Help - Search - Member List - Calendar
Full Version: შევაშველოთ მედიკამენტები დევნილებს!
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
keto
ვიფიქრე, ბარემ გოდერძის თემაში დავწერთქო, მაგრამ დახურული დამხვდა თემა. წინა აქციაზე ვერაფრით შემოგეშველეთ...

მე და ჩემი რძალი ვიყავით 171-ე სკოლაში, გამოვკითხეთ დევნილებს რა სჭირდებათ, ყველაზე მეტად რა აკლიათ და ა.შ. სარეცხი საშუალებები, შამპუნი, საპონი, ჩუსტი და ასეთი რაღაცეები რაც შევძელით კი მივაწოდეთ (შესაძლებლობის ფარგლებში), მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა რაზეც იყო, ესაა მედიკამენტები. 1-2 კაცს მაგაშიც შევეშველეთ, მაგრამ მეტს ვეღარ გავწვდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა. სიაც ჩამოვწერეთ წამლების. ფრაისლისტში რომ ვნახეთ სადღაც 180- 200 ლარი უნდა მთლიანად ამეებს. 899 11 40 84 ჩემი მობილურის ნომერია, ხვალ ვისაც სურვილი გაქვთ და შეგიძლიათ, იქნებ შემეხმიანოთ, ვისაც რამდენით შეგვიძლია წავეხმაროთ დევნილებს.
აქვე ჩამოვწერ იმ წამლებსაც რასაც ითხოვდნენ:

1. ვარფარენი 2,5მგ
2. ლიოტონ გელი
3. ვენოდიოლი
(ეს სამი ერთი და იგივე კაცს სჭირდება, თრომბი აქვს და სასწრაფოა)

4. ნოოტროპილი
5. გლიცინი
6. ვალოსედი 25მგ
7. გრანდაქსინი 50მგ
8. ტექსამენი 20 მგ
9. ტრენტალი 400 მგ
10. ენაპ H
11. ფუნგოდერმი
12. სუპრასტინი
13. კოკარნიტი
14. ომეპრაზოლი
15. ბრონქომუნალი (ამ წამლის დოზა გასარკვევია ჯერ, თვითონ არ უთქვამს და ჩვენც ამოგვივარდა თავიდან კითხვა)
16. სპირტი
17. სინტომიცინი 5%
18. კეტანოვი/კეტოლონგი Bევრი ითხოვს

მოკლედ ხალხო, თქვენი იმედი მაქვს რა, თუ გინდათ თანხა, თუ გინდათ პირდაპირ წამალი მომაწოდეთ ხვალ. (თუ წამლის მოწოდებას გადაწყვეტთ, მაშინ აქ დაპოსტეთ რა წამალი იყიდეთ, რომ ვინმე სხვამ იგივე არ იყიდოს wick.gif

კიდევ ვიმეორებ, დამირეკეთ 899 11 40 84, შეგითანხმდებით საათზე (6-ის მერე უფრო) და შეგხვდებით სადმე ქალაქში smile.gif

მადლობა წინასწარ!
artistteo
keto,

კარგი იდეააა, შევეცდები ჩემი წვლილიც შევიტანო gavcitldi2.gif
Nina Minzoni
უკეთესი იქნება რომ შეგროვდეს თანხა და ერთიანი ძალებით ვუყიდოთ მედიკამენტები.
keto
Nina Minzoni,

კი, მეც თანხის შეგროვებას ვემხრობი, წამლების მოწოდება ალტერნატივად დავწერე, თუკი ვინმეს ასე უფრო მოეხერხება smile.gif
Nina Minzoni
უი ისეთი დაღლილი ვარ ვერ წავიკითხე ბოლომდე... ქეთო ხვალ დაგირეკავ და მოგაწვდი თანხას
გააქტიურდით მეგობრებო, ძალა ერთობაშია
keto
Nina Minzoni,
DDDD.gif გელი, გენაცვალე :*
beshqena
keto,
მოდი, ადგილი და საათი თქვი, რომ ყველა იქ მოვიდეს (სასურველია დღის მეორეე ნახევარი).



P.S. დაბლები, მსუქნები და მელოტები ნუ გამომეხმაურებიან DDDD.gif
Nina Minzoni
beshqena,
რომ იცოდე მასეთებს აქვთ ფული DDDD.gif
makuku
lol.gif
beshqena
მოკლედ, ამ წუთში ვინცაა ონლაინზე 5-5 ლარი (ან თითო სახეობის წამალი) რომ დადოს პრობლემა გადაჭრილია!

გააქტიურდით რა gavcitldi2.gif
keto
beshqena,
Nina Minzoni,
lol.gif lol.gif lol.gif

მართალია, მოდით მაშინ ხვალ, 22 აგვისტოს 7-ის ნახევარზე ვიქნები პავლოვის და თამარაშვილის გადაკვეთაზე (ვაკე-საბურთალოს გადასახვევი) რომ პოპულია იქ ვიქნები, კუთხეში, მგონი ყველასთვის მოსახერხებელი ადგილია. მერე ბარემ დელისთანვე ვიყიდი წამლებსაც smile.gif
Sofo Uznadze
პირველ ორს და რამდენიმეს მე გავამზადებ ...
ხვალ ვმუშაობ და გაგაგებიებთ თუ მოვახერხებ გამოსვლას..

თუ არდა როგორმე ახმეტელის მეტროსთან იქნებ ვინმე მოვიდეს??

keto
phoenix,

დიდი მადლობა smile.gif დღის განმავლობაში აუცილებლად გამაგებინე შეძლებ მოსვლას თუ ვერა. თუ ვერ მოხვალ, დიღომში ვმუშაობ და ცოტა ხნით გამოვძვრები სამსახურიდან, სამუშაო საათებში გამოვალ და გამოგართმევ smile.gif
Sofo Uznadze
keto

კარგი შევთანხმდეთ .. პირველი ორი არ იყიდოთ.. დანარჩენებს ისეთს ჩავალაგებ რაც ყველას სჭირდება..
beshqena
keto,
QUOTE
ვიქნები, კუთხეში

ხელში გაზეთი გეჭირება?
keto
სიტყვა და საქმე, ანდა სულაც პაემანი DDDD.gif
უი არ მიცნობ შენ ხომ? მე გიცნობ უგაზეთოდაც :P , მოდი და მე გამოგელაპარაკები DDDD.gif

შავთმიანი გოგო ვარ DDDD.gif ვინც არ მიცნობს იმათთვის ხვალ დავწერ რა მეცმება, დღეს ჯერ არ ვიცი DDDD.gif
beshqena
user posted image
ა, ვინც არ იცნობთ, შუაში რომაა და ნინო ანანიაშვილის ილეთს რომ აკეთებს ეგაა ქეთო DDDD.gif

ისე, ბარემ დანარჩენებსაც გაგაცნობთ:
ვახტანგა, თავადი, ნინა მიძნონი... და მგონი მოდილიანია ის შებრუნებული... DDDD.gif
keto
შეგახსენებთ, ]დღეს, 22 აგვისტოს 7-ის ნახევარზე ვიქნები პავლოვის და თამარაშვილის გადაკვეთაზე (ვაკე-საბურთალოს გადასახვევი) რომ პოპულია იქ, კუთხეში. ვისაც რამდენის თავი გვაქვს დავეხმაროთ დევნილებს და ვუყიდოთ მედიკამენტები.
beshqena
მედიკამენტების და ფულის შეგროვება დაიწყო!
bravo.gif
QUOTE
დღეს, 22 აგვისტოს 7-ის ნახევარზე ვიქნები პავლოვის და თამარაშვილის გადაკვეთაზე (ვაკე-საბურთალოს გადასახვევი) რომ პოპულია იქ, კუთხეში

შეხვდით ქეთოს!
keto
ვაახ, რა უბედური ინტერნეტი მაქვს ეს 2 დღეა რა, ძლივს შემოვიხედე რა.
ისე ვინ მოდიხართ თუ წინასწარ გამაგებინებთ მთლად უკეთესი იქნება, ვის ველოდო და ვის არა რომ ვიცოდე smile.gif

keto
დიდი მადლობა ყველას ვინც თავისი წვლილი შეიტანა და თანხით თუ წამლებით დაეხმარა დევნილებს!!! დღეს საღამოს ჩავაბარე მედიკამენტები პატრონებს. რაც იმათ გვლოცეეეეს....



მოკლედ დახურეთ თემა.
Sofo Uznadze
keto,


ძალიან კარგი ხარ ქეთ kiss3.gif კიდე შემეხმიანე თუ რამეა..
beshqena
keto,
ყველა მედიკამენტი შეგროვდა?
keto
ყველა, ყველა DDDD.gif
beshqena
keto,
bravo.gif




gavcitldi2.gif
Nina Minzoni
ვაშაააააააააააა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.