niniashvili
LOOSER,

ქამ დაუნ !

აი ამდენი კომენტერბის წერას უკვე დაგეგმავდით შეხვედრას და რამეს რეალურად გააკეტებდით კიდევაც.

თუ რამეს აკეთებ, განხსვავებული აზრების მოსმენაც უნდა შეგეძლოს და ისიც უნდა გაითვალისწონო რომ ვინმეს რამე შეგიძლია აწყენინო ან ვერ გააგებინო. ამიტომაც უნდა შეარჩიო პრობლების გადმოცემის ის რაკურსი სადაც ლაპარაკი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პრობლემაზე და მის გადაჭრაზე.


თემას ქვია "არაქტიური იუზერები" და არა გავაცოცხლოთ ბოკე ან რამე მაგ სტილში.


ქომ ონ !

არ არის საჭირო ლირიკა და ზედმეტი ემოციები.
Mikheil Samkharadze
Liza Niniashvili, მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორად დავწერე ყველაფერი და რომ მქონდეს საშუალება თავიდან დაწერის, ისევ ისე დავწერდი. საჭირო იყო, მეჩვენებინა იმ ხალხის სია, ვინც თქვენ და ჩვენ ყველას ერთად აღარ გვახსოვდა და ძალიან გვიყვარდა. უმეტესობას ნოსტალგიის გრძნობა დაეუფლა, ბევრს კარგი მოგონებები ამოუტივტივდა. მინდოდა, დაენახათ კონტრასტი ძველსა და ახალ ბოკეს შორის და ეგ გამოვიდა. და კიდევ მინდოდა ყურადღება მიმექცია, რომ საიტის ყველაზე არააქტიურ წევრებს აქვთ ყველაზე მაღალი სტატუსები, ხოლო ამჟამად და ბოლო ორი წლის განმავლობაში ვინც აქტიურობდა (ბევრი უკვე წავიდა ბოკედან) არაფრად აგდებდნენ. შედეგად ვნახეთ, რომ წაშალეს გალერეები, დაიხურეს ქუდი და წავიდნენ. იმიტომ, რომ ეწყინათ დამოკიდებულება (უფრო სწორად საერთოდ ვერანაირი დამოკიდებულება ვერ დაინახეს), უპასუხისმგებლობა, ფეხებზე დაკიდება. ჩემი პოსტების მთავარი აზრი იყო, რომ ის ხალხი, ვინც ამჟამად საიტს აცოცხლებს, დააფასონ და ფეხებზე არ დაიკიდონ. ყურადღებას ვინც იმსახურებს, უნდა მიიღოს. Mr-gogliko-ს (თუ რაღაც მსგავსი იუზერია) ვეღარ ვითვლი, რამდენმა ადამიანმა მისცა უკვე რეკომენდაცია, აგერ 2 თვეა ვაჭერთ იმ ღილაკს, მაგრამ მინიმალური დონიდან ნუბაიმდეც ვერ გადავიდა. ჰოდა აქვს მაგ ადამიანს პოტენციალი და წავა და სხვა საიტებზე მიიღებს იმ დაფასებას და ყურადღებას, რაც აქ ვერ ნახა. ეგ არის ელემენტარული ლოგიკა. აი გოგია მამასახლისი რომ ამატური იყოს დღემდე ბოკეზე, შენი აზრით გაჩერდებოდა კიდევ ამ საიტზე? მე დარწმუნებული ვარ, რომ - არა. მე ყველას, ვისაც რამის ხელმძღვანელობა (გ)აბარიათ, გირჩევთ წაიკით დეილ კარნეგის წიგნი "როგორ მოვიმხროთ ადამიანები". უფრო კარგად მიხვდებით, ადამიანების ლოგიკას. სულ ოდნავ ყურადღებას ძალიან დიდი ძალა აქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის სტატუსის ჩამოქვეითება არ აუწევს ვინმეს სტატუსს, ეს ჩემი მიზანი არაა და საერთოდ ეს აბსურდია. ეს ორი რამ არაა დამოკიდებული ერთმანეთზე. მე იმას ვამბობ, რომ როგორც სხვებზე გასცეს ოდესღაც, საჭიროა დღესაც, რომ გაიცეს ეგ დონეები. მეტი არაფერი, ძალიან მარტივია.

Goderdzi Makharashvili,
არ ვატრაკებ ტყუილად და იცი შენ. და ისიც იცი, როგორ მიყვარს ბოკე.




დავწერე, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ მეთქი და ვისაც სურვილი აქვს შეხვედრის დაწერთთქო და არავის ხმა არ ამოგიღიათ. რა ვქნა, მარტო მე და გუჯა დავსხდეთ სასაუბროდ? DDDD.gif "პოლიტრით"?
Liza Niniashvili
იმჰო ტეხს შენ თუ გგონია, რომ ყველაფერი სწორედ დაწერე.
User-Nikala
დავანებოთ პირველ პოსტს თავი და გადავხედოთ სხვა პოსტებს. გასაგებია რომ ბევრს არ მოეწონა პირველი პოსტი, მაგრამ რომ არა ის ასეთი ინტერესიც არ მოყვებოდა ამ თემას. ეხლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს რაზეა საუბარი და მემგონი ჯობია კრიტიკა ცოტა ხნით გადავდოთ გვერდზე.

მე მოვალ.

Peso
მე რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ტექნიკურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული რაც "თანხა" ეღირება. ფაქტია რომ:

- საიტის ფუნქციონალი მოძველდა;
- მხოლოდ ფორუმი აღარ ამოძრავებს იუზერებს;
- საჭიროა ალიანსები / ე.ი. ტექნიკური ცვლილება;
- საჭიროა ერთი შტატიანი გაყიდვები მენეჯერი, როლელიც მოიძიებს რეკლამებს და სპონსორებს, რაც შემდეგ მოხმარედება ამავე საიტს;
- საჭიროა ერთი შტატიანი პრ მენეჯერი, რომელიც იზრუნებს განვითარებაზე, დააგენერირებს იდეებს ჩვენგან და თავისი ძალისხმევით;

ეს რაც თავში მომივიდა ნაუცბათევად.

სხვა იდეები...?

პ.ს. ახალ თემას ვხსნი, იდეები იქ დავპოსტოთ
Goderdzi Makharashvili
Liza Niniashvili

ვინ მოგცა მაგხელა სტატუსი
Sofio Gokhelashvili
Liza Niniashvili _ არავის არ ვიცავ ჩემო კარგო, რაც არის რეალობა იმას ვწერ და მიშას დაჩაგვრა ჩაკ ნორისთან შებრძოლებაა ჩათვალე wick.gif ))))))))))))))))))))

LOOSER_მა გიპასუხა ზალიან კარგად და აღარ გავიმეორებ ))

და კიდევ ერთხელ: რომ არ ყოფილიყო ის პირველი პოსტი, არ მოყვებოდა ამდენი ხალხის გამოფხიზლება! მიზანი რაც ქჰონდა მიშამ ზუსტად მიიღო შედეგი... დანარჩენ მიზნებზე და შედეგებზე უკვე პირადად შეხვედრისას ))
MaStErOFmAsTeRs
QUOTE
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! -----


მომენატრა შენი კომენტარები და გარჩევები ))) და ვაბშემც გადაღება მომენატრა ბლინ sad.gif

QUOTE
ამაზე მინდა გითხრა რომ ხუთი და ექვსი წლის წინ როდესაც ვაქტიურობდით და კვირა არ გადიოდა ფოტო არ გადაგვეღო ან კომენტარი არ დაგვეწერა ვიყავით სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები. ახლა სხვა პრიორიტეტები გვაქვს ცხოვრებაში.


სამწუხაროა, მაგრამ მგონი რო ესეა ამ ეტაპზე მართლა
Mikheil Samkharadze
MaStErOFmAsTeRs,
გასაგებია, მაგრამ ახლა სხვები არიან სტუდენტები და მოსწავლეები და, როგორც ადრე თქვენ წაგახალისათ ადმინისტრაციამ, ისე უნდათ ამატაც წახალისება. მარტო ერთი თაობა ხომ არაა ეს საიტი? ვიღაც პატარაა და ახლა იწყებს და ვიღაც უკვე გავიდა იმ ასაკიდან, როცა ეს აინტერესებდა.

პესო მადლობა ახალი თემისათვის.
Added @ [mergetime]1334959055[/mergetime]
QUOTE(Liza Niniashvili @ Apr 20 2012, 13:31)
იმჰო ტეხს შენ თუ გგონია, რომ ყველაფერი სწორედ დაწერე.
*



ლიზ, ხანდახან თუ არ იყვირე მობუტბუტე ხალხში, ისე არავინ გისმენს, ჰგონიათ, რომ შენც ბუტბუტებ. მაპატიეთ, თუ ხმამაღლა მომივიდა, საჭიროებამ მოიტანა.
Goderdzi Makharashvili
აზრი არ აქვს აქ ლაპარაკს. თურმე ჩაკ ნორისი ყოფილა ეს კაცი.
რეებს ლაპარაკობთ ნასვამები ხართ ?

ალბათ ჯობს ეს თემა დაიხუროს და მეორე თემაში გადავიდეთ
Sofio Gokhelashvili
Goderdzi Makharashvili _ ჯობს მემგონი ძილის პრობლემა მოაწესრიგო და ბევრ რამეს უფრო კარგად აღიქვამ!
Levan Sikharulidze
მორჩით ამ კინკლაობას და ერთმანეთის კბენას!
ესეთი ბოკე ვაბშე არავის ენატრება მე მგონი!
Avtandil Mamulia
დაკა არგაუშვა : ) ვის ეზოში ათამაშებთ ბურთს?
ვისთვის წერთ მგონი არავინ კითხულობს smile.gif თუ ადმინისტრაცია არ დაწერს რამეს მანამდე წყლისნაყვაა გინდა ეს თემა და გინდაც მომდევნო.
Fredy
ბრატცი თემა "ჩვენი ავტომობილების თემა" თუ რაღაც მსგავსი სადაა იქნებ დამილინკოთ :|
იზვინი რო უადგილო ადგილზე ვიკითხე smile.gif
Magdu
Fredy,
www.myauto.ge
Iki Bazadze
ბიჯო ბიჯო რა დღეში გაქვთ ნერვები მოგცლიათ რა smile.gif

ადრე ბავშვები ვიყავით, ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა და ვაჩხაკუნებდით აქეთ-იქეთ, ვიღაც პროფესიონალი გახდა და დღემდე იღებს ვიღაცამ ცოლი მოიყვანა, ბავშვი ყავს და 3 სამსახურში მუშაობს ხოდა ვეღარ იცლიან ამ საიტისთვის რა გიკვირთ?

ხოდა ჩემი წინადადებაა ყველა არა აქტიური წევრი დავიბაროთ სხდომაზე ახსნა განმარტებების ჩასაბარებლად, შეიქმნას სხდომის ოქმი და აქტიურთა და არა აქტიურთა მომხმარებლების კონტროლის კომიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება!
davidvito
გადამიყვანეთ 1 ნაბიჯით მაინც წინ სტიმულის პონტში რაა gavcitldi2.gif gavcitldi2.gif lol.gif
LOOSER
ცხელა ცხელა wick.gif

ამის ბრალია.
Ekaterine Buckley
ერთი წელია უკვე ბოკეს წევრი ვარ და ნიუბაის სტატუს ვერ ავცდი.
როგორ შევაფასო, როცა ამის უფლება არ მაქვს.
თავიდან კომენტარებსაც მონდომებით ვტოვებდი, მაგრამ გამინელდა...
მომეცით უფლება, რომ შევაფასო და შევაფასებ. ვაჰ!
ეგოისტი ვარ!
Added @ [mergetime]1348136769[/mergetime]
კიდევ ერთს დავამატებ.
არ მინდა ვინმემ შეურაწყოფად მიიღოს, მაგრამ იმდენი შინაარს მოკლებული, უხარისხო და არაფრის მთქმელი ფოტო იტვირთება, რომ მართლა დიდი დრო და ათობით გვერდია საჭირო იმისათვის, რომ სურვილი გაუჩნდეს ადამიანს ფოტოს შეფასების და კომენტარის დატოვების.
იქნებ სქრიინინგი გაიაროს ფოტომ ატვირთვამდე, სპემის თავიდან ასაცილებლად?!
Goderdzi Makharashvili
Ekaterine Buckley

არადა იმსახურებ smile.gif
დიდი ხანია ბოკემ "ჩაყვინთა". და ჩვენი ბრალია
tobran
ნიუბაიდან შემდეგ რანგში ასვლა როგორ ხდება? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე?
Added @ [mergetime]1351186471[/mergetime]
მეც დიდი ხანია დარეგისტრირებული ვარ ამ საიტზე მაგრამ არ ვაქტიუროდი. მერე ჩემი ზენიტიც გარდაიცვალა და გლოვის ნიშნად არ შემოვდიოდი, ახლა ახალი აპარატი მყავს და პირობას გაძლევთ თუ რიგითის წოდებიდან უმცროსი სერჟანტის წოდებაზე ამიყვანთ, მე და ჩემი აპარატი ფირის ბოლო კადრამდე ვემსახურებით საიტს.
sali barret
tobran,
bravo.gif
aqilevsa
2006 წლიდან ვარ აქ.
რაღაც სურათები მქონდა დადებული, მერე ამოვშალე

2007 წლიდან 2008 დან ხო საერთოდ ჩაკვდა აქაურობა.
მას შემდეგ რაც დაიწყო შემდეგი სახის კომენტარების გაკეთება
ნწ, ვა, უი, ოჰო
თავიდან სურათის დადებისას ხდებოდა შენიშვნის, რჩევის მიცემა, ერთად ცდილობდა ყველა თავისი ხარვეზი აღმოეფხვრა. მერე წავიდა ე.წ. "კლანობია". ჯანსაღი კომენტარებიც გაქრა.
შესაბამისად მეც გავქრი, მაგრამ ჩემნაირი დარწმუნებული ვარ ძლიან ბევრი იქნება.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.