ვიფიქრე, ბარემ გოდერძის თემაში დავწერთქო, მაგრამ დახურული დამხვდა თემა. წინა აქციაზე ვერაფრით შემოგეშველეთ...
მე და ჩემი რძალი ვიყავით 171-ე სკოლაში, გამოვკითხეთ დევნილებს რა სჭირდებათ, ყველაზე მეტად რა აკლიათ და ა.შ. სარეცხი საშუალებები, შამპუნი, საპონი, ჩუსტი და ასეთი რაღაცეები რაც შევძელით კი მივაწოდეთ (შესაძლებლობის ფარგლებში), მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა რაზეც იყო, ესაა მედიკამენტები. 1-2 კაცს მაგაშიც შევეშველეთ, მაგრამ მეტს ვეღარ გავწვდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა. სიაც ჩამოვწერეთ წამლების. ფრაისლისტში რომ ვნახეთ სადღაც 180- 200 ლარი უნდა მთლიანად ამეებს. 899 11 40 84 ჩემი მობილურის ნომერია, ხვალ ვისაც სურვილი გაქვთ და შეგიძლიათ, იქნებ შემეხმიანოთ, ვისაც რამდენით შეგვიძლია წავეხმაროთ დევნილებს. აქვე ჩამოვწერ იმ წამლებსაც რასაც ითხოვდნენ:
1. ვარფარენი 2,5მგ 2. ლიოტონ გელი 3. ვენოდიოლი (ეს სამი ერთი და იგივე კაცს სჭირდება, თრომბი აქვს და სასწრაფოა)
4. ნოოტროპილი 5. გლიცინი 6. ვალოსედი 25მგ 7. გრანდაქსინი 50მგ 8. ტექსამენი 20 მგ 9. ტრენტალი 400 მგ 10. ენაპ H 11. ფუნგოდერმი 12. სუპრასტინი 13. კოკარნიტი 14. ომეპრაზოლი 15. ბრონქომუნალი (ამ წამლის დოზა გასარკვევია ჯერ, თვითონ არ უთქვამს და ჩვენც ამოგვივარდა თავიდან კითხვა) 16. სპირტი 17. სინტომიცინი 5% 18. კეტანოვი/კეტოლონგი Bევრი ითხოვს
მოკლედ ხალხო, თქვენი იმედი მაქვს რა, თუ გინდათ თანხა, თუ გინდათ პირდაპირ წამალი მომაწოდეთ ხვალ. (თუ წამლის მოწოდებას გადაწყვეტთ, მაშინ აქ დაპოსტეთ რა წამალი იყიდეთ, რომ ვინმე სხვამ იგივე არ იყიდოს
კიდევ ვიმეორებ, დამირეკეთ 899 11 40 84, შეგითანხმდებით საათზე (6-ის მერე უფრო) და შეგხვდებით სადმე ქალაქში
მართალია, მოდით მაშინ ხვალ, 22 აგვისტოს 7-ის ნახევარზე ვიქნები პავლოვის და თამარაშვილის გადაკვეთაზე (ვაკე-საბურთალოს გადასახვევი) რომ პოპულია იქ ვიქნები, კუთხეში, მგონი ყველასთვის მოსახერხებელი ადგილია. მერე ბარემ დელისთანვე ვიყიდი წამლებსაც
დიდი მადლობა დღის განმავლობაში აუცილებლად გამაგებინე შეძლებ მოსვლას თუ ვერა. თუ ვერ მოხვალ, დიღომში ვმუშაობ და ცოტა ხნით გამოვძვრები სამსახურიდან, სამუშაო საათებში გამოვალ და გამოგართმევ
შეგახსენებთ, ]დღეს, 22 აგვისტოს 7-ის ნახევარზე ვიქნები პავლოვის და თამარაშვილის გადაკვეთაზე (ვაკე-საბურთალოს გადასახვევი) რომ პოპულია იქ, კუთხეში. ვისაც რამდენის თავი გვაქვს დავეხმაროთ დევნილებს და ვუყიდოთ მედიკამენტები.
ვაახ, რა უბედური ინტერნეტი მაქვს ეს 2 დღეა რა, ძლივს შემოვიხედე რა. ისე ვინ მოდიხართ თუ წინასწარ გამაგებინებთ მთლად უკეთესი იქნება, ვის ველოდო და ვის არა რომ ვიცოდე
დიდი მადლობა ყველას ვინც თავისი წვლილი შეიტანა და თანხით თუ წამლებით დაეხმარა დევნილებს!!! დღეს საღამოს ჩავაბარე მედიკამენტები პატრონებს. რაც იმათ გვლოცეეეეს....