ამასწინათ, ერთი მიკარგული ადგილიდან სახლში ვბრუნდებოდი. გზად დუშეთში, პირმისაანთ კარის ინტერნატშიც შევიარე, ''მზისფერებთან'' (საქველმოქმედო აქცია და რემონტები, ხომ გახსოვთ?). დირექტორმა (სხვა, ზაზა არა) ცოტა იწყინა - რატომ არ ჩანხართ ამდენ ხანსო, აუცილებელი ხომ არაა მაინცდამაინც საჩუქრებით მოხვიდეთო და ა.შ..
ახლა მთავარი - ბავშვებს სჭირდებათ საბუთისთვის ფოტოები, 3x4-ზე, რისი იქ გაკეთებაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, და მთხოვა (დირექტორმა), რომ დავხმარებოდით ამაში. (დუშეთში 4 ცალი ფოტო 3x4 ზომაზე 5 ლარი ღირს. ჩვენ კი შეგვიძლია ერთ ან ორ A4-ზე მოვათავსოთ ყველა ფოტო და ერთიანად დავბეჭდოთ).
რთული საქმე არაა და შორს გადადებაც არ ღირს. მე ამ კვირას ვაპირებ ბავშვებთან მისვლას. ფირის აპარატი მაქვს და საბუთებზე საჩალიჩოდ ხათაბალაა. ამიტომ ბავშვებს რომელიმე ჩვენგანის ციფრათი (თუნდაც სასაპნით) გადავუღებთ. დამუშავებას და დასაბეჭდად მომზადებას მე მივხედავ.
იმედი მაქვს, მსურველები გამოჩნდებით, და ციფრას სათხოვნელად არ გამიხდება საქმე.. ბოლოს და ბოლოს, ისე მაინც ინახულებთ ბავშვებს..
დაწერეთ, ვინც დააპირებთ კვირას წამოსვლას დუშეთში. და ისიც, რომელს გექნებათ ამ საბუთის ფოტოების გადაღების საშუალება. ამისთვის ნამდვილად არ იქნება საჭირო 2, ჰა ჰა 3 აპარატზე მეტი.
ჰო, ძალიან კარგი იქნება მართლაც დახმარებას თუ შევძლებდით, არადა შეუძლებელიც არაფერია... ერთია ციფრულითან უკაცრავად ვარ, მაგრამ თუ დრო მექნა უდიდესი სიამოვნებით წამოვიდოდი თქვენთან ერთად და "მზისფერების" სხივებით გავთბებოდი
ქალია ხო ახლა იქ დირექტორი? ძალიან თბილად მოგიკითხათ ყველა, ჩამოდითო. რო გაიგო, მეც ბოკელი ვიყავი, მის თვალში ერთი ათად აიწია ჩემმა რეიტინგმა სხვა საკითხზე იყო ჩემთან სტუმრად.
კი, დირექტორი ქალია. ჰო, ჩემი ბოკელობაც გვიან გავამჟღავნე
სადღაც მთებიდან მოვდიოდი ველოსიპედით და ვერაფერიშვილი სანახავი ვიყავი ტყეღრედან მომავალი და არაგვამოტოპილი...
ჰო, ახლა ტრანსპორტის ამბები (თუ აქედან სამარშუტოს გაყვებით) - მე თბილისში არ ვიქნები ალბათ უკვე დღეიდან და დუშეთშიც ჩემით ჩავალ. თბილისიდან საერისო ხშირად გადის (ყოველ საათში თუ რაღაც მასე). დუშეთის ცენტრიდან, სადაც სამარშუტო ჩერდება, ბავშვთა სახლამდე კაი ნახევარი საათის სავალია ფეხით. მე შემიძლია დაგხვდეთ, მაგრამ მგონი სჯობს, ცოტა ფულს თუ დაუმეტებთ მძღოლს და ინტერნატამდე გამოყვებით.
ხოდა ბოლო დუშეთიდან მგონი სადღაც 6 საათზე გამოდის, დავაზუსტებ ამას.
DIKARKA, ნიკამ მომწერა გუშინ, აღმოჩნდა რომ პატარები შაბათ კვირას არ არიან ინტერნატში, და თუ ვინმეს შეგიძლიათ რომ ახვიდეთ ხვალ ან ორშაბათს, გთხოვთ დაეკონტაკტოთ ნიკას ნომერზე-----898 703 404
უკვე ყველაფერი მოგვარდა, დაბეჭდვისა და ატანის გარდა.
2 დღის წინ ერთად ავედით მე და დირექტორი - ქალბატონი დარეჯანი. ბავშვებმა ჩემი ველო ცოტა მოისაკლისეს, მაგრამ როცა გადასაღებად დავიწყეთ სამზადისი, ყველა გახალისდა და ველოც დაივიწყეს.
საბუთების გარდა, გადაწყდა, რომ ბავშვებისთვის ერთი სტენდიც უნდა მოგვემზადებინა - დაბადების დღეების სიით. სიას მათივე ფოტოები დაამშვენებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, 3X4 ფორმალობების გარეშე
ნინუკალას ციფრამ თავისი ბატარეის ამპერაჟის ყველა ზღვარს გადასული, სტახანოველური სამუშაო შეასრულა
ჩემი ბებერი მინოლტაც გახდა ინტერესის ობიექტი
ჰმ....ესეთებიც ხდებოდა
გარეთ კი ოქტომბრის მზე ჩახჩახებდა
ეს-ესაა ბოლო გაკვეთილიც დამთავრდა და ეზოც ჟრიამულით აივსო
მთავარ როლში მარიო
როგორც გაირკვა, მარტო მე არ ვყოფილვარ "ხესთან არმისაშვები"
ამ ყაჩაღანამ კი "მიშა" ვარო და...
მზისფერები და ქალბატონი დარეჯანი
თითქმის სრული შემადგენლობით
დანარჩენი კადრები მოთმინებით ელიან გამჟღავნებას.. შეიძლება ზოგი მიხვდეს, როგორ გამთბარი, შთაბეჭდილებებით აღსავსე და ძალიან დაღლილი დავბრუნდი.... არსებობენ ფოტოები, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა.. არსებობს გაღვივებული სითბოს ნაკვერჩხალი, რომელიც არასოდეს მომცემს იმ გაცისკროვნებული, მაგრამ მაინც ღრმა სევდით დაღდასმული სახეების თუნდაც ოდნავ მივიწყების უფლებას.
თითქოს ამას ბავშვებიც გრძნობენ.. აი, მოვიდა - ვხედავდი მათ თვალებში, ყოველი მისვლისას..