სალამი ყველა მონატრებულს!*
ამასწინათ, ერთი მიკარგული ადგილიდან სახლში ვბრუნდებოდი.
გზად დუშეთში, პირმისაანთ კარის ინტერნატშიც შევიარე,
''მზისფერებთან'' (საქველმოქმედო აქცია და რემონტები, ხომ გახსოვთ?).
დირექტორმა (სხვა, ზაზა არა) ცოტა იწყინა - რატომ არ ჩანხართ ამდენ ხანსო,
აუცილებელი ხომ არაა მაინცდამაინც საჩუქრებით მოხვიდეთო და ა.შ..
ახლა მთავარი - ბავშვებს სჭირდებათ საბუთისთვის ფოტოები, 3x4-ზე,
რისი იქ გაკეთებაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, და მთხოვა (დირექტორმა),
რომ დავხმარებოდით ამაში. (დუშეთში 4 ცალი ფოტო 3x4 ზომაზე 5 ლარი ღირს.
ჩვენ კი შეგვიძლია ერთ ან ორ A4-ზე მოვათავსოთ ყველა ფოტო და ერთიანად დავბეჭდოთ).
რთული საქმე არაა და შორს გადადებაც არ ღირს. მე ამ კვირას ვაპირებ
ბავშვებთან მისვლას. ფირის აპარატი მაქვს და საბუთებზე საჩალიჩოდ ხათაბალაა.
ამიტომ ბავშვებს რომელიმე ჩვენგანის ციფრათი (თუნდაც სასაპნით)
გადავუღებთ. დამუშავებას და დასაბეჭდად მომზადებას მე მივხედავ.
იმედი მაქვს, მსურველები გამოჩნდებით, და ციფრას სათხოვნელად არ
გამიხდება საქმე.. ბოლოს და ბოლოს, ისე მაინც ინახულებთ ბავშვებს..
დაწერეთ, ვინც დააპირებთ კვირას წამოსვლას დუშეთში.
და ისიც, რომელს გექნებათ ამ საბუთის ფოტოების გადაღების საშუალება.
ამისთვის ნამდვილად არ იქნება საჭირო 2, ჰა ჰა 3 აპარატზე მეტი.
P.S. თემა ალბათ გადასატანია...
__________
* - დანარჩენებსაც
