Help - Search - Member List - Calendar
Full Version: დეგრადირებული ბოკე
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
LOOSER
Nino Baidauri,
QUOTE
ერთ რამეს ვიტყვი...
ბოკე ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული საიტია


კარგი იქნებოდა ყველა ასე რომ ფიქრობდეს ჯინჯილიკო diax.gif

ჩემს სებიექტურ აზრს ვიტყვი რომ ზოგს მაინც გონია რომ ბოკე მხოლოდ მისია და ბოკეზე სიტყვა ეთქმის.

მე მაგალითად მეცინება ას რომ გონიათ diax.gif


შეფასებას რაც შეეხება ერთადერთი ადამიანი რომელიც ხშირად მხვდება თვალში, (სხვებისაც ვხედავ) მაგრამ ვიმეორებ ხშირად ვინც მხვდება ესაა scout რომელიც ყველა ფოტოს აფასებს და აკრიტიკებს ზუსტად ისე როგორც საჭიროა smile.gif

Added @ [mergetime]1297415411[/mergetime]
http://www.boke.ge/forum/index.php?act=mod...user&user=21922

მელ ჩემს გალერეაში შეამჩნევთ რომ ყველა ფოტოზე წერია Welcome Critics მაგრამ რამოდენიმე ადამიანი თუ წერს კრიტიკას smile.gif
არადა მართლამაინტერსებს ყველას აზრი და ხედვა ფოტოზე.

ნუ რას ვიზამთ, გვეზარება ალბათ ფოტოს გარჩევა smile.gif
Giorgi Janibegashvili
QUOTE(tsumbusha @ Feb 11 2011, 12:15)
ხო მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა.... პრობლემა ჩვენშია და უნდა შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა და უფრო აქტიურები ვიყოთ სხვისი ფოტოების მიმართ (ეს მეც მეხება smile.gif ) თუ წევრები ისეთივე აქიურები არ ვიქნებით როგორც ეს ადრე იყო ხოლმე ეს დეგრადაცია თუ რასაც უწოდებთ გაგრძელდება უსასრულოდ smile.gif
*



როდესაც ფოტო მომწონს ყოველთვის ვაკომენტარებ და ვაფასებ ვისი ფოტოც არუნდაიყოს..
Added @ [mergetime]1297417849[/mergetime]
QUOTE(LOOSER @ Feb 11 2011, 13:03)

მელ ჩემს გალერეაში შეამჩნევთ რომ ყველა ფოტოზე წერია Welcome Critics მაგრამ რამოდენიმე ადამიანი თუ წერს კრიტიკას smile.gif
არადა მართლამაინტერსებს ყველას აზრი და ხედვა ფოტოზე.

ნუ რას ვიზამთ, გვეზარება ალბათ ფოტოს გარჩევა smile.gif
*



აღარ წერენ მაგ "Welcome Critics"ზე ხალხი კრიტიკას,რადგან მერე ბევრს მაინც არ სიამოვნებს ეგ შენი კრიტიკა იმისდა მიუხედავად რომ ეს უწერია "Welcome Critics " და ცუდი გამოდიხარ!
Added @ [mergetime]1297418008[/mergetime]
საბოლოოდ მაინც იქამდე მივდივართ რომ ყველას დ/ფ და პროფესორობა უნდა ar varga.gif ar varga.gif
Guja
შემოვიღოთ:

-ყველა ფოტო დაიდება სამუდამო ანონიმით
-დღის ფოტო გახდება ფოტო თუ დააგროვა 5 ქულა ან იხილე ქვეთ!
-ფოტოს ავტორს 3 დღიანი ბანი ფოტოს დადების თანავე - ისე ყოველი შემთხვევისთვის DDDD.gif
-დღის ფოტო განისაზღვრება მორიგეობით და დაბადების დღეებზე (არავის რო არ ეწყინოს ყველა ავტორს უნდა ქონდეს დღის ფოტო გალერეაში)
-ტოპ50 და ტოპ100 გაუქმდეს
- შემოღEბულ იქნას ტოპ-ბოკე სადაც შევა ყველა ფოტო( ხალხს ხომ არ ვაწყენინებთ)
- შემოღEბული იქნას ტოპ-მხარდამჭერთA ჯგუფი ( ანუ ხალხის ჯგრო რო დარბიდას და ადღისფოტოებს ნაგავს)
-1000ლართ დაჯილდოვდეს წლის ყველაზე ნაგავი დღის ფოტოს ავტორი და თითო პლიტკა ბარამბოს შოკოლადით მისი მხარდამჭერთA ჯგუფი DDDD.gif (საპრიზო ფონდი შეივსოს დღის ფოტოს ადგილის გაყოდვის შემოსავლებიდან)
- დამენიშნოს მე და ადმინისტრაციას ქრთAმის სახით გადახდები ფოტოს გადღისფოტოებისთვის ( ოდენობას განვსაზღვრავთ დამატებით ყველა კონკრეტულ შსემთხვევაში, იმოქმედებს მოქნილი ფადაკლების და ფასდამატების სისტემა) (ავშენდი გონია DDDD.gif )
- აგრეთვე დაარსდება გადღისფოტოების ტექნიკის სემინარები ( ვისაც სწავლისთვის არ ცალია მაგრამ მედღისფოტოვე უნდა იყოს. აქაც იარსებებს ფასდაკლება დამატების მოქნილი სისტემა) DDDD.gif
- ყველაზე სასარგებლო და ვრცელი კომენტარისთVის დადგინდეს პრიზი "ლურჯი ქლიავი"
-ყველაზე მოკლე და უსარგებლო კომენტარისთVის დადგინდეს პრიზი "ოქროს ბულბული"
- "!"- ასეთი კომენტარისთVის დადგინდეს პრიზი "ოქროს კვერცხი"
-"!!!!!...!!!" ასეთი კომენტარისთვის დადგინდეს პრიზი "ოქროს კვერცხების ერთი "ლატოკი""- ალტერნატივა "ოქროს კრუხი წიწილებით და გამოუჩეკავი ოქროს კვერცხებით"
- ვინც არ მეთAნხმება ჩემი ბრალი არ არი.

და იზეიმებს ბოკეზე სამართლიანობა და აყვავდება "ფოტოხელოვნება"

DDDD.gif DDDD.gif


ხალხო, თუ დაგეზარებათ გადაქექეთ არქივი ბოკეს დაარსებიდან დღEმდე და ნახეთ რევოლუციების ისტორია. იმ დროს სხვათა შორის მარტო ბოკე იყო ქართულ ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად ხალხიც მეტი და აქტიურობაც დუღილის მსგავსი. ხოდა თუ გადახედავთ მიხვდებით, რომ ყველა დროში და ყველა კონტინგენტს მხოლოდ დღის ფოტო და შეფასება აინტერესებს. აი ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებს ის უბრალოდ სწავლობს იღებს ფოტოებს და მერე აყალ მაყალს თAვს არიდებს და სხვა ეტაპზე გადადის.

როგორ გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ერთის მხრივ ეს კამათი სისულელეა, მეორეს მხრივ ძალიანაც კარგია რადგან ყველა თAობა უნდა დაღვინდეს და ალბათ ყველამ უნდა გაიაროს ერთი და იგივე გზა. ხოდა დამილოცნია ეს გზა, აბა ვნახოთ ეგებ დღევანდელმა ბოკელებმა რაღAც მოიფიქრონ ისეთი მსოფლიოში ჯერ არავის რომ არ მოუფიქრებია და დამკვიდრდეს ბედნიერება და ბარაქა. გზა მშვიდობისა!
DDDD.gif

კაი ხალხი ხართ ბოკეზე რომ ღEლავთ და ამიტომ ვწერ მეც და ამიტომაც შემოვდივარ აქ.
მადლობა
scout
Guja

lol.gif lol.gif lol.gif
LOOSER
Giorgi Janibegashvili,
QUOTE
აღარ წერენ მაგ "Welcome Critics"ზე ხალხი კრიტიკას,რადგან მერე ბევრს მაინც არ სიამოვნებს ეგ შენი კრიტიკა იმისდა მიუხედავად რომ ეს უწერია "Welcome Critics " და ცუდი გამოდიხარ!


ეს დიკარკას შემთხვევაში ხდება ჩემია ზრით, კრიტიკა ჩემი აზრით ისაა რომ ფოტოს გაარჩევ ყველა წვრილმანით და დაუწერ ადამიანს რომ აი ეს ზედმეტია აი ეს ესე აჯობებდა, ყველა ის ჩამოთვლილი წვრილმაბი თუ მსხვილმანი რაც იქნება ფოტოს ნაკლი. უნდა დავუწეროთ რომ შემდეგში ეს გაითვალისწინოს ადამიანმა.

გაიგებს გაიგებს თუ არადა ეს უკვე შენი პრობლემა აღარაა.


სად ეხლა ადამიანს რომ დაუწერ ჩამოყალიბებულად რომ აი იცი ეს ესეა ეს ესეა ეს კი ესე. ნებისმიერმა უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს თუ მას მართლა უნდა ეს კრიტიკა.


დიკარკასავით თუ დავუწერთ რომ აიღე კამერა წიხლით შედექი და ესეთი ნაგავი არასდროს გადაიღო და ვაფშე შეეშვი ფოტოგრაფიას და ნურც გსურს რაღაც ეტაპების გადალახვა მაშინ გამოხვალ ცუდი აბა რა იქნება DDDD.gif
Chalo
გოგოა(წუმბუშა) ძალიან ცუდი იდეაა შენ რაც თქვი,დამიჯერე,მაგან დაღუპა ეგ საიტი რაც შენ მოიყვანე მაგალითად,თუ კითხვები გაგიჩნდება რატომაა ცუდი,პმ-ში დეტალურად მოგწერ smile.gif

არანაირი ფოტოგრაფთა კოლეგია smile.gif))
ამოიჩემებენ ერთ ავტორს და ყველა დღის ფოტო ექნება smile.gif ვარაიუ ია ვამ
Nino Baidauri
Guja,

lol.gif lol.gif lol.gif

ეგ არი! bravo.gif

ჭალო და ახლა როგორ ხდება შენი აზრით, ამოჩემებული ავტორები არ არიან "მედღისფოტოვეები"?
Chalo
მგონი აქ მთლად ეგრე ცუდადაც არაა საქმე ნინ,იმდენი უცხოს ფოტო მინახავს და თუნდაც ანონიმის... აი იქ არ მინახავს ვინმეს 10 ქულა აეღოს,ანონიმები ანონიმებად რჩებიან მარადმწვანე 0 ქულით
Nino Baidauri
ამ თემამ ერთი რამ ქნა.. ბოკეზე "გამოცოცხლება" ნამდვილად შეინიშნება. მაგრამ რაღაც უკვე მაშინებს ეს ყველაფერი. ძალიან ნუ შეიჭრებით როლებში რა... ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა არაფერს არ ცვლის უკეთესობისკენ!

ამ შეფასებებზე და დღის ფოტოებზე ლაპარაკი ხომ აღარ ამოიწურა და არც მაქვს ამისი ილუზია.
ნული ამიტომ არის ნული, რომ უნდა დაიწეროს! რატომ იწერება ხოლმე, ეგაა საკითხავი. და საერთოდაც, იქნება გაითვალისწინოთ ხოლმე, რომ მინიმალურსა და მაქსიმალურს შორის კიდევ სამი შეფასებაა!

თუ მაინც და მაინც შეფასების სისტემის შეცვლაზეა საუბარი...

არსებობს ერთი ბულგარული ფოტოსაიტი, რომლის შეფასებების და "ჯილდოების" სისტემა ყველაზე რაციონალური, ოპტიმალური და ყველა ინტერესზეა მორგებული ჩემი აზრით.
და რაში მდგომარეობს ეს სისტემა:
ფოტოზე არ იწერება ნიშნები რაიმე სკალის მიხედვით. არ ფასდება არც მხატვრულობა, არც ტექნიკა ცალკე. არსებობს მხოლოდ ორი სახის ოპცია: ხმის მიცემა და რეკომენდაციის მიცემა. რაც შეუძლია საიტის ყველა მომხმარებელს. ორივე ერთად ან მხოლოდ ერთი (როგორც საჭიროდ ჩათვლის). ფოტო აგროვებს ქულებს (ჯამდება მიცემული ხმები) შემდეგნაირად: საიტზე არის სამი სახის "სტატუსი": პირველი დონე, მეორე დონე და მესამე დონე. როგორც ბოკეზე აქაც სტატუსზეა დამოკიდებული ლიმიტი და მომხმარებლის ხმის "წონა". პირველი დონის მომხმარებლის მიერ მიცემული ხმა უდრის ერთ ქულას. მეორე დონე - სამი ქულა, მესამე დონე - ხუთი ქულა. ეს ქულები იკრიბება და ეს განსაზღვრავს ფოტოს ჯამურ ქულას. რაც შეეხება რეკომენდაციის მიცემას, ეს ფოტოს ფავორიტებში დამატების მსგავსია. ყველა მომხმარებლის პირად გვერდზე ჩანს მის მიერ რეკომენდებული ფოტოების გალერეა.

რაც შეეხება ფოტო-ჯილდოებს:
არსებობს რამდენიმე. ყველაზე მარტივი არის ბოლო ოთხი საათის ფავორიტი. ანუ ჩვენებური დღის ფოტო : )))) უკანასკნელი ოთხი საათის მანძილზე რომელ ფოტოსაც აქვს მეტი ქულა, ის იკავებს ამ ადგილს. ოთხი საათის გასვლის შემდეგ ცვლის მომდევნო და ა.შ.

შემდეგი არის დღის ფოტო, რომელიც ირჩევა "ოთხსაათიანი ფავორიტებიდან" (ქულების მიხედვით)

კვირის ფოტო - ირჩევა დღის ფოტოებიდან.

თვის ფოტო - ირჩევა კვირის ფოტოებიდან.

და ბოლოს ყველაზე მაღალი "ჯილდოები", რომელიც არ არის დამოკიდებული არც ქულებზე, არც ოთხ საათებზე და დღის, კვირის, თვის ფოტოებზე. ესაა რედაქტორის არჩევანი და საიტის მიერ რეკომენდებული ოთხი ფოტო, რომელიც ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში რჩება საიტის თავფურცელზე გამოკიდებული, სიმართლე რომ გითხრათ. საკმაო ხანს ყოველ შემთხვევაში. მინიმუმ ერთი კვირა. რედაქტორის არჩევანსა და საიტის მიერ რეკომენდებულ ფოტოებში შეიძლება შევიდეს ფოტო, რომელსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯილდო უკვე აქვს მოპოვებული, ან რომელიმე მაინც ან საერთოდ არცერთი. ანუ იყოს ფოტო, რომელსაც მომხმარებლებმა ყურადღება არ მიაქციეს, "დაძირეს" და "ავტორის მეგობრები არ იყვნენ" DDDD.gif

ჰო.. მგონი სულ ესაა...

ჩემი აზრით ძალიან სამართლიანი სისტემაა და ნებისმიერ პრეტენზიას მაქსიმალურად პასუხობს.


Added @ [mergetime]1297425251[/mergetime]

ჭალო,

არ ვიცი, მე ვთვლი, რომ კარგი სისტემაა ეგეც. ხალხის არჩევანი რა გითხრა, მხოლოდ ქულებზეა დამოკიდებული, მაგრამ კოლეგიის არჩევანი ძალიან ბევრი მინახავს მანდ ანონიმითაც დადებული, მომხმარებლებისაგან 30 ქულას რომ ვერ ასცილებია და ა.შ. კოლეგია ნაცნობობით არ არჩევს მანდ ნამდვილად. თუმცა ახლა ბოკეზე ვლაპარაკობთ და სხვა საიტის პრობლემები აქ ჩვენი საქმეა არაა.
scout
Nino Baidauri
მშვენიერი სისტემაა და აქ გაჟღერებულ ყველა სხვა იდეას სჯობს აშკარად, ჩემი აზრით!
ramaz
Guja,
bravo.gif
Luichka
გაოცებული ვარ რომ არ გეზარებათ ამდენი წერა ამ უკვე ათასგზის გაცვეთილ თემაზე.
Peso
უფ რამდენი დაიწერა ... www.argezarebat.ge ჰა? lol.gif
Avtandil Mamulia
ყველაზე მაგარი!

საერთოდ რათგვნიდა დღისფოტო მაგის ნაცვლად მიშას პოტრეტი დავკიდოთ და ეკიდოს რა ვის რაში შეუშლის DDDD.gif

ჩემის ღრმა რწმენით ტყუილად ვირჯებით რეფორმების გატარებას არავინ აპირებს. მოდი რამდენიმე კაცმა დაპოსტეთ რო თემა დაიხუროს ტყუილად ვიშლით ნერვებს DDDD.gif მე აღარ დავწერ ვსიო! :P
Archer
რამე კაი კონკურსი მოვარტყათ და ხალხიც გამოცოცხლდება და ბოკეც.
ramaz
ცოტა ხანში მე ახალ თემას ავტვირთავ და იმაზე ვიკამათოთ DDDD.gif
scout
ramaz

ისეთი ატვირთეt რამე, რომ უმრავლესობას არ გვესმოდეს, თორემ... lol.gif
Added @ [mergetime]1297461290[/mergetime]
დევითვერი გონია, დემექცა ტრ..ში წყალი DDDD.gif
LOOSER
დღეს ბატონმა გუჯამ კარგი სიტყვა თქვა, ამდენ ლაპარაკს ჯობია შევიკრიბოთ ხოლმე, ვისაუბროთ, გადავიღოთ, გავარჩიოთ.
და ამდენ ლაპარაკს, და კეიბორდის წვალებას, საქმე ლაპარაკის ნაცვლადო smile.gif
archigio
ფოტოაპარატი მიყიდეთ რა ((
Lasha Palavandishvili
ხახლმა, კრიტიკის წერა დაიწყო... :დ
არა მსოემნის ამბავში ჯერ კიდევ მოვიკოჭლებთ.... :-|
dathuna
დასახაზი მაქ ტონა sad.gif
მალე გამოცდა მაქ
და ახალი ნოუთბუქი მინდა, მე ესენი უფრო მადარდებს DDDD.gif
Guja
dathuna,
ნოუთბოოკზე მიშასთAნ, ნუ ის შაშკინთAნ გაგაგზვნის, მარა თუ ეძებ პოულობ კიდეც

ბოკეზე არ დაგინახო სანამ გამოცდებს არ ჩააბარებ თუ რაცაა გაქ გასაკეთებელი!
rimanely
dathuna,
ოჰოჰოჰო ))) რას წუწუნებ ))) არ ვიცოდე მაინც რა გაქვს დასახაზი )))
vakerman nekerman sekerman
Lasha Palavandishvili,
გეთანხმები, რომ არსებობენ ბოკეზე "ფოტოგრაფები", რომლებმაც თეთრი ფურცელი, რომ დადონ მაინც დღის ფოტო ხდება smile.gif აგრეთვე გამოიცვალა ფოტოების მიმართ მიდგომა. ადრე საინტერესო ფოტოები ყურადღების ცენტრში ხვდებოდა, ეხლა აბსოლუტურად უინტერესო და ბრჭყვიალა ფოტოები ხდება დღის ან სულაც საუკეთესო. კრამიტების გაფერადებას და გოგოებისა და ბიჭების, ფოტოშოპით გაკეთებულ "გლამურნი" მაკიაჟზე აღარაფერს ვამბობ.

მაგრამ ეს მხოლოდ ბოკეს პრობლემა როდია. მე მოგიყვან რამდენიმე ფაქტს და გეტყვი, რომ ზოგადად საქართველოში გაფუჭდა ამ ბოლო წლების განმავლობაში გემოვნება. ეს ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში, ოთხმოცდაათიან წლებში. 90-იან წლებში დაიწყო "საპნის ოპერების" შემოდინება საქართველოში. მაშინ ზოგი ამბობდა, რომ ეს ტვინს რეცხავსო, მაგრამ არავინ უჯერებდა. ამ "საპონმა" კიდევ ისე გამორეცხა ჩვენი თანამემამულეების ტვინი, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული გადაცემა არის : "პროფილი" smile.gif ხოლო ფილმებმა: "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ოცნების ქალაქი"(40 ათასი კაცი დაესწრო) მოხსნეს რეიტინგი, დასწრებული ხალხის რაოდენობით. გადახედეთ ლიტერატურას, თეატრს, პოეზიას, მუსიკას. ვინ არან პოპულარულები? თითქმის ყველა მათგანში არის "საპნის ოპერის" ესთეტიკა.
საპნის ოპერაში მთავარია- ხალხს ყველაფერი მიაწოდო დაღეჭილი, კადრები იყოს ლამაზი და ბრჭყვიალა, ისეთ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს, რომ ხალხს ფიქრი არ დასჭირდეს. იყოს სავსე სენტიმენტალიზმით, რომ ხალხმა ადვილად იტიროს და ადვილადვე გაიცინოს.

სწორედ ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ხალხს ფიქრი აღარ უნდა! უნდა, რომ ადვილად იცინოს და ადვილად იტიროს!

რას ვიზამთ, ამის გამოსწორება არ იქნება! იმიტომ, რომ უკვე ძალიან ღმად შევტოპეთ.
vakerman nekerman sekerman
ხოდა კულტებია კიდე ბოკეზე. გავიგე ვითომდა არიან ფოტოგრაფები, რომელსაც არაფერი არ უნდა უთხრა კარგის გარდა და ყველანაერი დაფიქრების გარეშე 5/5ზე დაუწერო. smile.gif DDDD.gif სასაცილოა! კარტესის და კარტიე ბრესონის ფოტოები არაა 100 პროცენტით კარგი და მათი ფოტოების კრიტიკაც კი შეიძლება და ესენი ვის რაში დაკარგვიან? ჰა?!

დამჭკნარი შავ თეთრი ხელები, ცენტრში ფოკუსში მოქცეული ყვავილი, გაბრჭყვიალებული სიღნაღი, მცხეთა და თელავი(რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სატურაცია უნდა აუწიო DDDD.gif ). დაკვანჩხული ბანძი გოგონები "გლამურნი" მაკიაჟით.
ისე ესეც სულ მაინტერესებდა. ფოტოს, როცა იღებთ და ხედავთ, რომ გოგო პოზიორობისას ისეთ პოზას იღებს, როგორცას ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ არ გეცინებათ? აი მაგალითად სახლის ნანგრევებში გოგო რომელსაც ცალი ფეხი მიწაზე უდევს მეორე ხელით ნანგრევზეა ჩაბღაუჭებული და ცდილობს სუპერ სექსუალური გამოხედვით მოხიბლოს მაყურებელი, ამაზე არ გეცინებათ?? DDDD.gif
Giorgi Janibegashvili
vakerman nekerman sekerman,

და კიდე ყველაზე მეტად ვკაიფობ ფოტოზე კომენტარების მრავალ ფეროვნებაზე DDDD.gif "5/5" "!!" "კაია""დ/ფ" "მაგარია""მომწონს" lol.gif lol.gif ამაზე მეტი დეგრადირება რაგინდათ DDDD.gif



მაქვს ერთი შემოთავაზება "საუკეთესო ფოტოები"-ის გალერეას შეეცვალოს სახელი და დაერქვას "პაპსა ფოტოების გალერეა"

ვინ მეთანხმება? DDDD.gif
Peso
Giorgi Janibegashvili

მაგაში არ გეთანხმები! თუ შენ არ გსიამოვნებს საუკეთესო ფოტოების გალერეის დათ ვალიერება, ანდა თუნდაც 99.99% მათგანი არ მოგწონს იმ ერთ ფოტოს ნუ გადააყოლებ ყველაფერს და საერთოდ შეეშვით ამ პროფესორობას, რაც თავი მახსოვს 2006 წლიდან ყველა დეგრადაციაზე ლაპარაკობს, საკუთარ თავს მივხედოთ ყველამ და სხვის ნაკლებზე საუბარს თავი დავანებოთ
Giorgi Janibegashvili
QUOTE(Peso @ Mar 2 2011, 19:27)
Giorgi Janibegashvili

მაგაში არ გეთანხმები! თუ შენ არ გსიამოვნებს საუკეთესო ფოტოების გალერეის დათ ვალიერება, ანდა თუნდაც 99.99% მათგანი არ მოგწონს იმ ერთ ფოტოს ნუ გადააყოლებ ყველაფერს და საერთოდ შეეშვით ამ პროფესორობას, რაც თავი მახსოვს 2006 წლიდან ყველა დეგრადაციაზე ლაპარაკობს, საკუთარ თავს მივხედოთ ყველამ და სხვის ნაკლებზე საუბარს თავი დავანებოთ
*



შედი საუკეთესო სურათების გალერეაში და დაიწყე დათვალიერება სუ ბოლოდან,აი მერე მიხვდები რატო დავწერე ეს ყველაფერი!დაინახავ როგორ გაპაპსავდა ფოტოები დროდადრო..კომენტარებსაც გადახედე..
Peso
ბაზარი არაა, მაგრამ თუ ერთი ფოტოც მაინც არის ისეთი რომელიც არ იმსახურებს "პაპსას"-ს სტატუსს, მაშინ ყველას ერთი "სახელით" ნუ მოიხსენიებ. რაც შეეხება კომენტარებს, ეგ ფოტოს ავ-კარგიანობაზე და "პაპსაობაზე" სულაც არ ახდენს გავლენას, ეგ უფრო მისი დამწერის ინტელექტზე მეტყველებს

Giorgi Janibegashvili
QUOTE(Peso @ Mar 2 2011, 19:41)
ბაზარი არაა, მაგრამ თუ ერთი ფოტოც მაინც არის ისეთი რომელიც არ იმსახურებს "პაპსას"-ს სტატუსს, მაშინ ყველას ერთი "სახელით" ნუ მოიხსენიებ. რაც შეეხება კომენტარებს, ეგ ფოტოს ავ-კარგიანობაზე და "პაპსაობაზე" სულაც არ ახდენს გავლენას, ეგ უფრო მისი დამწერის ინტელექტზე მეტყველებს
*




ყველას ერთი სახელით არც ვიხსენიებ მე საუბარი მაქვს ფოტოების უმრავლესობაზე ალბათ 90%ზე.
დანარჩენ 10%ის გალერეას ცალკე გავაკეთებთ DDDD.gif

რათქმაუნდა არ ახდენს ფოტოზე და ფოტოს ავტოეზე კომენტარები გავლენას,ეგ არც მითქვავს..
Nino Baidauri
vakerman nekerman sekerman
!!!!!!!!!!
ვგიჟდები ამ კაცის კომენტარებზე lol.gif
ჰო კარგი, არაა ეს სასაცილო...
Added @ [mergetime]1299083343[/mergetime]
ფსიქიატრები პაციენტებს უჩვენებენ ხოლმე თეთრ ფურცელს და სთხოვენ აღწერონ, რას ხედავენ. ყველა წარმოისახავს რაღაცას და აღწერს.
ბოკეზე ამ თეთრ ფურცლებს მართლა დებენ და მათ განწყობის ფოტოგრაფია და საუკეთესო ფოტოების კოლექცია ქვია.
ისღა დაგვრჩენია ავტორები ფსიქიატრებად გამოვაცხადოთ და ყველაფერი დალაგდება.
Magda Gugava
რატომ არავინ გამოეხმაურა Archerის იდეას ?
ცოტა აქტიური უდნა გახდეს (გავხადოთ) ფორუმი
vakerman nekerman sekerman
QUOTE(Peso @ Mar 2 2011, 20:41)
ბაზარი არაა, მაგრამ თუ ერთი ფოტოც მაინც არის ისეთი რომელიც არ იმსახურებს "პაპსას"-ს სტატუსს, მაშინ ყველას ერთი "სახელით" ნუ მოიხსენიებ. რაც შეეხება კომენტარებს, ეგ ფოტოს ავ-კარგიანობაზე და "პაპსაობაზე" სულაც არ ახდენს გავლენას, ეგ უფრო მისი დამწერის ინტელექტზე მეტყველებს
*


მაშინ მაგ ლოგიკით, თუკი ერთი ფოტო მაინც არ იმსახურებს საუკეთესოობას, მაშინ ყველას საუკეთესო არ უნდა ერქვას smile.gif smile.gif

Nino Baidauri

როგორ არაა სასაცილო! სასაცილოა. გეხვეწები სახეზე მაინც შეხედა ამ აღრძნებულ გოგოებს, როგორ ცდილობენ კომპიუტერიდან გამოძრომას smile.gif smile.gif გული გაგისკდება კაცს DDDD.gif ასეთ პოზებს როგორ იგონებენ ისე მაინტერესებს რამე სექტაა? თუ სკოლაში ცალკე ლექციები ტარდებოდა გოგოებისთვის პოზების მიღება გადაღებისას?DDDD.gif DDDD.gif

მაგ თეთრ და "აზრიან" ფოტოებზე სულ ცხონებული მალევიჩი მახსენდება DDDD.gif DDDD.gif
Peso
ამ საიტმა ხალხს ფოტოს გადაღება შეაყვარა და არა შეაძულა, ფოტოების ავ-კარგიანობა და "პაპსაობა" ბოკეს დეგრადაციაზე კი არ მეტყველებს არამედ გემოვნების დახვეწაზე, ჩემი შენი და "ჩვენნაირების" diax.gif
vakerman nekerman sekerman
Giorgi Janibegashvili,
ყველაზე მაგარი მაინც ისაა დააწერენ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კრიტიკოსებოო, ხოდა რამეს დაწერ და ეგრევე არ სიამოვნებთ DDDD.gif იმენა ეგრევე ნერვებზე იშლებიან DDDD.gif

ერთს დავუწერე ზედხედი არ ვარგა თქო და იმან დამიწერა, ეგეთი თითიდან გამოწოვილი კომენტარები არ მინდაო DDDD.gif ეს თითიდან კომენტარის წოვა რაღა არის არ ვიცი DDDD.gif

მეორეს რაღაც დავუწერე და იმან კიდე იმენა, როგორ დააიგნორა იცი? კაროჩე ვუთხარი, რომ ფოტოზე ძაღლისთვის ვინმე, რომ შეგეწყვილებინა ჯობდა თქო.

და ამისი პასუხი კომენტარზე: "ძალთან ვინმეს შეწყვილება რას ნიშნავს ვინმე თუ მეტყვით დამავალებთ" თუ რაღაც ეგეთი და ნინო კიდე მეუბნება არაა სასაცილოო DDDD.gif სასაცილოა აბა რა არი? DDDD.gif და ვაფშე მაგარია ფოტოგრაფიულო ავტორიტეტები, რომ არიან DDDD.gif სუფთა ფოტოგრაფიულს, რომ ბაზობენ და მაგათ სიტყვში ეჭვის შეტანა, რომ არ შეიძლება DDDD.gif თავისი ფოტოგრაფიული სიტყვა ჩააგდო ამ გვერდზეც და გავიდა მერე
Added @ [mergetime]1299105501[/mergetime]
QUOTE(Peso @ Mar 3 2011, 03:31)
ამ საიტმა ხალხს ფოტოს გადაღება შეაყვარა და არა შეაძულა, ფოტოების ავ-კარგიანობა და "პაპსაობა" ბოკეს დეგრადაციაზე კი არ მეტყველებს არამედ გემოვნების დახვეწაზე, ჩემი შენი და "ჩვენნაირების"  diax.gif
*


ვერ მივხვდი. ანუ ფოტოების ავ-კარგიანობა და "პაპსაობა" გემოვნების დახვეწაზე მეტყველებს? ანუ ფოტოები თუ ნელნელა უფრო ცუდი და ცუდი მოდის და ბრჭყვიალებს და ბრჭყვიალებს ესე იგი გემოვნება იხვეწება?

ამ საიტმა, რომ კარგი რამე გააკეთა და აკეთებს ფაქტია, მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, რომ ბოკეზეც გადმოვიდა მადლი "ოპერისა საპნისაი" და აბრჭვიალდა ვითარცა ნალი მაიმუნისაი უკანაი DDDD.gif
Chalo
vakerman nekerman sekerman
პირველი პოსტის მეორე აბზაცში 100%ით გეთანხმები
KIT
მოგესალმებით ყველას... სულ რაღაც 1 კვირის წინ დარეგისტრირებული მომხმარებელი. ინტერესით წავიკითხე მთელი ერთი თვის მანძილზე დაწერილი კომენტარები და თავს უფლება მივცი საკუთრი აზრი მეც გადმომეცა...

დავიწყებ თავიდან - დარეგისტრირებამდე, როგორც სტუმარი ხშირად შემოვდიოდი, ვათვალიერებდი და ამ საიტმა გამიჩინა სურვილი მეც გავმხდარიყავი წევრი. არასოდეს არ მიცდია ფოტოგრაფობა უბრალოდ ჩემთვის (ჰობის დონეზე) ვიღებდი "სათაურიან" სურათებს და არც ერთი ჩემი სურათის ხარისხი არ მომწონდა. მაგრამ არ ვიცოდი კონკრეტულად რატომ? (ალბათ კადრს სხვანაირად ვხედავდი და შედეგი სხვა იყო). როდესაც მოვიცალე საკუთარი ჰობისთვის უფრო მეტი გასაქანი მიმეცა, ამ საიტზე კომენტარებში დაწერილმა აზრიანმა -- შენიშვნა-რჩევა-თუ კომენტარმა -- დამანახა, რომ ეს ის ადამიანები არიან ვისაც უყვარს ეს ხელოვნება და ვერ ეგუებიან სხვის უვიცობას ამ სფეროში... სწორედ ამან მომიზიდა ბოკეზე... ახალბედას თუ რამის სწავლა უნდა, მარტო ამ საიტზეც (რომ არ ვახსენოთ ინტერნეტ სივრცე) უმრავი მასალაა რაც ბევრ ახალ ინფორმაციას მოგვცემს... მაგრამ მერწმუნეთ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ბევრი ახალი მომხმარებლისთვისაც, ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი ანუ გამოცდილი წინამორბედების ჯანსაღი კრიტიკა...
ბავშვი რომელსაც ველოსიპედის ტარების სწავლა უნდა, მაგრამ დაცემის ეშინია, ვერასდროს ვერ მიიღებს ველოსიპედზე კატაობის სიამოვნებას... ჯერ სიარულს ვსწავლობთ, მერე ველოსიპედი გვაინტერესებს, მერე აღიარება და ბოლოს კი კრიტიკოსებად გადავიქცევით... კრიტიკოსობა კი ყველაზე საჭირო და დაუფასებელია smile.gif
სამწუხაროდ რჩევები და კრიტიკა, ზოგადად კომენტარებში, ძალიან ცოტაა... ამ თემაში ბევრი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა, რაც საიტის დახვეწისკენ არის მომართული. ე.ი. საიტი ცოცხალია და ბევრს შეტკივა გული, რომ არ გახდეს მათთვისვე უინტერესო წლების შემდეგაც კი... ეს ამ საიტის დიდი პლიუსია...

რაც შეეხება შეფასებების სისტემას, ბევრი დეტალია რასაც საიტის ადმინისტრაცია ვერ აღკვეთავს (ნაცნობობის თემას ვგულისხმობ), თუმცა Nino Baidauri -ის შემოთავზებული სისტემა, მემგონი თქვენი გულის ტკივილს ცოტათი მაინც უშველის და დ/ფ ხარისხს აწევს... (მე ნაკლებად უნდა ვლაპარაკობდე ხარისხზე, არაფერი არ გამეგება) მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საკითხი: - რამდენადაც ვიცი, საიტი არ არის კომერციული, სისტემების შეცვლას კი საკმაო ხარჯები სჭირდება... ხოდა სანამ სისტემები შეიცვლება და კიდევ უფრო დაიხვეწება, თქვენვე უნდა გაქაჩოთ ბოკეც და მისი ახალი წევრების გემოვნებაც და ხარისხიც თქვენი ჯანსაღი კრიტიკით... დღეში + - 50 ფოტო იდება ალბათ, თითოულმა თქვენგანმა სულ 5 რჩევის კომენტარი, რომ დაწეროს მეტი მემგონი არც დაჭირდება იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ამ თემაშია...
მაგალითისთვის ჩემს პირველ სურათს მოვიყვან http://www.boke.ge/forum/?img=144942 აქ მხოლოდ ერთმა ადამიანმა დატოვა კომენტარი, რამაც მე მომცა იმის სტიმული, რომ 15 ვარიანტი მაინც გამეკეთებინა ამ ფოტოსი და მეტად დავკვირვებოდი... gavcitldi2.gif ეხლა ცარმოიდგინეთ 5 კომენტარზე, რომ მქონოდა სამუშაო... smile.gif ან გავიქცევი და ან დავიხვეწები... ისიც მესმის რომ თქვენი გადმოსახედიდან ზოგიერთი სურათი არ იმსახურებს კომენტარს, მაგრამ აბა ჩვენი მხრიდანაც შეხედეთ, თუ არ გვეტყვით, რომ არ ვარგა და რატომ არ ვარგა, ჩვენც საიტის ნაცნობობას დავაბრალებთ ყველაფერს (სხვას დააბრალო უფორო იოლია, ვიდრე საკუთარ თავს მოსთხოვო), ჩვენი ფოტოები გვეგონება კარგი და გავავსებთ საიტს ან "ნაგვით" ან "საპნის ოპერებით" lol.gif ...
მომხმარებლებს კი რომელსაც არ უნდათ თქვენი კრიტიკის მოსმენა, ნუ ჩართავენ მაგ ფუნქციას... მე არ მინახავს ადამიანები ვისაც კრიტიკა უყვარდეს, მაგრამ გონიერი აუცილებლად ამოიღებს იქიდან თავისთვის მნიშვნელოვანს...

ახლადშობილისთვის ბევრი წერა გამომივიდა, მომიტევეთ...

საკუთარი მიზნების წარმატებებს გისურვებთ ყველას...

madloba.gif
vakerman nekerman sekerman
KIT,

ჩემი პიონერული სალამი!

პრობლემა შემდეგშია:

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვიან რომ საკმარისად ისწავლეს. არსებობენ ადამიენები, რომლებიც რანგით დაბალს არ უსმენენ. მაგალითად: თუ ბოკელი არის დამწები + ან უფრო მაღალი "თანამდებობის" მქონე პირი მას ჰგონია, რომ დამწყებმა და ახლად დარეგისტრირებულმა მისი ფოტო არ უნდა გააკრიტიკოს. "კრიტიკა" კარგი გაგებით, უფრო კარგი იქნებოდა თუ ვიტყოდით კომენტარი არ უნდა გააკეთოს. რაც სიბრიყვეა, იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ ისწავლის ადამიანი საკმარისს, ყოველთვის მეტის და მეტის სწავლა უნდა უნდოდეს. ამას თავი დავანებოთ. არსებობს მეორე მიდგომა, თუ ერთი ადამიენი მეორეზე სუსტ ფოტოებს იღებს, ითვლება რომ მეორემ უფრო კაგად იცის ფოტოგრაფია. ესეც სიბრიყვეა, იმიტომ, რომ ფოტოგრაფია არ არის მარტო კომპოზიციის შერჩევა და ჩაჩხაკუნება. ფოტოგრაფიის შესწავლა, ჩემი აზრით, პირველყოფილი ადამიანების ნახატებიდან იწყება და არ მთავრდება.

თქვენს ფოტოზე გაკეთებული კომენტარები ვნახე. ნადვილად პროფესიონალების გაკეთებული კომენტარებია, თუმცა ტექნიკურ მხარეზე არის მთელი აქცენტი გადატანილი. შარპის მომატება-დაკლება, ობექტივი. ეს რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოანია კომენტარი, რომელიც თქვენი ფოტოს მხატრულობას შეეხება. ბოკეს დღევანდელი პრობლემაც ზუსტად ეგ არის. მთელი ყუდადღება და ძალისხმევა გადატანილია ტექნიკურ მხარეზე(ობიექტივი, კომპოზიცია, ფოტოშოპი და ა.შ.). ფოტოები, რომლებიც ტექნიკურად კარგად არის შესრულებული, მაგრამ არანაერ მხატვრულ ღირებულებას არ შეიცავს იღებენ 5/5 ხოლო ის ფოტოები, რომლებიც მართლაც მხატვრულად ღირებულია და ტექნიკურად სუსტი 2-2 ან 1/1. აი აქ არის დამარხული ძაღლის თავი smile.gif დემაგოგობა, რომ არ დამაბრალოთ აგერ მაგალითიც.

http://www.boke.ge/forum/?img=145120 ძალიან კარგი ფოტოა. დავწერ რატომ. 1 საინტერესო ტიპაჟია, 2 ძალიან საინტერესო ჩაცმულობაა და ხელში კოკაკოლაში ჩასხმული წყალი ძალიან საინტერესო დეტალია, სწრედ ამიტომ გამართლებულია საშვალო ხედი. დახეთქილი ფილები და უკან ხის ღობე ძალიან საინტერესოა ამიტომ მათი გამოჩენაც გამართლებულია. ეს ფოტო ბავშვზეა, ეს ფოტო ცხოვრებაზეა და საინტერესოა.

http://www.boke.ge/forum/?img=133881 ეს ფოტო ძალიან კარგი ფოტოა ტექნიკურად. მაგრამ რაზეა ეს ფოტო? ეს ფოტო არის ლამაზ გოგოზე, რომელიც უყურებს კამერის ობიექტივს.

რომელმა დაიმსახურა მეტი ყურადღება?! მეორე ფოტომ.


ახლა რაც შეეხება თქვენს ფოტოს, ლოკოკინას.

კარგია, რომ დაინახეთ ლოკოკინა, რომელიც ძალიან წვრილ ღერზეა მიმაგრებული, დაგაინტერესათ და გადაიღეთ. თუმცა ეს ჩეულებრივი მომენტია, არაფერია საინტერესო იმაში, რომ ლოკოკინა მიკრობილია მცენარეზე. არ ვიცი, როგორ შეიძლება ლოკოკინის საინტერესოდ გადაღება, გულწრფელად არ ვიცი, მაგრამ სიტყვაზე ლოკოკინა დაზიანებული ბაქნით ან ლოკოკინა სუპში უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის, ვიდრე ლოკოკინა ბუნებაში. ან არ ვიცი ლოკოკინა რაიმე მოქმედებაში, ვთქვათ როგორ ჭამს ლოკოკინა, ფოთოლს რაც ძალიან საინტერესოა. მოკლედ არ ვიცი რთული დავალებაა ლოკოკინის გადაღება. მოკლედ ჩემი რჩევა იქნებოდა მხატვრულობას მიაქციო ყურადღება და მერე ტექნიკას, რადგან ტექნიკის დახვეწა გაკვეთილებით ან ტექნიკური ლიტერატურით და აუცილებლად პრაქტიკული სამუშაოებით შეიძლება. აი მხატვრულობის დახვეწას კი ეს არის სხოვრება, დაკვრირვება დეტალებზე, ფოტოების ნახვა(კარგი ფოტოგრაფები), ლიტერატურის კითხვა და თუ უფრო ღრმად დაგაინტერესებს ფილოსოფიაც. მთავარი კი მაინც ცხოვრების დეტალებზე დაკვირვებაა. რაც ზემოთ ჩემს მიერ აღნიშნულ ფოტოში მაღალ დონეზეა შესრულებული.

მოკლედ წარმატებები
TATI
მხატვრული მხარე მაინც და მაინც გლუვ, შესანიშნავ ხარისხს, სადაც დეტალებს უპრობლემოდ გამოარჩევ და ფერები კი უნაკლოა - არ გულისხმობს!

ამიტომ ნუ გერევათ ტექნიკურად კარგად შესრულებული ფოტო უბრალოდ კარგი კამერით გადაღებულში. ხშირად ფოტო ტექნიკურად ცუდადაა გადაღებული არა იმიტომ რომ უვარგისად გამოყენებული კიევის კამერითაა გადაღებული და არა ქენონის რომელიმე სარკულით არამედ იმიტომ რომ ის უბრალოდ ცუდადაა შესრულებული ტექნიკურად და წერტილი.

დახვეწილი მხატვრულობა ტექნიკურად კარგად შესრულებული ფოტოთი იქმნება. ამიტომ ორივე აუცილებელი პირობაა მხატვრულ ფოტოგრაფიაში. მეორეს მხრივ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში, სადაც მთავარი ინფორმაციაა, ეს მაჩვენებლები შეიძლება საშუალოზე დაბალი ხარისხისაც იყოს და ამით არაფერი დაშავდება (თუმცა იქნებ კარგმა ფოტოგრაფმა ყოველთვის უნდა მოახერხოს ხარისხის შენარჩუნება მიუხედავად გადაღების პირობებისა?).

ნუ ასწავლით ერთმანეთს ჭკუას. ასწავლეთ საკუთარ თავს ჭკუა და ბევრი იკითხეთ და ათვალიერეთ.
vakerman nekerman sekerman
TATI,
არ გეთანხმებით, რომ ტექნიკურად კარგად შესრულებული ფოტო აუცილებლად ნიშნავს მხატვრულად კარგად შესრულებულ ფოტოს.

გეთანხმებით, რომ კარგი ხარისხიანი ფოტოკამერით გადაღებული ფოტო არ ნიშნავს ტექნიკურად კარგად შესრულებულ ფოტოს.

არ გეთანხმებით, რომ აქ ვინმე ჭკუის სწავლებას ცდილობს

მითუმეტეს თუ ფოტო დადგმულია უფრო მეტად უნდა ვგრძნობდე წინა მოსამზადებელ პერიოდს. რეკვიზიტი, კოსტუმი განათება და ა.შ. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ დოკუმენტურ ფოტოში ეს არ უნდა იყოს. როცა კამერას ობიექტს მიუშვერ, ამ ობიექტმა უნდა დაგაინტერესოს. თუ დაგაინტერესა და გადაიღე, მერე აღარ უნდათქვა დოკუმენტური კადრი იყო და ვერაერს ვიზამდიო. smile.gif

QUOTE
თუმცა იქნებ კარგმა ფოტოგრაფმა ყოველთვის უნდა მოახერხოს ხარისხის შენარჩუნება მიუხედავად გადაღების პირობებისა?


შეიძლება ვერ შეინარჩუნოს, მაგრამ მაშინ ეს ფოტო არ უნდა გამოაქვეყნოს.

Nino Baidauri
ნუ ასწავლით ერთმანეთს ჭკუას, ჭკუის სწავლება არაა? : )))
ისე, ბოლო დროს სულ მაინტერესებს, რას ეძახის ხალხი მხატვრულობას და რას ტექნიკას.
იმის გათვალისწინებით, მე რა მიდგომა მაქვს. ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, რომ მხატვრულობას ტექნიკა ქმნის.
ტექნიკა გზაა და საშუალება გადმოსცე მხატვრული ჩანაფიქრი.
კარგად თუ შეასრულებ ბანალურ და პრიმიტიულ ფოტოს, ვიღაცას, კი არადა, უმრავლესობას ძალიან დიდი წარმატებით აუხვევ თვალს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით მხატვრულობა იხვეწება.
კარგ ჩანაფიქრს რომ კარგი და შესაფერისი გადმოცემა უნდა იდეალურ შემთხვევაში, ვინ დავობს ამაზე?
vakerman nekerman sekerman
Nino Baidauri,
ნინო ქედს ვიხრი თქვენი მეოთხე ხაზის წინაშე და აბსოლუტურად გეთანხმებით. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არ არის ჩანაფიქრი და არის ტექნიკა. ტექნიკის სწავლას არ უნდა დიდი დრო, ხოლო ფიქრის უნარი ადამიანმა უნდა განივითაროს. მოკლედ ეხლა ჩემტან ექვსი საათია დილის და მე მთელი დღე თრითმენდ ვწერდი და თუ რამე არეულად დავწერე მაპატიეთ DDDD.gif

პ.ს. არავინ არავის ჭკუას არ ასწავლის. ნუ იღებთ კომენტარს ჭკუის სწავებათ. კომენტარი კომენტარია. ჭკუის

სწავლება არის აი მაგალითად:

"შვილო შენ არ უნდა გადაიღო ფოტოები შენ უნდა წახვიდე და მათემატიკა ისწავლო ეს უფრო გამოგადგება ცხოვრებაში."

ხოლო წინადადება "ვფიქრობ გაუმართლებელია ამ შემთხვევაში საშუალო ხედის გადაღება" - არის კომენტარი და სავსებით უწყინარი. smile.gif
vakerman nekerman sekerman
http://www.boke.ge/forum/?img=145207

ეს ფოტო ტექნიკურად სუსტადაა შესრულებული, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ბევრ დღის ფოტოებს ჯობია smile.gif ჩემი აზრით(ეს მნიშვნელოვანია, ხომლმე რომ აღნიშნოს ადამიანმა, თრემ ზოგჯერ ვერ ხვდება ხალხი, რომ როცა წერ შენს აზრს წერ და არა სხივსას DDDD.gif)
TATI
vakerman nekerman sekerman,
დადგმული ფოტო არსად მიხსენებია (არ მიყვარს უყურადღებობა). მე ვლაპარაკობდი მხატვრულ ფოტოგრაფიაზე და ვახსენე დოკუმენტური ანუ ფოტო ინფორმაციული მიზნებისთვის. სიტყვაზე: ჟურნალისტი წერს სტატიას, სჭირდება სტატიასთან ერთად გამოსაქვეყნებელი ფოტო სადაც აისახება მშრალად ის ღონისძიება რაზეც სტატიაა, მორჩა.

მნიშვნელობა არ აქვს რაზე მეთანხმებით. მაგ მიზნით არაფერი დამიწერია.

Nino Baidauri,
QUOTE
ისე, ბოლო დროს სულ მაინტერესებს, რას ეძახის ხალხი მხატვრულობას და რას ტექნიკას.

DDDD.gif მე ვიცი შენ, ჩემი სალი და ამ "ტიპის" ფოტომოყვარულები როგორ აჭრილები ხართ (ცუდად არ გამიგო) მაგ საკითხში ამიტომ დისკუსიას აზრი არ აქვს DDDD.gif
vakerman nekerman sekerman
QUOTE
მნიშვნელობა არ აქვს რაზე მეთანხმებით. მაგ მიზნით არაფერი დამიწერია.


მიუხედავათ იმისა, რომ ნინო მეუბნება ნუ იცინიო ეს თვენი კომენტარი სასაცილოა.

QUOTE
ვახსენე დოკუმენტური ანუ ფოტო ინფორმაციული მიზნებისთვის


"ბედის ირონია ანუ გაამოთ" DDDD.gif დაახლოებით ეგეთი ანუ იყო DDDD.gif თუ ფოტო, რომელიც შეიცავს მხატვრულ ღირებულებას ის მხატვრულია და რომელიც არა ის დოკუმენტური? smile.gif
TATI
QUOTE
ჩემი აზრით(ეს რომ არ დავაყოლო ჩამქოლავენ) ...
კიდევ ჩემი აზრით(ეს აუცილებელია) ...


სერიოზულდ?????
რამდენი წლის ხარ? DDDD.gif
vakerman nekerman sekerman
TATI,
QUOTE
სერიოზულდ?????
რამდენი წლის ხარ? DDDD.gif


პირველი კითხვა საერთოდ ვერ გავიგე.

მეორე კითხვის აზრი ვერ გავიგე.

ერთი წლით თქვენზე უმცროსი.


პ.ს. ჩემი კომენტარის აქ ციტირება რა შუაშია ოღონდ ვერ ვხვდები, რამე კავსირი აქს ამ თემასთან?
Nino Baidauri
თათი, ჩემთან და დადასთან დისკუსია ვერაა ადვილი ამბავი ნამდვილად, მაგრამ არ ვდისკუსიობ (ჯერ DDDD.gif).
მართლა მაინტერესებს დადგენილი "კანონი", რა არის მხატვრულობა და რა ტექნიკა.
თუ მეტი გზა არ მექნა, გავაგრძელებ მის დარღვევა-იგნორირებას, პიონერულ სიტყვას ვიძლევი, უკამათოდ DDDD.gif
TATI
Nino Baidauri,
smile.gif)))))
აბა რა! წინ წარმატებისკენ DDDD.gif
Avtandil Mamulia
რითი ვერ დაიხურა ეს თემა. რას წერთ საერთოდ რამეს ახალს წერთ გამიკვირდება ? DDDD.gif ერთიდაიგივეს რო ვატრიალებთ მაგაზე არ გიფიქრიათ ))) ყველამ თავის საქმეს (ფოტოგრაფიას) მიხედოს. თუ რამე ვინმემ ჩემზე მეტი იცის კონკრეტულად დაწეროს და ვისწავლით ბატონო.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.