Help - Search - Member List - Calendar
Full Version: დეგრადირებული ბოკე
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
Lasha Palavandishvili
მე მაპატიეთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტის დონე დროთა განმავლობაში ეცემა.
საუკეთესო ფოტოებს გადახედავ, ნუ საგრძნობია, რომ ნაცნობ-მეგობრობა ასე თუ ისე მაინც ძვალსა და რბილშია, მაუსის კლიკშია გამჯდარი. :-)

ტოპ 100 რად ღირს საერთოდ.
თუ ვცდები მე მაპატიეთ...
იქნება, ოდესმე მოგბეზრდეთ ეგ პირადი დმაოკიდებულება და კონკრეტულად ნამუშევრებზე გაამახვილოთ ყურადღება... :-)))

გაურკვეველი და ძალიან უცნაური იუზერების აქტიურობა ხო ცალკე თემაა...
ლამისა ფურთხებასა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან...


მე აღარ ვარ შემომსვლელი მსგავს სიტუაციაში ბოკეზე,,,
ძალიან მარაზმია...
მომიტევეთ...

დიდი ამდლობა საიტს ყველაფრისათვის...
მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ...
Giorgi Janibegashvili
Lasha Palavandishvili,

გეთანხმები და არაფერს ვამატებ
Kapo
Lasha Palavandishvili,

ბოკეზე, ისევე როგორც სხვა ვირტუალურ სოც–ქსელებში მრავლადაა ისეთი აუტანელი მოქცევები, რომელთა შესახებაც თქვენ უკვე ბრძანეთ. ყოველ ნაწერში იგრძნობა ფლიდობა და ყოველ ფოტოს კმაყოფილების სუნი ასდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება რამოდენიმე ახალგაზრდა მშრომელი ადამიანის აღმოჩენა. სწორედ ამ მიზეზით აქვს არსებობის უფლება ბოკეს. ბოკე ერთგვარი მცდელობაა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში სოც–არტი განვითარდეს. სოც–არტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ჩარკვიანმა თქვა, – ვიცი ჩემი სიმღერითა და ლექსებით, ჩემი შემოქმდებით ვერავის ვერაფერს გავაგბინებ, მაგრამ ამას სხვებისთვის კი არა ჩემთვის ვაკეთებო. ეს არგუმნეტია იმისთვის, რომ აგიხსნათ სოც–არტის მნიშვნელობა. ჩემი გაგებით ბოკეც ირიბად თუ პირდაპირ ხელს უწყობს სოც–არტის განვითარებას. ეს აქ შედარებით ნელი ტემპით ხდება, რადგან ბოკეს მარკეტინგული დატვირთვა აქვს, მაგრამ მაინც ხდება...

ახლა ამ დაძაბული ნაწილის შემდეგ, ცოტა მოვდუნდეთ და ღრმად შევისუნთქოთ. შემდეგ თანაბრად ნელ–ნელა გამოვუშვათ ჰაერი, ისე რომ კუნთები არ დაგვეჭიმოს. თუ მორჩით, განვაგრძოთ...

ახლა დამებადა კითხვა, რას ვაკეთებ მე აქ?.. ალბათ იმას, რაც მსიამოვნებს.

Mikheil Samkharadze
Lasha Palavandishvili,
გეთანხმები ძალიან ბევრ რამეში გარდა ერთისა: საიტის დეგრადაცია გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა რომ ძალიან ბევრმა კარგმა ადამიანმა უბრალოდ დატოვა იგი. სად არიან ძველი მძიმე წონოსანი ბოკელები, რომლებიც ამ საიტის დაბადების მომენტიდან აქ იყვნენ? სადაა მარიამი? ეკატერინა ონიანი? შომი? ნადარეიშვილი? რუსლანი? გოგია? ნაკანი? და კიდევ ბევრი ბევრი სხვა? ის, ვინაც უნდა გაზარდოს კარგი ნამუშევრების წილი სიატზე და ვინაც უნდა გადაწონოს თავის ფოტოებით ის უგემოვნო ნამუშევრების მასა, რომლმაც წალეკა ბოკე, წავიდა ამ საიტიდან..

ის ვინც მიდის ჩათვალოს, რომ თავის წილ სივრცეს უთმობს იმ უგემოვნო მასას
ჰოდა მემგონი სჯობს აქ იყო და სცადო ვინმეს ნორმალური ნამუშევრები უჩვენო ვიდრე ადგე და გახვიდე.. smile.gif

ეს ჩემი აზრია..
Avtandil Mamulia
კეშასაც ვეთანხმები ლაშასაც : ) და ერთს დავამატებდი მარტო.

მე და სტატუსი საერთოდ არაფერშუაში ვართ ამაში კაიხანია დავრწმუნდი. ზოგიერთს ისე აქვს თავში ავარდნილი თავი მაგარი ფოტოგრაფი გონია და აჭენებს.
მოსაბეზრებელია იუზერების უაზრო თარეში და ჭიის ხარება ამ საიტზე.
ჩემი აზრით ადმინისტრაციამ უფრო უნდა მოუჭიროს ხელი ამ ყველაფერს და მეტი კონტროლი გაუწიოსს ხარისხს.
Irakli Ivanidze
5-ივე კომენტარს ვეთანხმები !!! როდესაც პირველად დავრეგისტრირდი და ფოტოების ატვირთვა დავიწყე, მაშინ ჩემთვის პირადად ბოკე იყო ჟანსაღი კრიტიკის და რაღაც ახლის სწავლის წყარო რაც ძალიან მახარებდა.. ახლა ყველას ფეხზე კიდია შენი ჯანსაღი კრიტიკაც და რაიმე ახლის სწავლაც, მთავარია რო ფოტოს "დ/ფ" ეწეროს...................... ar varga.gif
Archer
გამოსავალს რაში ხედავთ?
ramaz
Avtandil Mamulia,
100% მართალი ხარ.
ramaz
სამწუხაროა მაგრამ ყველაფერი შეგნებაზეა დამოკიდებული, გარდა ამისა ძალიან ძნელია მაგ: მისცე კონკრეტული რჩევა ზოგად კითხვაზე "როგორ გადავიღო პორტრეტი" თუ არ იცი რა ტექნიკით იღებს, რა სპეც ეფექტები აქვს, ვის იღებს, როგორი ხასიათი აქვს ობიექტს, თუმცა, ფორუმებზე ხშირად მინახავს კარგი პროფესიონალური რჩევები. მაგრამ აქ საქმეს ართულებს საიტის ფორმატი - რჩევებს ძალიან ხშირად მოჰყვება არათუ კრიტიკა, არამედ სრულიად დაუსაბუთებელი საწინააღმდეგო მოსაზრებები, რაც საბოლოოდ საკმაოდ უსიამოვნოდ მთავრდება.
ალბათ დამეთანხმებით იმაშიც რომ, ფოტოსურათის კარგად გადაღებასა და სურათის კარგად პროგრამულ დამუშავებას შორის უზარმაზარი სხვაობაა ფოტოშოფისტობა კი ფოტოგრაფობა ნამდვილად არ არის (იდეალურია როცა ორივე გეხერხება) DDDD.gif
შევეგუოთ აბა რა ვქნათ???????????????? DDDD.gif
Added @ [mergetime]1296893267[/mergetime]
Avtandil Mamulia,
ავთო bravo.gif
სტატუსი ვინც ნამდვილად იცის გადაღება მე მგონი არა სჭირდება ასი წელი.

Davit Gholijashvili
ლაშა, განა რეალური ცხოვრება რამეთი განსხვავდება იმისგან, რაც ბოკეზე ხდება?
განა ცხოვრებაში იგივე იერარქიულ კიბეზე აძრომას არ ცდილობს ადამიანი? ნებისმიერი საშუალებით. რატომ გვგონია, რომ ბოკე რაიმეთი უკეთესი უნდა იყოს?

ბოკე მიყვარდა და მიყვარს. ბოკე მაღიზიანებდა ერთ დროს, რადგან დავინახე შუღლი და პირფერობა. მაგრამ ბოკე მაინც მიყვარს, რადგან ცხოვრება მიყვარს.

ბოკეს დეგრადაცია ადრეც აქტუალური საკითხი იყო (წაკითხული მაქვს ძველი ტოპიკები) და მუდამ ასე იქნება. არავითარი დეგრადაცია! თაობები მიდიან და მოდიან. ნაყარ-ნუყარს დინება წაიღებს და რჩეულთა სახელი დარჩება.

რა შეუძლია ადმინიტრაცია? ალბათ ის, რომ ცოტა ზემოთ აწიოს "პლანკა" (საუკეთესოთა, დ/ფ-ს, ტოპ50-ის და ტოპ100-ის კრიტერიუმები). ვისაც ზემოთ ხტომა სურს, ცოტა მეტად გაისარჯოს, რომ თავისი ნამუშევარი ნაცნობ-მეგობრების გარდა სხვასაც მოაწონოს.
Kapo
წადი თქვე კომუნისტებო lol.gif

Avtandil Mamulia
1991 წელს დაბადებული ბოვშვები კომუნისტები აღარ ხართ ხო ? DDDD.gif
Kapo
QUOTE(Avtandil Mamulia @ Feb 5 2011, 12:55)
1991 წელს დაბადებული ბოვშვები კომუნისტები აღარ ხართ ხო ? DDDD.gif
*




რატო ძია, შეიძლება ვართ კიდეც... DDDD.gif DDDD.gif
ramaz
piba,
გეთანხმები, მესმის ლაშასიც, diax.gif
ასეთ სიტუაციებში გამოსავალი პრაქტიკულად არ არის, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანების პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე იფიქრებს და კარუსელი ისევ ხელახლა დატრიალდება. გარდა ურთიერთობებისა და დამოკიდებულებებისა (მ. შ. ფოტორგაფიასთანაც) ჩვენ არ გაგვაჩნია გარკვეული ტრადიციები. ტერმინოლოგიაც კი არა გვაქვს ბოლომდე შემუშავებული- შეთანხმებული. ამ საიტის შექმნაც ალბათ ამასთან იყო დაკავშირებული , ყოველ შემთხვევაში ბოკეს წესები და ,,ძველი ბოკეს" (მაპატიეთ ამ შედარებაზე) დამოკიდებულებები ამაზე მეტყველებს, ფოტოგრაფია მასიურ სახეს ეხლა იღებს, ბევრი ''ავტომატით" გადაღებული რამოდენიმე სურათით უკვე ფოტოგრაფობს და თუ კიდევ რამოდენიმე ''შეფასების დამწერი შინაურიც'' ყავს, უკვე აქეთ გასწავლის და სტატუსით განსაზღვრავს შენთან და შენს სურათებთან ურთიერთობას.
ადრე ტრამვაით დავდიოდით ერთმანეთთან ფირის სანახავად და სურათის დასაბეჭდად, ეხლა ინტერნეტია (სხვადასხვა ხასიათის ადამიანებით) ტრამვაის მაგიერ... და მსგავსი შეურაცმყოფელი ელემენტები, კაცმა გულთან არ უნდა მიიტანო ახლოს. diax.gif
Sofio Gokhelashvili
ავთო სტატუსი იმისთვის გაქვს რომ ფოტოები დადო უფრო ხშირად, შედარებით მათთან ვისაც შენზე დაბალი სტატუსი აქვს )))

ასეთი თემა არაერთი გახსნილი და საშველი, გელასი არ იყოს რა არის?
გავაუქმოთ შეფასება? _ კიბატონო, მაგრამ ასე სულ ეკარგება აზრი, ხალისი..
ადმინისტრაციამ რა ქნას????? როგორ გააკონტროლოს მეგობარ ნაცნობები??

მაშინ უნდა მოვიწვიოთ ჟიური, რომელიც აარჩევს ფოტოებს, განიხილავს, გააკრიტიკებს............. ეს კი მზეზე ნაყინის ჭამის ტოლფასია ამ ეტაპზე ბოკესთვის )


ramaz
Sofio Gokhelashvili,
bravo.gif მაგრამ ერთიდაიგივე სურათის სამჯერ და ოთხჯერ დატრიალება რას უნდა ნიშნავდეს ???!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! DDDD.gif DDDD.gif
Chalo
ადმინისტრაციამ რა ქნას????? როგორ გააკონტროლოს მეგობარ ნაცნობები??

ვერასოდეს გააკონტროლებს

მაშინ უნდა მოვიწვიოთ ჟიური, რომელიც აარჩევს ფოტოებს, განიხილავს, გააკრიტიკებს
უფასო აღარაფერია ამ ქვეყნიერებაზე smile.gif არამგონია მოხალისეები ბევრნი იყვნენ,და მითუმეტეს გაიხსენე ქართული კონკურსები,და იგივე დაქირავებული ჟიური,ყველა იმას იძახდა ქოლგაზე რომ ჟიური სუბიექტური იყო DDDD.gif
ასე რომ საშველი არ გვაქ blink.gif

batukela
ეეეჰ....

ადრე შეიძლება უფრო მკაცრადაც აფასებდნენ ხოლმე ფოტოებს, 15 წლის ბავშვს გულს მიკლავდნენ ხოლმე lol.gif
მაგრამ სამაგიეროდ, ჯანსაღი კრიტიკა იყო და ამ ყველაფერს ვითვალისწინებდი..
სწორედ ის ხალხი, ვინც კეშამ ჩამოთვალა.. ეგენი რომ არა, ალბათ ისიც არ მეცოდინებოდა რაც ახლა ვიცი.. გემოვნების ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშეს..


ახლაც დიდი "სიმკაცრეა", ნულების ორომტრიალი, მაგრამ ვაი, რომ ტვინიკოსა იუზერები იმისთვის აგდებენ ფოტოებს რომ თავისი დ/ფ გახდეს )))

სასაცილოა ეს ყველაფერი.. ფოტოს შენი სიამოვნებისთვის უნდა ირებდე და არა რომელიმე საიტზე მაღალი შეფასებისათვის.
tornike09
მე ახალბედა ვარ და ნამდვილად არ მაქვს გადასარევი ფოტოები, მაგრამ მეც მინდა გამოვხატო ჩემი აზრი..... ლაშა ფალავანდიშვილს ვეთანხმები რომ საუკეთესო ფოტოებში ნამდვილად იგრძნობა ნაცნობობა და ზოგიერთი ისეთი ფოტოც არის, რომელიც არ იმსახურებს საუკეთესოებში მოხვედრას...
Sofio Gokhelashvili
ramaz _ )))))))))))

ჭალო_ მაგიტომ ვთქვი მზეზე ნაყინის ჭამას უდრისთქო

ნოლების დაწერას ვერ ვხვდები კიდევ მე პირადად! მე არასოდეს დამიწერია და მიმაჩნია რომ ძალიან უაზრობაა!..
0 რომ დაუწერ რა? არც არაფერი! არ ჯობს დაუწერო რამე რჩევა და რეკომენდაცია?

Avtandil Mamulia
ძალიან ბევრს დავწერდი, მაგრამ მეზარება. მითუმეტეს უკვე ფოტოს გადაღებაც, სხვისი ფოტოების შეფასებაც, გარჩევაც და აი სუყველაფერი მეზარება. მე ვეღარაფერს ვსწავლობ საიტზე. ძველები სადღა არიან...
სამაგიეროდ ამპარტავნი სლისგაზრდილი პროფესორების ბუმია : )))
ramaz
ეტყობა იმ ძველებსაც მობეზრდათ, "ფოტოგრაფი" რომ გეტყვის ფირის სურათზე -ფოტოშოპში დამუშავება აკლიაო, იქ რაღაზე უნდა ილაპარაკო მერე... DDDD.gif DDDD.gif
tsumbusha
რამაზ მერე ბევრჯერ სწორედ ეუბნებიან მაგას რადგან ცუდად ასკანერებენ საქართველოში ძააან ფოტო ლაბორატორიებში ამიტომ ფოტოშოპით უნდა გაუსწორო რავც კარგად ვერ დაასკანერეს რა არის ამაში არასწორი? DDDD.gif
Archer
ფირის ფოტოს დამუშავება არ ჭირდება?? blink.gif
რა ფირით იღებთ მეც მასწავლეთ DDDD.gif DDDD.gif

ჩემი აზრით უნდა მოხდეს გადახარისხება. ისეთ ფოტოგრაფებს რომლებიც თითქმის არ შემოდიან უნდა მოეხსნათ სტატუსი : )
და უნდა გადახალისდნენ ისეთი აქტიური ფოტოგრაფები როგორიც მაგალითად მე ვარ DDDD.gif


თუნდაც : ))))))) ვერაფერს ვხედავ ამაში ცუდს : )
Mikheil Samkharadze
Archer,
ძალიან სწორი შენიშვნა იყო პასიური იუზერების გადახალისება..
Chalo
აქტიურები რომ წაახალისეს და აუწიეს სტატუსი აი მანდ დაერხა ბოკეს,რაის წახალისება ღადაობთ? ზოგიერთი ყველა ფოტოზე 5/5 ან თვალის ჩაკვრებს წერდა,ვაიდა ქულა დამირბუნეთ უკან გიფასებთო,მერე პმ-ებში ტვინს ჭამდნენ ...

შემოსვლის დღიდან ვითხოვ ანიკას აუწიონ სტატუსი,ვიცი ბევრი არ დამეთანხმება,მარა ახალგამომცხვარი ამატეურ + ების ფონზე,ეკუთვნის ანიკას სტატუსი... angry.gif
მეგობარი მეგობარს ეპირფერება,და კაიას უწერს როცა ფოტო არ მოსწონს,უცხოს რაღა უნდა მოთხოვო?
Liza Niniashvili
мне бы ваши проблемы ))))
Archer
მე თუ მკითხავ საერთოდ არ უნდა ექცეოდეს იუზერის აქტიურობას ყურადღება.
და მით უმეტეს აქტიურობა არ უნდა აისახოს სტატუსზე,
სტატუსი მხოლოდ ხარისხის მიხედვით უნდა მატულობდეს და კლებულობდეს.
PM ებს რაც შეეხება რაც ბოკეზე ვარ 1 თუ 2 პმ მივიღე შეფასების თხოვნით.
Liza Niniashvili
QUOTE(kesha @ Feb 6 2011, 22:12)
ძალიან სწორი შენიშვნა იყო პასიური იუზერების გადახალისება..
*



წაიღეთ ჩემი სტატუსი !
lol.gif lol.gif lol.gif
მე მაინც არ მჭირდება !!!
Magda Gugava
-აქ ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც არავითარი განათლება არ აქვს ამ სფეროში
ე.წ. თვითნასავლი ხელოვანი ხალხია ან არც თვითნასწავლია და ეხლა ცდილობს ამ სფეროში გათვიცნობიერებას. (მაგალითი თავად ვარ)
მათ სჭირდებათ პროფესიონალების დახმარება
ბოკეს დანიშნულებაში მგონი ეს დახმარებაც შედის გარკვეულწილად არა?
ამაში ვინმე შემეწინააღმგედება? (რადგან არსებობს ე.წ. ფორუმი ესეიგი ზემოთ ხსენებული დანიშნულებაც აქვს ბოკეს.. )
აქტიური ფორუმია საჭირო
და სად არის აქტიური ფორუმი?
ამაში ყველაა დამნაშავე
ადექით დაა გააქტიურდით ფორუმზე
განიხილეთ სხვადასხვა ფოტოები, რა აქვს ამა და ამ ფოტოს ცუდი
როგორ უდნა გადაეღო უკეთესად , რა შეიძლებოდა და რა არა...
ოღნდ თავი შეიკავონ არაპროფესიონალებმა, მათ უბრალოდ მიიღონ რჩევები..

ამის ორგანიზება ადმინისტრაციამ უნდა მოახერხოს
Archer
QUOTE
მათ სჭირდებათ პროფესიონალების დახმარება


მითხარი ვინ არის პროფესიონალი და მე თვითონ ვთხოვ დაგვეხმაროს : ))
balanchini

Liza Niniashvili არ გჭირდება თუ არ გეკუთვნის? )))
მიკვირს LOOSER და ლუიჩკას ერთიდაიგივე სტატუსი რომ აქვთ ან იგივე David Khelashvili, Temptation, scout, ekaterine77, და კიდევ ბევრს.. ან stringer რო ამათზე დაბალი სტატუსით არის DDDD.gif
Liza Niniashvili
balanchini,

არ მეკუთვნის მაგისტრის წოდება რომელიც მალე მექნება. ფოტოსაიტზე სტატუსებზე ლაპარაკი ნამეტანი ბანალურია.
Magda Gugava
Archer როცა ფოტოებს აფასებენ ან ქულებს წერენ ან კომენტარებს მაშინ ყველას პროფესიონალი ჰგონია თავი...
ადმინიასტრაციამ თუ წონიანები არაპროფესიონალები გახადა მაშეინ ხმა არც არავის ამოეღება..
მე ( რამოდენიმე წონიანის გარდა) მათ ცოდნაში ჯერ არ დავეჭვებულვარ..
ყოველ შემთხვევაში ჩემნაირ დამწყებებს რომ ურჩიონ სამაგისო ცოდნა უდნა ჰქონდეთ .. არა?
balanchini
ვერავინ დამიმტკიცებს, რო ფოტოგრაფის სტატუსი გეკუთვნის DDDD.gif მაგისტრს მოგილოცავთ დიდი სიამოვნებოთ )))
Liza Niniashvili
სტატუსები ცხოვრებაში არაფერს ნიშნავს. მთავარია რა გაქვს თავში და გულში.
Archer
balanchini, შენი აზრით ვის ეკუთვნის? მაგრად მაინტერესებს.
balanchini
შენ
Archer
უფ მე რაც მაქვს ისიც არ მეკუთვნის DDDD.gif ჩაწყობით მოვარტყი DDDD.gif
არა მართლა მაინტერესებ.
გავაკეთოთ 10 იუზერისგან შემდგარი სია, რომლებიც ჩვენი აზრით იმსახურებენ სტატუსის მომატებას, საინტერესო იქნება : )
Liza Niniashvili
1.ბებია
2. ილიკო
3. ილარიონი

მე - ჩამოქვეითების სიაში ვარ ნომერ 1. ლოლ
Archer
Liza Niniashvili, შენი 3 დღიანი ბანი საქმისადმი არასერიოზული მიდგომისთვის.
balanchini
10 არცივი მაგრამ. stringer, DIKARKA ,LIU, kakha kakhiani, luichka. ეს წევრები ყველაპონტში თითო საფეხურით უნდა დააწინაურონ. ჩამოსაქვეითებელია ბლომად და მაგას ნუ მომთხოვ DDDD.gif
Liza Niniashvili
Archer,

ნუ პროფესორობ )))

3 დღიანი კი არა პა ჟიზნენი იყოს თუ გინდა.
Archer
DIKARKA ,LIU, kakha kakhiani კახიანი ვაფშე აღარაა ბოკეზე, შესაბამისად ვერც ვერაფერს მოუმატებ.
ლიუ და დინა საერთოდ არ შემოდიან და მაგის გამო მე ვფიქრობ რომ უნდა ჩამოუქვეითდეს ამ ხალხს სტატუსი.
balanchini
მოუმატე და შემოვლენ DDDD.gif თუ არ გააქტიურებიან მაშინ საერთოდ რაუნდათ ფორუმზე.
Archer
QUOTE
მოუმატე და შემოვლენ



აუცილებლად მოვუმატებ DDDD.gif
Liza Niniashvili
QUOTE(balanchini @ Feb 6 2011, 23:29)
მოუმატე და შემოვლენ
*




lol.gif lol.gif lol.gif

ყავაც ხომ არ მოუდუღოთ ა?
Archer
ისე მომიხდებოდა ადმინობა DDDD.gif ჰა რას იტყვით?
Liza Niniashvili
Archer,

ნამდვილად ! შენი თვალების ფერს ძალიან მოუხდებოდა ადმინობა ლოლ
Archer
ისე სკოლაში თვალების ფერის გამო კი მიწერდნენ ხუთებს მაგრამ აქ არ ჭრის DDDD.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.